ლექსიკონის ინსტრუქცია | |
შინაარსი
ტექნიკური ინსტრუქცია
1. სისტემური მოთხოვნილებები
2. ინგლისური სიტყვის ძიება
3. ინგლისური შესიტყვების, ფრაზული ზმნის, ფრაზეოლოგიური ერთეულის ძიება
4. ქართული სიტყვის ძიება
5. ქართული შესიტყვების, ფრაზეოლოგიური ერთეულის ძიება
სიტყვა-სტატიის აგებულებისა და ლექსიკონით სარგებლობის შესახებ
1. მართლწერა
2. ტრანსკრიფცია
3. მნიშვნელობათა ნუმერაცია და სასვენი ნიშნები
4. სიტყვის გრამატიკული დახასიათება
4.1. არსებითი სახელი
4.2. ზედსართავი სახელი
4.3. ზმნიზედა
4.4. ზმნა
4.5. ნაცვალსახელი
4.6. რიცხვითი სახელი
4.7. წინდებული და კავშირი
4.8. აფიქსები
4.9. გრამატიკული კვალიფიკაციები
5. სხვა კვალიფიკაციები
5.1. დროისმიერი კვალიფიკაციები
5.2. სტილისტიკური კვალიფიკაციები
5.3. ადგილისმიერი კვალიფიკაციები
5.4. დარგობრივი კვალიფიკაციები
6. მითითებანი
7. თარგმანი
8. ლექსიკონში გამოყენებული სიმბოლური ნიშნები
9. ინგლისური შემოკლებანი
10. ქართული შემოკლებანი
ტექნიკური ინსტრუქცია
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონის საძიებო სისტემის მეშვეობით შესაძლებელია როგორც ინგლისური სიტყვების, შესიტყვებების, ფრაზული ზმნების, ფრაზეოლოგიური ერთეულების მოძიება, ასევე ქართული სიტყვების, შესიტყვებების, ფრაზეოლოგიური ერთეულების ძიება.
ლექსიკონი უპირატესად ინგლისურ-ქართულია, ვინაიდან მეთაურ სიტყვებად ინგლისური სიტყვები გვევლინება, მაგრამ პროგრამა ლექსიკონის მომხმარებელს ქართული მასალის მოძიების საშუალებასაც აძლევს.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ონლაინ-ლექსიკონის ტექნიკურ ინსტრუქციას, რათა მაქსიმალურად სრულად გამოიყენოთ მისი შესაძლებლობები.
↑ შინაარსი ↑
1. სისტემური მოთხოვნილებები
ონლაინ-ლექსიკონი წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნილებების მიხედვით შემუშავებულ ვებ-აპლიკაციას - კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში, ვებ-გვერდზე, ხოლო მომხმარებელი სარგებლობს ამ პროგრამით ვებ-ბრაუზერის მეშვეობით. შესაბამისად, ლექსიკონით სარგებლობა შესაძლებელია ინტერნეტ ქსელში ჩართული თითქმის ნებისმიერი კომპიუტერული მოწყობილობით, რომელიც სტანდარტული ქართულ და ინგლისურენოვანი ვებ-გვერდების სრულყოფილად გამოსახვისა და მათთან ინტერაქციის საშუალებას იძლევა.
ვებ-აპლიკაციის გამართული ფუნქციონირებისთვის რეკომენდებულია შემდეგი:
დამატებითი რეკომენდაციები: (არ არის სავალდებულო)
↑ შინაარსი ↑
2. ინგლისური სიტყვის ძიება
სასურველი ინგლისური სიტყვის მოსაძებნად, აკრიფეთ სიტყვა ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეში მოთავსებულ ძიების ველში და დააჭირეთ ღილაკს "ძიება". ლექსიკონი გამოიტანს ძიების შედეგებს - სიტყვებს მოკლე ანოტაციებით (სურათი 1).
სურათი 1
სიტყვა-სტატიის სრული ვერსიის სანახავად, შედეგებიდან აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო სიტყვა. ლექსიკონი გამოიტანს სიტყვა-სტატიის სრულ ვერსიას (სურათი 2).
სურათი 2
სასურველი სიტყვის მოძიებისთვის, სიტყვის სრულად აკრეფა არ არის აუცილებელი, საკმარისია აიკრიფოს სიტყვის პირველი რამდენიმე ასო. ძიების შედეგებში გამოჩნდება თქვენთვის სასურველი სიტყვაც (სურათი 3).
სურათი 3
ძიების ველში სიტყვის ორთოგრაფიული შეცდომით მითითების შემთხვევაში, ლექსიკონი შეძლებისდაგვარად შემოგთავაზებთ სიტყვის სწორ ორთოგრაფიულ ვარიანტს (სურათი 4).
სურათი 4
იმ შემთხვევაში, თუ სასურველი სიტყვის ძიებისას, ბევრი რელევანტური ან მსგავსი სიტყვა-სტატია მოიძებნება (სურათი 5), გამოიყენეთ "ზუსტი დამთხვევა". ძიების შედეგებში გამოჩნდება ზუსტად ის სიტყვა-სტატიები, რომელთაც თქვენ ეძებთ (სურათი 6).
სურათი 5
სურათი 6
↑ შინაარსი ↑
3.ინგლისური შესიტყვების, ფრაზული ზმნის, ფრაზეოლოგიური ერთეულის ძიება
ინგლისური შესიტყვების, ფრაზული ზმნის, ფრაზეოლოგიური ერთეულის ძიებისას აკრიფეთ სასურველი შესიტყვება ან ფრაზა ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებულ ძიების ველში. მონიშნეთ "მთელ ტექსტში" და "ზუსტი დამთხვევა" და დააჭირეთ ღილაკს "ძიება". ლექსიკონი გამოიტანს ძიების შედეგებს - სიტყვებს მოკლე ანოტაციებით (სურათი 7).
სურათი 7
სიტყვა-სტატიის სრული ვერსიის სანახავად, შედეგებიდან აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო სიტყვა. საძებნი შესიტყვება ან ფრაზა სიტყვა-სტატიაში ყვითელი მარკერით იქნება მონიშნული (სურათი 8).
სურათი 8
ხშირ შემთხვევაში ინგლისურ შესიტყვებას ან ფრაზას სინონიმური წევრი აქვს, ამიტომ შესიტყვების ან ფრაზეოლოგიური ერთეულის ძიებისას "ზუსტი დამთხვევის" გამოყენება ყოველთვის ვერ მოხერხდება. იმ შემთხვევაში, თუ ზუსტი დამთხვევით შედეგები არ იძებნება, ლექსიკონი შემოგთავაზებთ მოიძიოთ სასურველი ერთეული "ზუსტი დამთხვევის" გარეშე (სურათები 9, 10 და 11).
