აწარმოებს ზედსართავ სახელებს
1. ზედსართავი სახელის ფუძისგან, რომელთაც აქვთ თვისების არასრული ხარისხის მნიშვნელობა: bluish მოლურჯო, მოცისფრო; yellowish მოყვითალო; coldish გრილი; საკმაოდ ცივი; dullish მოშტერო; რამდენადმე მოსაწყენი; earlyish საკმაოდ ადრიანი / ადრე; latish საკმაოდ გვიანი;
2. დროის აღმნიშვნელი სიტყვის ფუძისგან, რომელთაც აქვთ მნიშვნელობა: დაახლოებით ამა თუ იმ დროს რომ ხდება; eightish დაახლოებით რვა საათზე რომ ხდება; dinnerish დაახლოებით სადილის დროს რომ ხდება;
3. რაოდენობითი რიცხვითი სახელის ფუძისგან, რომელთაც აქვთ მნიშვნელობა: დაახლოებით ამა თუ იმ ასაკისა; fortyish დაახლოებით ორმოცი წლისა.