ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები
სამომხმარებლო შეთანხმება კორპორაციულ მომხმარებელთან ბეჭდვა

ვერსია 20130104

1. ზოგადი დებულებები
1.1. ეს შეთანხმება წარმოადგენს კორპორაციულ მომხმარებელსა (შემდგომში „მომხმარებელი“) და შპს „მარგალიტი ლიმიტედს“ (შემდგომში „კომპანია“) შორის დადებულ გარიგებას დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონის (შემდგომში „ლექსიკონი“) გამოყენების შესახებ, რომლის პირობები სავალდებულოა მომხმარებლისათვის.
1.2. ლექსიკონი განთავსებულია ვებ-გვერდზე www.dictionary.ge.
1.3. ლექსიკონის სასყიდლით მიღების შემთხვევაში ითვლება, რომ მომხმარებელი იცნობს ლექსიკონს, აკმაყოფილებს მისი შესაძლებლობები და ეთანხმება ამ შეთანხმების პირობებს.
1.4. კომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად შეცვალოს ამ შეთანხმების პირობები მომხმარებელთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე. შეცვლილი პირობები მომხმარებელთან შეთანხმებულად ჩაითვლება მისი კომპანიის საიტზე გამოქვეყნებიდან 7 დღის შემდეგ და ვრცელდება მომხმარებლის მიერ ლექსიკონის გამოყენების მთელ პერიოდზე.

2. ტერმინთა განმარტება
ამ შეთანხმების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ლექსიკონი - დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი, რომელიც შექმნილია შპს „მარგალიტი ლიმიტედი“-სა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.
კომპანია - შპს „მარგალიტი ლიმიტედი“ ან მის მიერ ნამდვილი გარიგების საფუძველზე დელეგირებული ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც გადაცემული აქვს ლექსიკონის რეალიზაციის ან მასზე გამოსაყენებლად დაშვების უფლება.
მომხმარებელი - კომპანია ან ორგანიზაცია, რომელიც იყენებს ლექსიკონს.
ფასიანი ვერსია - ლექსიკონის ვერსია, რომლის გამოყენების საშუალებაც მომხმარებელს ეძლევა მხოლოდ კომპანიისათვის გარკვეული საზღაურის გადახდის სანაცვლოდ.
წვდომის საშუალებები - ლექსიკონის გამოყენებისათვის საჭირო მომხმარებლის სახელი, პაროლი, IP მისამართები.

3. ლექსიკონი
3.1. ლექსიკონი წარმოადგენს ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონს, რომელიც დღეის მდგომარეობით შედგება 110 000-ზე მეტი სიტყვა-სტატიისაგან. თითოეული სიტყვა-სტატია წარმოადგენს საავტორო უფლების ობიექტს და მას იცავს კანონმდებლობა.
3.2. ლექსიკონში სრულადაა ასახული ინგლისური სიტყვების პოლისემია, შეტანილია მრავალი შესიტყვება, ფრაზული ზმნა, ფრაზეოლოგიური ერთეული, დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი სამეცნიერო-ტექნიკური, ეკონომიკური, ხელოვნების და სხვა სფეროებთან დაკავშირებული ტერმინოლოგია. ლექსიკონში შესული მთლიანი მასალა 800 000-მდე ერთეულს აღწევს.

4. მომხმარებელთა მხარდაჭერა
4.1. მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს პროგრამული მხარდაჭერა კომპანიისაგან ლექსიკონის მუშაობაში წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით. პროგრამული მხარდაჭერა მოიცავს რჩევა-დარიგებებს საიტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
4.2. მომხმარებელს ლექსიკონის მხარდაჭერის ფარგლებში მიეწოდება განახლებები, რაც ცალკე ანაზღაურებას არ საჭიროებს.
4.3. მომხმარებელთა მხარდაჭერის ძირითად საშუალებას წარმოადგენს შესაბამის გვერდზე განთავსებული კონტაქტის ფორმა.

5. შეზღუდვები
5.1. მომხმარებელს არა აქვს უფლება გაასხვისოს მის მიერ შეძენილი ლექსიკონი ან/და მისი წვდომის საშუალებები კომპანიის სპეციალური თანხმობის გარეშე.
5.2. მას შეუძლია ლექსიკონის წვდომის საშუალებები ერთხელ გადასცეს მესამე პირს, რომელიც ასეთ შემთხვევაში დაიკავებს მომხმარებლის ადგილს და მასზე გავრცელდება ამ შეთანხმების პირობები სრულად, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. ასეთი გადაცემის შემთხვევაში თავდაპირველი მომხმარებელი კარგავს ლექსიკონის გამოყენების უფლებას.
5.3. კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის წვდომის საშუალებები თუ:
ა) მომხმარებელი უხეშად არღვევს ამ შეთანხმების პირობებს;
ბ) მომხმარებელი დაარღვევს მომხმარებელსა და კომპანიას შორის შეთანხმებულ გადახდის პირობებს.