სურათი 9
სურათი 10
სურათი 11
↑ შინაარსი ↑
4.ქართული სიტყვის ძიება
ქართული სიტყვის ძიებისას გადაიყვანეთ კლავიატურა ქართულ ენაზე (საჭიროების შემთხვევაში მიჰყევით ქართული კლავიატურის ინსტალაციის ინსტრუქციას ან ისარგებლეთ ლექსიკონის ძიების ნაწილში მოთავსებული გადამრთველით). აკრიფეთ სასურველი სიტყვა ძიების ველში, მონიშნეთ "მთელ ტექსტში" და "ზუსტი დამთხვევა" და დააჭირეთ ღილაკს "ძიება" (სურათი 12).
ლექსიკონი გამოიტანს ძიების შედეგებს - ინგლისურ სიტყვებს, რომლებშიც საძიებო ქართული სიტყვაა გამოყენებული (სურათი 12).
სურათი 12
სიტყვა-სტატიის სრულ ვერსიაში თქვენთვის საინტერესო ქართული სიტყვა ყვითელი მარკერით იქნება მონიშნული (სურათი 13).
სურათი 13
↑ შინაარსი ↑
5.ქართული შესიტყვების, ფრაზეოლოგიური ერთეულის ძიება
ქართული შესიტყვების, ფრაზეოლოგიური ერთეულის ძიებისას გადაიყვანეთ კლავიატურა ქართულ ენაზე (საჭიროების შემთხვევაში მიჰყევით ქართული კლავიატურის ინსტალაციის ინსტრუქციას ან ისარგებლეთ ლექსიკონის ძიების ნაწილში მოთავსებული გადამრთველით), აკრიფეთ სასურველი შესიტყვება ან ფრაზა ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებულ ძიების ველში. მონიშნეთ "მთელ ტექსტში" და "ზუსტი დამთხვევა" და დააჭირეთ ღილაკს "ძიება" (სურათი 14).
ლექსიკონი გამოიტანს ძიების შედეგებს - ინგლისურ სიტყვებს, რომლებშიც მოცემული ქართული ფრაზა ან შესიტყვებაა გამოყენებული (სურათი 14).
სურათი 14
სიტყვა-სტატიის სრულ ვერსიაში თქვენთვის საინტერესო შესიტყვება ან ფრაზა სიტყვა-სტატიაში ყვითელი მარკერით იქნება მონიშნული (სურათი 15).
სურათი 15
ზოგ შემთხვევაში ქართულ შესიტყვებას ან ფრაზას სინონიმური წევრი აქვს, ამიტომ შესიტყვების ან ფრაზეოლოგიური ერთეულის ძიებისას "ზუსტი დამთხვევის" გამოყენება ყოველთვის ვერ მოხერხდება. იმ შემთხვევაში, თუ ზუსტი დამთხვევით შედეგები არ იძებნება, ლექსიკონი შემოგთავაზებთ მოიძიოთ სასურველი ერთეული "ზუსტი დამთხვევის" გარეშე (სურათები 16, 17 და 18).
სურათი 16
სურათი 17
სურათი 18
↑ შინაარსი ↑
სიტყვა-სტატიის აგებულებისა და ლექსიკონით სარგებლობის შესახებ
წინამდებარე ლექსიკონში დამოუკიდებელ სალექსიკონო ერთეულებად შედის: არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, ნაცვალსახელი, ზმნა, ზმნიზედა, კავშირი, ნაწილაკი, წინდებული, აფიქსი და შორისდებული.
↑ შინაარსი ↑
1. მართლწერა
ინგლისურ სიტყვას რიგ შემთხვევაში დაწერილობის რამდენიმე ვარიანტი აქვს
1.1. თუ ვარიანტები თანაბრად გავრცელებულია თანამედროვე ინგლისურში, მათ შორის წერია სიტყვა ან. მაგ.:
anecdotic ან anecdotical.
1.2. თუ ერთ-ერთი ვარიანტი ნაკლებადაა გავრცელებული, მას წინ უწერია სიტყვა აგრ. (აგრეთვე). მაგ.:
acaricide აგრ. acaracide.
1.3. თუ სიტყვის რამდენიმე მეორეული ვარიანტი თანაბრად იხმარება, მათ შორის პირველს წინ უწერია აგრ., შემდეგ კი - ან. მაგ.:
acaridan აგრ. acaridean ან acaridian.
1.4. თუ სიტყვის ვარიანტების დაწერილობა იმდენად განსხვავებულია, რომ შეუძლებელია მათი ერთ სიტყვა-სტატიაში გაერთიანება, ვარიანტი ცალკე სალექსიკონო ერთეულადაა გამოტანილი თავის ადგილას ანბანის მიხედვით თარგმანის გარეშე ძირეულ ვარიანტზე მითითებით. მაგ.:
loth [ləʊθ] = loath.
rime [raɪm] = rhyme.
1.5.1. თუ ამა თუ იმ მნიშვნელობით სიტყვა დიდი ასოთი იწყება, ქართულ თარგმანს წინ ფრჩხილებში უწერია მოცემული სიტყვა დიდი ასოთი. მაგ.:
lion ['laɪən] n 1. ზოოლ. ლომი (Felis leo); ... 3. (Lion) ლომი (თანავარსკვლავედი და ზოდიაქოს ნიშანი).
1.5.2. თუ სიტყვა დიდი ასოთი იწერება, ხოლო მისი ერთ-ერთი მნიშვნელობა პატარა ასოთი, ქართულ თარგმანს წინ ფრჩხილებში უწერია მოცემული სიტყვა პატარა ასოთი. მაგ.:
French ... 4. (french) კულინ. ფრანგული წესით მომზადება.
1.5.3. თუ ერთ-ერთი მნიშვნელობით სიტყვა დიდი ასოთი იწერება და ამავე დროს მას მრავლობითი რიცხვის ფორმა აქვს, ფრჩხილებში სიტყვა მრავლობითი რიცხვის ფორმითაა მოცემული. მაგ.:
dissenter ... 2. (Dissenters) pl დისენტერები.
↑ შინაარსი ↑
2. ტრანსკრიფცია
ვინაიდან ინგლისური სიტყვის წარმოთქმა უმეტესწილად განსხვავდება გრაფიკული გამოსახულებისაგან, თითოეულ სიტყვას ახლავს კვადრატულ ფრჩხილებში მოთავსებული ტრანსკრიფცია, რომელიც გადმოსცემს სიტყვის ჟღერადობას. სალექსიკონო სიტყვის წარმოთქმა მთლიანად ეყრდნობა სალიტერატურო ენის მიღებულ ნორმებს. ლექსიკონში შეტანილია სიტყვის წარმოთქმის ყველაზე გავრცელებული ვარიანტები. მაგ.:
abaca ['æbə'kɑ:, 'æbəkə]
თუკი სხვაობას ესა თუ ის დამატებითი კომპონენტი ქმნის, ტრანსკრიფციაში იგი მრგვალი ფრჩხილებით გამოიყოფა. მაგ.:
actinisation [æk͵tɪn(a)ɪ'zeɪʃ(ə)n], აღნიშნული ტრანსკრიფცია მოიცავს ვარიანტებს: [æk͵tɪnaɪ'zeɪʃən], [æk͵tɪnɪ 'zeɪʃn] და ა.შ.
