აწარმოებს არსებით სახელებს, რომლებიც აღნიშნავენ
1. პირს, რომლისკენაც მიმართულია ჩვეულ. ზმნის ფუძით გამოხატული მოქმედება: amputee ხელ- ან ფეხმოკვეთილი ადამიანი; adoptee ნაშვილები, შვილობილი; detainee დაკავებული / დაპატიმრებული პირი; evacuee ევაკუირებული; askee ვისაც ეკითხებიან;
2. პირს, რომლისთვისაც დამახასიათებელია სახელადი ფუძით გამოხატული ესა თუ ის თვისება ან მოქმედება: absentee ვინც არ ესწრება / არ იმყოფება (სადმე); debauchee გარყვნილი, გახრწნილი (ადამიანი); refugee ლტოლვილი.