6. პასუხისმგებლობა
6.1. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ლექსიკონში განთავსებული მასალის გამოყენებით, გამოუყენებლობით, ამ შესაძლებლობების ქონის ან არქონის შემთხვევაში განცდილი ნებისმიერი ზიანის ან დანაკარგის შემთხვევაში, იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი. კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ შემთხვევაშიც, თუ ლექსიკონის გამოყენება შეუძლებელია მესამე პირების (ინტერნეტ-პროვაიდერის, ჰოსტინგ-პროვაიდერის და ა.შ) მიზეზით.

7. საავტორო უფლებები
7.1. პროგრამულ პროდუქტთან დაკავშირებით წარმოშობილი სამართალურთიერთობა მომხმარებელსა და კომპანიას შორის რეგულირდება ამ შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, რომელთა მოქმედებაც ვრცელდება საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
7.2. შპს „მარგალიტი ლიმიტედი“ ნამდვილი უფლების საფუძველზე ფლობს ყველა საავტორო და მომიჯნავე ქონებრივ და არაქონებრივ უფლებას იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია ლექსიკონის გავრცელებისათვის.
7.3. შპს „მარგალიტი ლიმიტედი“ აცხადებს, რომ ის იცავს მის ლექსიკონში გამოყენებულ ყველა საავტორო და მომიჯნავე ქონებრივ და არაქონებრივ უფლებას და მინიჭებული აქვს უფლება გამოვიდეს როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე ამ უფლებებთან დაკავშირებით.

8. ინფორმაციის კონფიდენციალობა
8.1. კომპანია იძლევა გარანტიას, რომ ლექსიკონის გამოყენებასთან დაკავშირებით კომპანიისათვის მომხმარებლის მიერ გადაცემული ნებისმიერი ინფორმაცია (მომხმარებლის სახელი, ელ-ფოსტის მისამართი, IP მისამართები და სხვა) მის მიერ არ გადაეცემა სხვა პირ(ებ)ს და არ იქნება გამოყენებული იმ საჭიროების გარდა, რაც აუცილებელია ლექსიკონით სარგებლობის უზრუნველსაყოფად.

9. ლექსიკონის ფასიან ვერსიაზე რეგისტრაცია
9.1. ლექსიკონის ფასიან ვერსიაზე რეგისტრაცია ნებაყოფლობითია.
9.2. ლექსიკონის ფასიან ვერსიაზე რეგისტრირებულ მომხმარებლებს ეძლევათ დამატებითი ფუნქციებით სარგებლობის უფლება, კერძოდ: სიტყვა-სტატიის სრული ვერსიის ნახვა; სასურველი სიტყვა-სტატიის ამობეჭდვა; მომხმარებლისთვის საინტერესო სიტყვების შესახებ შეკითხვის გაგზავნა სარედაქციო კოლეგიაში და ერთი კვირის ფარგლებში პასუხის მიღება და სხვა;
9.3. ლექსიკონით სარგებლობისათვის კომპანია კორპორაციულ მომხმარებელს შემდეგ პაკეტებს სთავაზობს:
9.3.1. სტანდარტული: 1 თვე - 50 ლარი; 6 თვე - 250 ლარი; 12 თვე - 450 ლარი.
9.3.2. უნივერსიტეტი: 12 თვე - 300 ლარი.
9.3.3. სკოლა: 12 თვე - 100 ლარი.
9.4. დაწვრილებითი ინფორმაცია რეგისტრაციისა და სხვა დეტალების შესახებ ხელმისაწვდომია საიტის შესაბამის გვერდზე.

10. კომპანიასთან ანგარიშსწორების წესები
10.1. ლექსიკონით სარგებლობისათვის კომპანიასთან ანგარიშსწორება შესაძლებელია საბანკო გადარიცხვით და/ან პლასტიკური საბანკო ბარათებით.
10.2. დეტალური ინფორმაცია კომპანიასთან ანგარიშსწორების შესახებ ხელმისაწვდომია საიტის შესაბამის გვერდზე.

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0141