ლექსიკონში სიტყვის წარმოთქმის გადმოსაცემად ძირითადად გამოყენებულია საერთაშორისო ფონეტიკური ასოციაციის მიერ შემუშავებული ფონეტიკური ნიშნები. შეცვლილია მხოლოდ რამდენიმე ხმოვნის აღნიშვნა: უკანა რიგის დაბალი აწეულობის ხმოვნისათვის, რომელიც ტრადიციულად [ɔ] ნიშნით აღინიშნება, შემოღებულია ტრანსკრიფციული ნიშანი [ɒ], უკანა რიგის მაღალი აწეულობის ხმოვნისათვის, რომელიც [u] ნიშნით აღინიშნება, შემოღებულია ნიშანი [ʊ], ხოლო შერეული რიგის გრძელი ხმოვნისათვის, რომელიც საერთაშორისო ფონეტიკური ასოციაციის ტრანსკრიფციის მიხედვით [ə:] ნიშნით აღინიშნება, შემოღებულია ნიშანი [ɜ:].
დასახელებულ ხმოვანთა ამგვარმა აღნიშვნამ (რასაც როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამართლებაც აქვს) მკვიდრად მოიკიდა ფეხი ლექსიკონების თანამედროვე გამოცემებში. ლინგვისტური თვალსაზრისით, სხვაობა ისეთ წყვილებს შორის, როგორიცაა:
cot [kɒt] - caught [kɔ:t]
pull [pʊl] - pool [pu:l]
commas ['kɒməz] - commerce ['kɒmɜ:s] და მისთ. დაპირისპირებულ ხმოვანთა თვისებრივ სხვაობას ეყრდნობა და არა რაოდენობრივს (ანუ სხვაობას სიგრძე-სიმოკლის მიხედვით). იგივე პრინციპია გატარებული ხმოვნების აღნიშვნისას დიფთონგებში. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს დიფთონგი əʊ, რომელიც ტრადიციულად აღინიშნება oʊ ნიშნებით. ამიტომ ინგლისურ ხმოვანთა სისტემის ათვისების გასაადვილებლად მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სხვადასხვა ფონემის განსხვავებული ნიშნებით გადმოცემა, კერძოდ ასე:
ɑ: |
ʌ |
aɪ |
ɪə |
ɔ: |
ɒ |
aʊ |
ɛə |
u: |
ʊ |
eɪ |
ʊə |
ɪ: |
ɪ |
ɔɪ |
|
ɜ: |
ə |
əʊ |
|
↑ შინაარსი ↑
3. მნიშვნელობათა ნუმერაცია და სასვენი ნიშნები
3.1. მსგავსი დაწერილობის, მაგრამ სრულიად განსხვავებული ლექსიკური მნიშვნელობის მქონე ომონიმური ფორმები მარჯვენა ზედა კუთხეში პატარა არაბული ციფრებითაა აღნიშნული. ნუმერაცია ასახავს სიტყვის მნიშვნელობათა იერარქიას.მაგ.:
bay1 [beɪ] n 1. უბე, ყურე; ...
bay2 [beɪ] n სლ. თეთრკანიანი.
3.2. კონვერსიით ნაწარმოები ფორმები, რომელნიც ერთი და იმავე ლექსიკური მნიშვნელობისანი არიან, მაგრამ სხვადასხვა მეტყველების ნაწილებს განეკუთვნებიან, რომაული ციფრებით აღინიშნება. მაგ.:
bay3 I [beɪ] n 1. ყეფა; ...
bay3 II [beɪ] v 1. ყეფა (ყეფს); ...
კონვერსიით ნაწარმოები სიტყვები შემდეგი თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი:
I |
n |
არსებითი სახელი |
|
V |
pron |
ნაცვალსახელი |
II |
a |
ზედსართავი სახელი |
|
VI |
prep |
წინდებული |
III |
adv |
ზმნიზედა |
|
VII |
cj |
კავშირი |
IV |
v |
ზმნა |
|
VIII |
int |
შორისდებული |
3.3. როგორც ცნობილია, პოლისემიური სიტყვის ცალკეული მნიშვნელობები, ლექსიკურ-სემანტიკური ვარიანტები თანაბარი ღირებულებისა არ არის. ყოველი პოლისემიური სიტყვის სტრუქტურაში გამოიყოფა "სემანტიკური ცენტრები", "მსხვილი" (ანუ ძირითადი) მნიშვნელობები, რომლებიც ლექსიკონში მუქი ციფრებითაა გამოყოფილი: 1., 2. და ა.შ. მოცემული "სემანტიკური ცენტრები" რიგ შემთხვევაში შეიცავს ქვემნიშვნელობებს, რომლებიც ლექსიკონში ფრჩხილიანი არაბული ციფრებითაა დანომრილი: 1), 2), 3) ... მაშასადამე, პოლისემიური სიტყვის სალექსიკონო სტატიაში ორმაგი ნუმერაციაა: 1. 1), 2), 3) ...
ფრაზეოლოგიური ერთეულის პოლისემიის შემთხვევები გამოყოფილია ქართული ანბანის ფრჩხილიანი ასოებით: ა), ბ), გ) ...
3.4. ინგლისური სიტყვის მნიშვნელობის სინონიმური თარგმანები მძიმით იმიჯნება, ხოლო აზრობრივ-სტილისტიკური თვალსაზრისით რამდენადმე განსხვავებული თარგმანები - წერტილ-მძიმით. მაგ.:
confabulation [kən͵fæbjʊ'leɪʃən] n მეგობრული საუბარი, მუსაიფი.
conductance [kən'dʌktəns] n ელექტროგამტარობა; გამტარობა.
წერტილ-მძიმით გამიჯნულია პოლისემიური სიტყვის ცალკეული მნიშვნელობებიც.
წერტილ-მძიმე დასმულია აგრეთვე მნიშვნელობის ქართული ეკვივალენტის შემდეგ - მაგალითის წინ. მაგ.:
confer [kən'fɜ:] v 1. ჩუქება (აჩუქებს), ბოძება, წყალობა; to confer a degree ...
↑ შინაარსი ↑
4. სიტყვის გრამატიკული დახასიათება
თითოეულ სალექსიკონო ერთეულს ახლავს გრამატიკული დახასიათება. კერძოდ, ნაჩვენებია, რომელი მეტყველების ნაწილია აღწერილი სალექსიკონო სტატიაში (n - noun არსებითი სახელი; v - verb ზმნა და სხვ.; იხ. ინგლისური შემოკლებანი). მეტყველების ნაწილის გრამატიკული კვალიფიკაცია უშუალოდ მოსდევს სიტყვის ტრანსკრიფციას. შემდეგ, ყოველ მეტყველების ნაწილს ერთვის სათანადო გრამატიკული დახასიათება.
