გვხვდება ვითარებით ზედსართავ სახელებში, რომლებიც ნაწარმოებია
1. არსებითი სახელების ფუძეთაგან და აქვთ მნიშვნელობა: 1) ფუძით აღნიშნული საგნის ან მოვლენის მსგავსი, ფუძით აღნიშნული საგნის ან მოვლენის დამახასიათებელ ნიშან-თვისებათა მქონე; brotherly ძმური; sisterly დური, დისა; დისთვის შესაფერისი; friendly მეგობრული; მეგობრულად / კეთილად განწყობილი; earthly მიწიერი, ამქვეყნიური; manly მამაცი, გაბედული; მამაცური; კაცური, ვაჟკაცური, კაცისთვის შესაფერისი; lovely ლამაზი, მშვენიერი;
2) პერიოდულად რომ მეორდება; daily ყოველდღიური; monthly ყოველთვიური; weekly ყოველკვირეული;
2. ზედსართავი სახელების ფუძეთაგან და ანიჭებს ნაწარმოებ სიტყვას მნიშვნელობის ზოგიერთ დამატებით ნიუანსს: sickly ავადმყოფი, სნეული, სუსტი; ხშირად რომ ავადმყოფობს; kindly კეთილი, კეთილგანწყობილი.