↑ შინაარსი ↑
4.1. არსებითი სახელი
4.1.1. არსებით სახელთან ფრჩხილებში მიეთითება:
4.1.1.1. არაწესიერი წარმოების მრავლობითი რიცხვის ფორმები. მაგ.:
wife [waɪf] n (pl wives) ...
man [mæn] n (pl men) ...
4.1.1.2. უცხო სიტყვათა მრავლობითი რიცხვის ფორმები. მაგ.:
phenomenon [fɪ'nɒmɪnən] n (pl -mena) ...
4.1.1.2. იმ არსებით სახელთა მრავლობითი რიცხვის ფორმები, რომლებიც o-ზე მთავრდება. მაგ.:
potato [p(ə)'teɪtəʊ] n (pl -oes [-əʊz]) ...
4.1.2. თუ არსებითი სახელი მრავლობით რიცხვში ფორმას არ იცვლის, ეს ფრჩხილებში მიეთითება შემდეგნაირად:
sheep [ʃi:p] n (pl ფორმაუცვ.) ...
4.1.3. რთულ არსებით სახელებთან ფრჩხილებში მიეთითება იმ კომპონენტის მრავლობითი რიცხვის ფორმა, რომელსაც დაერთვის მრავლობითი რიცხვის ნიშანი, ან რომელიც იცვლის ფუძისეულ ხმოვანს. მაგ.:
mother-in-law ['mʌð(ə)rɪn͵lɔ:] n (pl mothers- ['mʌðəz-]) ...
Manxman ['mæŋksmən] n (pl -men [-mən]) ...
ზემოთ მითითებული ფორმებიდან ცალკე სალექსიკონო სტატიად, თავის ადგილას ანბანის მიხედვით, გამოტანილია 4.1.1.1. პუნქტში ჩამოთვლილი ფორმები, ხოლო 4.1.1.2. პუნქტიდან ცალკე გამოტანილია მხოლოდ ლათინური სიტყვების მრავლობითი რიცხვის ფორმები. ამ ფორმებს ახლავს სათანადო მითითება ძირეულ ფორმაზე. მაგ.:
wives [waɪvz] wife-ის pl.
phenomena [fɪ'nɒmɪnə] phenomenon-ის pl.
4.1.4. თუ არსებითი სახელი ერთ-ერთი მნიშვნელობით იხმარება მხოლოდ მრავლობით რიცხვში, აღნიშნულ მნიშვნელობასთან მითითებულია pl. მაგ.:
feature ['fi:tʃə] n 1. ... 4. ჩვეულ. pl. სახე, სახის გამომეტყველება.
4.1.5. თუ მრავლობითი რიცხვის ფორმა მთლიანად ლექსიკალიზებულია, ასეთ შემთხვევაში იგი გამოიყოფა ცალკე სალექსიკონო ერთეულად. მაგ.:
colours ['kʌləz] n 1. სამხ. დროშა ...
4.1.6. თუ არსებით სახელს ზმნა ოდენ მრავლობითში ან ოდენ მხოლოობითში შეეხამება, შესაბამისად მიეთითება:
bifocals [(')baɪ'fəʊkəlz] n ზმნ. მრ. რ. (იხამებს ზმნას მრავლობით რიცხვში) ...
physics ['fɪzɪks] n ზმნ. მხ. რ. (იხამებს ზმნას მხოლოობით რიცხვში) ...
4.1.7. თუ არსებითი სახელი იხამებს ზმნას როგორც მხოლოობით, ისე მრავლობით რიცხვში, შესაბამისად მიეთითება:
works2 [wɜ:ks] ზმნ. მხ. და მრ. რ. (იხამებს ზმნას მხოლოობით და მრავლობით რიცხვში) ...
4.1.8. თუ არსებითი სახელი ამა თუ იმ მნიშვნელობით მხოლოდ არტიკლთან ერთად იხმარება, ფრჩხილებში შესაბამისად მიეთითება განსაზღვრული ან განუსაზღვრელი არტიკლი. მაგ.:
blue [blu:] n ... 4. (the blue) ცა, ზეცა.
4.1.9. თუ არსებითი სახელი განსაზღვრების ფუნქციას ასრულებს, მისი ატრიბუტული ხმარების ნიმუშების წინ შესაბამისი არსებითი სახელის სიტყვა-სტატიაში დაისმება ნიშანი ⌇. მაგ.:
art1 ... ⌇ art critic ხელოვნებათმცოდნე; art director დამდგმელი მხატვარი; ფილმის და მისთ. მხატვარი.
↑ შინაარსი ↑
4.2. ზედსართავი სახელი
4.2.1. ზედსართავ სახელებს ფრჩხილებში მიეთითებათ არაწესიერი წარმოების ხარისხის ფორმები. შედარებითი და აღმატებითი ხარისხის ფორმები წერტილ-მძიმით გამოიყოფა. მაგ.:
bad1 I [bæd] a (worse; worst) ...
4.2.2. თუ შედარებითი და აღმატებითი ხარისხის ფორმებს რამდენიმე ვარიანტი აქვს, ისინი ერთმანეთს მძიმით ემიჯნება. მაგ.:
far I [fɑ:] a (farther, further; farthest, furthest)
4.2.3. აღნიშნული ხარისხის ფორმები გამოტანილია ცალკე სალექსიკონო ერთეულებად თავის ადგილას ანბანის მიხედვით, სათანადო მითითებებით ძირეულ ფორმაზე. მაგ.:
worse I [wɜ:s] a 1. bad1 I-ის compar.
4.2.4. თუ ზედსართავი სახელი ამა თუ იმ მნიშვნელობით წინადადებაში მხოლოდ პრედიკატივის ფუნქციას ასრულებს, ეს აღინიშნება აბრევიატურით predic (predicative): მაგ.:
afraid [ə'freɪd] predic a ...
↑ შინაარსი ↑
4.3. ზმნიზედა
4.3.1. ზმნისართებს ფრჩხილებში მიეთითებათ არაწესიერი წარმოების ხარისხის ფორმები. შედარებითი და აღმატებითი ხარისხის ფორმები წერტილ-მძიმითაა გამიჯნული. მაგ.:
well2 III [wel] adv (better; best) ...
4.3.2. თუ შედარებითი და აღმატებითი ხარისხის ფორმებს რამდენიმე ვარიანტი აქვს, ისინი ერთმანეთისაგან მძიმით გამოიყოფა. მაგ.:
far II [fɑ:] adv (farther, further; farthest, furthest) ...
4.3.3. აღნიშნული ხარისხის ფორმები გამოტანილია ცალკე სალექსიკონო ერთეულებად თავის ადგილას ანბანის მიხედვით, სათანადო მითითებებით ძირეულ ფორმაზე. მაგ.:
better2 II ['betə] adv well2 III-ის compar.
↑ შინაარსი ↑
4.4. ზმნა
4.4.1. ზმნას ფრჩხილებში მიეთითება არაწესიერი წარმოების ნამყო განუსაზღვრელისა და ნამყო დროის მიმღეობის ფორმები. ეს ფორმები ერთმანეთისაგან წერტილ-მძიმითაა გამიჯნული. მაგ.:
go II [gəʊ] v (went; gone) ...
თუ ნამყო განუსაზღვრელისა და ნამყოს მიმღეობის ფორმები ერთმანეთს ემთხვევა, ფრჩხილებში მხოლოდ ერთი ფორმაა მოყვანილი. მაგ.:
shine ['ʃaɪn] v (shone) ...
თუ ნამყო განუსაზღვრელისა და ნამყოს მიმღეობის ფორმებს რამდენიმე ვარიანტი აქვს, ისინი ერთმანეთისაგან მძიმითაა გამიჯნული. მაგ.:
cleave2 [kli:v] v (clove, cleft, cleaved, clave; cloven, cleft, cleaved, clove) ...
რიგ შემთხვევაში ფრჩხილებში მიეთითებათ ნამყო განუსაზღვრელისა და ნამყოს მიმღეობის არქაული, პოეტური, დიალექტური და ამერიკული ფორმები. მაგ.:
to get II [get] v (got; ამერ., არქ. p.p. აგრ. gotten) ...
არაწესიერი წარმოების ნამყო სრულისა და ნამყოს მიმღეობის ფორმები გამოტანილია ცალკე სალექსიკონო ერთეულად თავის ადგილას ანბანის მიხედვით, სათანადო მითითებით ძირეულ ფორმაზე. მაგ.:
went [went] go II-ის past.
gotten2 [gɒtn] ამერ., არქ. get II-ის p.p.
ცალკე სალექსიკონო ერთეულადაა გამოტანილი თავის ადგილას ანბანის მიხედვით to be, to have, to do, აგრეთვე - მოდალური ზმნების ყველა ფორმა სათანადო მითითებით ძირეულ ფორმაზე. მაგ.:
am [æm (სრული ფორმა); əm, m (რედუცირებული ფორმა)] ზმნა to be-ს აწმყო დროის I პ. მხ. რ.
ეს ფორმები მითითებულია ზმნის ძირითად ფორმასთანაც. მაგ.:
be [bi: (სრული ფორმა); bɪ (რედუცირებული ფორმა)] v (მხ. რ. was, მრ. რ. were; been; აწმყო დრო I პ. მხ. რ. am, III პ. მხ. რ. is, II პ. მხ. რ. და I, II, III პ. მრ. რ. are; არქ. II პ. მხ. რ. აწმყო დრო art)...
4.4.2. თუ ზმნის ერთ-ერთი მნიშვნელობა მუდამ წინდებულთან ან წინდებულებთან იხმარება, სათანადო მნიშვნელობასთან ფრჩხილებში მიეთითება წინდებულები. მაგ.:
account II [ə'kaʊnt] v 1. (for) ...
4.4.3. თუ ზმნა შეიძლება იხმარებოდეს როგორც ზმნისართულ ნაწილაკთან ერთად, ისე მის გარეშეც, ეს ფრჩხილებში შემდეგნაირად არის მითითებული:
besom II ['bi:zəm] v დაგვა (აგრ. besom away, besom out).
4.4.4. თუ ზმნა რეფლექსურად (უკუქცევითად) იხმარება, ასეთი შემთხვევები ორწერტილით გამოიყოფა. მაგ.:
nerve II [nɜ:v] v ... 2) : to nerve oneself to a task ...
4.4.5. თუ ზმნა ერთ-ერთი მნიშვნელობით უპირატესად ამა თუ იმ ფორმით იხმარება (მაგ.: ვნებითი, ნამყო მიმღეობა და სხვა), მოცემულ მნიშვნელობასთან შესაბამისად მიეთითება: უპირატ. pass, ჩვეულ. pass, ხშ. p.p. და ა.შ.
↑ შინაარსი ↑
4.5. ნაცვალსახელი
4.5.1. ნაცვალსახელთან, გრამატიკული კატეგორიის კვალიფიკაციის გარდა, მითითებულია ნაცვალსახელის ჯგუფი (pers, poss და სხვ. იხ. ქართული შემოკლებანი). პირის ნაცვალსახელთან გრამატიკული კვალიფიკაციის შემდეგ ფრჩხილებში მითითებულია ობიექტური ბრუნვის ფორმაც. მაგ.:
he1 [hi: (სრული ფორმა); i:, hɪ, ɪ (რედუცირებული ფორმები)] pers pron (him) 1. ...
4.5.2. ობიექტური ბრუნვის ფორმები გამოტანილია ცალკე სალექსიკონო ერთეულებად თავის ადგილას ანბანის მიხედვით, სათანადო მითითებით ძირეულ ფორმაზე. მაგ.:
him [hɪm (სრული ფორმა); ɪm (რედუცირებული ფორმა)] pers pron 1. he11-ის obj.
4.5.3. კუთვნილებით ნაცვალსახელს კი ფრჩხილებში მიეთითება აბსოლუტური ფორმა. მაგ.:
my [maɪ] poss pron (mine) ...
4.5.4. კუთვნილებითი ნაცვალსახელის აბსოლუტური ფორმა გამოტანილია ცალკე სალექსიკონო ერთეულად თავის ადგილას ანბანის მიხედვით, შესაბამისი მითითებით ძირეულ ფორმაზე. მაგ.:
mine1 [maɪn] poss pron 1. my 1-ის abs ...
↑ შინაარსი ↑
4.6. რიცხვითი სახელი
ლექსიკონში რიცხვითი სახელის კატეგორია არ არის წარმოდგენილი. ჩვენ ვიზიარებთ თანამედროვე ინგლისური ენის განმარტებით ლექსიკონებსა და გრამატიკულ შრომებში ასახულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც რიცხვითი სახელი არსებითი სახელის, ზედსართავი სახელის ან ნაცვალსახელის კატეგორიას მიეკუთვნება.
↑ შინაარსი ↑
4.7. წინდებული და კავშირი
წინდებულისა და კავშირის სალექსიკონო სტატიაში დაწვრილებითაა აღწერილი მათი ფუნქციები. კავშირის სალექსიკონო სტატიაში რომაული ციფრებით გამოიყოფა კავშირის ტიპები.
↑ შინაარსი ↑
4.8. აფიქსები
პრეფიქსებისა და სუფიქსების სალექსიკონო სტატიაში, მათი სემანტიკის აღწერის გარდა, მითითებულია რამდენად პროდუქტიულია ესა თუ ის პრეფიქსი ან სუფიქსი. ლექსიკონი განასხვავებს მაღალპროდუქტიულ, პროდუქტიულ და არაპროდუქტიულ აფიქსებს.
4.8.1. აფიქსის მაღალპროდუქტიულობა ასე აღინიშნება: აწარმოებს ... -ს. მაგ.:
be1- [bɪ-] pref I აწარმოებს 1. გარდამავალ ზმნებს არსებითი სახელის ფუძიდან... bebelt...
4.8.2. აფიქსის პროდუქტიულობა ასე აღინიშნება: გვხვდება ... -ში. მაგ.:
be1- [bɪ-] II გვხვდება 1. სახელის ფუძიდან ნაწარმოებ გარდამავალ ზმნებში ... becalm...
4.8.3. თუ აფიქსი არაპროდუქტიულია, მაგრამ ადვილად გამოიყოფა ამა თუ იმ სიტყვის სტრუქტურაში, მაშინ დაიწერება: გამოიყოფა ... -ში. მაგ.:
be2- [bɪ-] pref გამოიყოფა არსებითი სახელის ფუძიდან ნაწარმოებ ზოგიერთ ზმნაში ... behead ...
თუ ერთი და იგივე აფიქსი ერთ შემთხვევაში მაღალპროდუქტიულია, ხოლო მეორე შემთხვევაში - პროდუქტიული ან არაპროდუქტიული, ასეთ შემთხვევებს შესაბამისად რომაული ნუმერაციით ვმიჯნავთ: I, II, III.
↑ შინაარსი ↑
4.9. გრამატიკული კვალიფიკაციები: არსებ. მნიშვნ., ზედს. მნიშვნ., შორისდ. მნიშვნ. და სხვ.
მიუთითებს სიტყვის თანდათანობით გადასვლას ერთი მეტყველების ნაწილიდან მეორეში. მაგ.:
bay5 [beɪ] a 1. წაბლისფერი; 2. არსებ. მნიშვნ. წაბლა ცხენი.
აღნიშნული გრამატიკული კვალიფიკაცია უჩვენებს, რომ ეს პროცესი (ერთი მეტყველების ნაწილიდან მეორეში გადასვლა) ჯერ არ დამთავრებულა და სიტყვას ჯერ არ შეუძენია ახალი მეტყველების ნაწილისათვის დამახასიათებელი ყველა გრამატიკული მახასიათებელი, მაგ., არსებითი სახელის შემთხვევაში - მრავლობითი რიცხვი, კუთვნილებითი ბრუნვა და სხვა.
↑ შინაარსი ↑
5. სხვა კვალიფიკაციები
გრამატიკული კვალიფიკაციების გარდა, ინგლისური ენის ლექსიკის ერთ ნაწილს, რომელსაც შეზღუდული ლექსიკური მნიშვნელობა აქვს და ნებისმიერ კონტექსტში არ იხმარება, ახლავს სხვა კვალიფიკაციებიც, - ძირითადად, ოთხი სახისა:
1. დროისმიერი კვალიფიკაციები (temporal labels);
2. სტილისტიკური კვალიფიკაციები (stylistic labels);
3. ადგილისმიერი კვალიფიკაციები (regional labels);
4. დარგობრივი კვალიფიკაციები (subject labels).
5.1. დროისმიერი კვალიფიკაციები. დროისმიერი კვალიფიკაცია მოძველებული, მოძვ. (obsolete, obs.) მიუთითებს, რომ მოცემული სიტყვა თანამედროვე ინგლისურში აღარ იხმარება. კვალიფიკაცია მოძვ. არის სიტყვის კვალიფიკაცია და არა იმ საგნის ან მოვლენისა, რომელიც მოცემული სიტყვითაა აღნიშნული.
დროისმიერი კვალიფიკაცია არქაული, არქ. (archaic, arch.) მიუთითებს, რომ მოცემული სიტყვა იხმარება თანამედროვე ინგლისურში, მაგრამ დღესდღეობით შემორჩენილია მხოლოდ თითო-ოროლა ან სპეციალურ კონტექსტებში. დროისმიერი კვალიფიკაცია არქ. ასევე სიტყვის კვალიფიკაციაა და არა იმ საგნისა ან მოვლენისა, რომელიც მოცემული სიტყვითაა აღნიშნული.
5.2. სტილისტიკური კვალიფიკაციები. როგორც ცნობილია, ენა მუდმივ ევოლუციას განიცდის. ის სტილისტიკური კვალიფიკაციები, რაც დღეს ეძლევა ინგლისურ სიტყვებს, დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. მეორეს მხრივ, წინამდებარე ლექსიკონი ორენოვანია და სტილისტიკური კვალიფიკაციების მითითებაც - აუცილებელი. ლექსიკონში წარმოდგენილია უფრო ზოგადი კვალიფიკაციები, რომელთა დადგენისას უპირატესად ვეყრდნობოდით თანამედროვე ლექსიკონებს (იხ. ლექსიკოგრაფიული წყაროების ნუსხა ვებ-გვერდზე margaliti.ge).
ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში გამოყენებულია შემდეგი სტილისტიკური კვალიფიკაციები:
წიგნური, წიგნ. (bookish, formal);
სასაუბრო, საუბ. (colloquial, informal);
სლენგი, სლ. (slang);
ვულგარული, ვულგ. (vulgar, obscene);
დამცრობითი, დამცრ. (derogatory);
და ა.შ. (იხ. ქართული შემოკლებანი).
5.3. ადგილისმიერი კვალიფიკაციები. ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში გამოყენებულია შემდეგი ადგილისმიერი კვალიფიკაციები:
ბრიტანული ინგლისური, ბრიტ. (British English);
ამერიკული ინგლისური, ამერ. (American English);
ავსტრალიური, ავსტრალ. (Australian);
და სხვა (იხ. ქართული შემოკლებანი).
5.4. დარგობრივი კვალიფიკაციები. ლექსიკონში გამოყენებულია შემდეგი დარგობრივი კვალიფიკაციები: ზოოლოგიური (ზოოლ.), მათემატიკური (მათ.), მუსიკალური (მუს.), ტექნიკური (ტექ.), და სხვ. (იხ. ქართული შემოკლებანი).
↑ შინაარსი ↑
6. მითითებანი
ინგლისური სიტყვა ან მისი რომელიმე მნიშვნელობა ლექსიკონში ყოველთვის არაა ნათარგმნი. ასეთ სიტყვას ან მნიშვნელობას ახლავს შესაბამისი მითითება მეორე სიტყვაზე ან მის ამა თუ იმ მნიშვნელობაზე.
6.1. ორთოგრაფიულ ვარიანტებს ფონეტიკური ტრანსკრიფციის შემდეგ დაესმის ტოლობის ნიშანი. მაგ.:
ancle ['æŋkl] = ankle (იხ. მართლწერა).
6.2. ტოლობის ნიშანი დაისმის აგრეთვე ინგლისური სიტყვის ამერიკული ვარიანტის წინ, რომელიც ცალკე სალექსიკონო ერთეულადაა გამოტანილი და ახლავს კვალიფიკაცია ამერ. მაგ.:
labor ['leɪbə] ამერ. = labour.
color ['kʌlə] ამერ. = colour.
6.3. ტოლობის ნიშანი წინ უძღვის მოძველებულ, ნაკლებად ხმარებულ, დიალექტურ ვარიანტებსაც, რომელთაც დაერთვის სათანადო კვალიფიკაციები. მაგ.:
antiquist [æn'ti:kwist] მოძვ. = antiquary.
sublunar [sʌb'lu:nə] იშვ. = sublunary II.
6.4.ტოლობის ნიშანი არ აერთებს სტილისტიკურ ვარიანტებს. მაგ.:
bed-sit ან bed-sitter ['bedsɪt, -͵sɪtə] საუბ. იხ. bed-sitting-room.
6.5.თუ ერთი ფუძისგან კონვერსიით ნაწარმოები რამდენიმე სიტყვა საჭიროებს იდენტურ განმარტებას, განიმარტება მხოლოდ პირველი სიტყვა, სხვები კი განუმარტავად გაიგზავნება მოცემულ სიტყვასთან. მაგ.:
sconce4 I [skɒns] n მოძვ. 1. 1) ჯარიმა (ჩვეულ. კათხა ლუდი) წესრიგის დარღვევისათვის (ოქსფორდის უნივერსიტეტის სასადილოში) ...
sconce4 II [skɒns] v მოძვ. დაჯარიმება (˂და˃აჯარიმებს) [იხ. sconce4 1 1)] …
6.6.შემოკლებული სასაუბრო ფორმები ლექსიკონში შემდეგნაირად აღინიშნება:
he'll [hi:l] he well-ის საუბ. შემოკლ.
I'd [aɪd] I had, I should და I would-ის საუბ. შემოკლ.
↑ შინაარსი ↑
7. თარგმანი
7.1. ინგლისური სიტყვის თარგმნისას შემდგენლების მიზანი, ცხადია, იყო მაქსიმალურად ზუსტი ქართული ეკვივალენტის დაძებნა. ამგვარი ზუსტი ეკვივალენტის არარსებობის შემთხვევაში ინგლისური სიტყვა რამდენიმე ქართული სინონიმური ვარიანტითაა გადმოღებული. რიგ შემთხვევაში ინგლისური სიტყვის მნიშვნელობა ბოლომდე მხოლოდ საილუსტრაციო მასალაშია გახსნილი. ინგლისური სიტყვების თარგმნისას შეძლებისდაგვარად აცილებულია დიალექტური ან მკაფიოდ გამოხატული ნაციონალური ელფერის მქონე სიტყვების ხმარება. თუ ამგვარი სიტყვები მაინც გვხვდება აქა-იქ, მათ პირველ ეკვივალენტად ნეიტრალური მნიშვნელობის მქონე სინონიმი მიეთითებათ.
7.2. როცა სიტყვა ღია სემანტიკისაა და დაზუსტებას საჭიროებს, კერძოდ, საჭიროა დაკონკრეტდეს, რა შემთხვევაში იხმარება მოცემული სიტყვა, რის შესახებ ითქმის იგი და ა.შ., ფრჩხილებში კურსივით მიეთითება ამგვარი დაზუსტება, ანუ მუდმივი სანომინაციო კონტექსტი. მაგ.:
manure II [mə'njʊə] v 1. სასუქის დაყრა (სასუქს აყრის), დანაკელება, გაპატივება (მიწისა); 2. არქ. 1) დამუშავება (ნიადაგისა); 2) ვარჯიში, წვრთნა (გონებისა).
blunt II [blʌnt] a 1. ... 2. ბუნდოვანი, მიძინებული (ითქმის გრძნობების და მისთ. შესახებ)
7.3. პრევერბები არასრულ კუთხოვან ფრჩხილებშია ˂ ˃ მოთავსებული, როცა მათი მოცილება შესაძლებელია. მაგრამ თუ პრევერბი აუცილებელია, - მის გარეშე ფუძე გაუგებარია, მაშინ პრევერბი უფრჩხილებოდ ერწყმის ზმნურ ფორმას (მაგ.: ˂გა˃კეთება, მაგრამ წაღება).
7.4. თუ სალექსიკონო ერთეული ინგლისურ რეალიას გამოხატავს და ქართულში მას შესატყვისი არ მოეპოვება, ამ შემთხვევაში იგი ან სიტყვასიტყვით ითარგმნება (მაგ.: exempt class ამერ. თავისუფალი კლასი, ან exempt monastery ისტ. თავისუფალი მონასტერი) ფრჩხილებში მოცემული მოკლე განმარტებითურთ, ან ინგლისური სიტყვა ქართულადაა ტრანსლიტერირებული, განმარტება კი ფრჩხილებშია მითითებული. მაგ.:
Hilary ['hɪlərɪ] ჰილარი (სემესტრი, რომელიც შობას იწყება და აღდგომამდე გრძელდება ოქსფორდსა და დუბლინში).
7.5. უცხო (საერთაშორისო) სიტყვები არ განიმარტება. მაგრამ რიგ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი ამგვარი სიტყვა გაუგებარია საშუალო ინტელიგენტისათვის, მას ერთვის მოკლე განმარტება. მაგ.:
Maquis ['mɑ:ki:] n (pl ფორმაუცვ.) ფრანგ. 1. მაკი (მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების წინააღმდეგ მებრძოლი ფრანგი პარტიზანი); ...
7.6.სინონიმური მნიშვნელობები ინგლისურ ნაწილში წილადის ხაზით იმიჯნება და ქართულად არ ითარგმნება. მაგ.:
primary / fundamental, simple / colours ძირითადი ფერები.
ასევე, თუ ქართულ ნაწილში ერთ-ერთ წევრს სინონიმი მოეპოვება, მეორე კი უცვლელია, სინონიმები წილადის ხაზით იმიჯნება. მაგ.: ბრძანების / განკარგულების გაცემა.
7.7. კვადრატულ ფრჩხილებში მოთავსებულია არასინონიმური ვარიანტები, რომლებიც ითარგმნება. მაგ.:
bright [dark, pale, warm, dull, faded] colours ხასხასა / მკვეთრი [მუქი, ღია, ნაზი, მკრთალი, მქრქალი / გამოხუნებული] ფერები.
7.8. ინგლისური ზმნა ლექსიკონში ინფინიტივის ფორმითაა მოცემული. ქართულად იგი მასდარით, საწყისით არის გადმოცემული. ვინაიდან ქართული საწყისი ყოველთვის ვერ გვაძლევს ინგლისური ზმნის კატეგორიალურ დახასიათებას, ამიტომ საწყისს ფრჩხილებში მიეთითება სათანადო ზმნის აწმყოს ან მყოფადის (ასპექტის წარმოების პოტენციის მიხედვით) მხოლოობითი რიცხვის მესამე პირის ფორმა. ასეთი არჩევანი განაპირობა იმან, რომ ეს ფორმები მაქსიმალური მორფოლოგიური ინფორმაციის შემცველია (ასპექტი, ქცევა, გვარი). ამასთან, თუ ინგლისური ზმნის მნიშვნელობა ქართულად სინონიმური რიგითაა გადმოცემული, პირიანი ფორმა მიეთითება მხოლოდ პირველ სინონიმს. მაგ.:
favour [feɪvə] v 1. ... 2) ხელის შეწყობა (ხელს ˂შე˃უწყობს), ხელის გამართვა, დახმარება, მხარის დაჭერა.
გამონაკლისი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სინონიმური რიგის რომელიმე წევრის საწყისი ფორმა არ ხსნის კარგად ზმნის სემანტიკას და მისი დაზუსტება პირიან ფორმას საჭიროებს. მაგ.:
hold [həʊld] v 1. დაჭერა (უჭირავს), დაკავება (უკავია)...
7.9. ინგლისური ინფინიტივის ქართულად საწყისით გადმოტანა ყოველთვის ვერ ხერხდება. ზოგჯერ საწყისი ქართულად ხელოვნურად ჟღერს. ასეთ შემთხვევაში ინგლისური ინფინიტივი ქართულად პირიანი ფორმითაა გადმოღებული და ერთვის პირობითი ნიშანი ʘ. მაგ.:
come [kʌm] v 1. ... 4. 1) ... 2) ʘ უდრის, შეადგენს; his earnings come to £ 1000 a year მისი შემოსავალი წელიწადში 1000 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
7.10. თუ ინგლისური ზმნა იხმარება როგორც გარდაუვალი, ისე გარდამავალი მნიშვნელობით, ქართულ ეკვივალენტში ორივე ფორმაა წარმოდგენილი. ისინი გამიჯნულია წერტილ-მძიმით. მაგ.:
fight ბრძოლა (ებრძვის; იბრძვის).
7.11. ინგლისური ზმნა დიდი პოლისემიურობით გამოირჩევა. მისი მნიშვნელობები არ არის ერთი სტატუსისა. ლექსიკონში რომაული ნუმერაციით გამოყოფილია ზმნის ლექსიკურ-სემანტიკური ვარიანტების სამი ჯგუფი: I - თავისუფალი მნიშვნელობები; II - ლექსიკურად (IIა) ან სინტაქსურად (IIბ) განპირობებული მნიშვნელობები; III - ზმნის დესემანტიზებული მნიშვნელობები. III ჯგუფი ორ - ა და ბ ქვეჯგუფს მოიცავს: III ა ქვეჯგუფი აერთიანებს ნაწილობრივ დესემანტიზებულ მნიშვნელობებს, III ბ კი - ზმნის მთლიანად დესემანტიზებულ მნიშვნელობებს, როცა ზმნა გრამატიკულ ფორმანტადაა ქცეული.
7.12.ინგლისური მიმღეობა თარგმანში ძირითადად მიმღეობითვეა გადმოტანილი. მაგრამ თუ ქართული ეკვივალენტი ხელოვნურია, მას ენაცვლება ჰიპოტაქსური კონსტრუქცია (რომ + ზმნის პირიანი ფორმა). მაგ.:
benighted სადმე რომ შემოაღამდება.
7.13. იდიომების თარგმნისას შეძლებისდაგვარად დაძებნილია ის ქართული შესატყვისი, რომელშიც დედნის ხატოვანება შენარჩუნებული იქნებოდა. თუ ქართული შესატყვისი ლექსიკურად განსხვავდება ინგლისური იდიომისაგან, მათ შორის მიახლოებითი ტოლობის ნიშანი დაისმის. მაგ.:
to be as cross as a bear with a sorehead ≅ ცოფებს ჰყრის, თვალებიდან ცეცხლს აკვესებს;
to sell a bearskin before you've killed the bear ≅ ცაში წერო მიფრინავდა, დაბლა თლიდნენ შამფურსაო;
სადაც შესაძლებელია, ინგლისური იდიომი ნათარგმნია და შემდეგ ≅ ნიშნით მითითებულია ქართული ეკვივალენტი, რომელიც ლექსიკურად განსხვავდება ინგლისური იდიომისაგან. მაგ.:
feast today and fast tomorrow დღეს ქეიფი და ხვალ მარხვა; ≅ მთელ დღესა მოქეიფესა არა დარჩა რა ვახშმადა.
7.14. ბუნებრივია, რაც უფრო მეტი საილუსტრაციო მასალაა ლექსიკონში მოყვანილი, მით უფრო სრულფასოვანია იგი. მეორე მხრივ, მოვერიდეთ ლექსიკონის მეტისმეტად გადატვირთვას მაგალითებით. გამოვყოფთ რამდენიმე შემთხვევას, როდესაც საილუსტრაციო მასალის მოყვანა აუცილებლად მივიჩნიეთ.
7.14.1. ინგლისური სიტყვის მნიშვნელობის თარგმნა სხვადასხვა შესიტყვებებში ან კონტექსტებში, ქართულად სხვადასხვაგვარ თარგმანს მოითხოვს. მაგ.:
mar [mɑ:] v 1. დაზიანება (აზიანებს), გაფუჭება, დამახინჯება; serious defects mar his work სერიოზულ ნაკლოვანებათა გამო მისი ნაშრომი ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს; nothing marred our happiness ჩვენს ბედნიერებას ჩრდილს არაფერი აყენებდა; to mar one's joy სიხარულის ჩამწარება; small-pox marred her face ყვავილმა სახე დაუმახინჯა.
7.14.2. ინგლისური სიტყვის მნიშვნელობა ქართულად რამდენიმე სინონიმითაა გადმოცემული და ყოველი ცალკეული შესიტყვება ქართულად ერთ კონკრეტულ სინონიმს საჭიროებს. მაგ.:
infallible ... 3. გარდ[ა]უვალი, უეჭველი, უტყუარი, უდავო, უცილობელი; infallible rule გარდაუვალი კანონი; infallible proof უდავო მტკიცება; infallible success უცილობელი წარმატება; his accent is an almost infallible index of his family background and education მისი გამოთქმა მისი წარმომავლობის და განათლების უტყუარი მაჩვენებელია.
inexpugnable ... მიუდგომელი, მიუვალი, დაუძლეველი; inexpugnable walls მიუდგომელი კედლები; inexpugnable desire დაუძლეველი სურვილი.
7.14.3. სიტყვის მნიშვნელობა ბოლომდე მხოლოდ საილუსტრაციო მასალაში იხსნება. მაგ.:
come ... 8. გამოსვლა (გამოვა, გამოუვა); nothing came of the matter ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა; no good will come of it ეს კარგს არაფერს მოიტანს; 9. to come to do smth. ამა თუ იმ მოქმედების დაწყება; to come to love smb. ვისიმე შეყვარება და სხვ.
7.15. სიტყვა-სტატიაში ძირითადი მნიშვნელობების შემდეგ, ბოლოში მითითებულია ტერმინოლოგიური ხასიათის მნიშვნელობები.
↑ შინაარსი ↑
8. ლექსიკონში გამოყენებული სიმბოლური ნიშნები
⌇ |
|
აღნიშნავს არსებითი სახელის ატრიბუტული ხმარების შემთხვევებს. |
▭ |
|
აღნიშნავს ზმნის ხმარებას ზმნისართულ ნაწილაკებთან. |
◇ |
|
აღნიშნავს ფრაზეოლოგიურ ერთეულებს, ანდაზებსა და მისთ. |
= |
|
დაისმის: ა) ორთოგრაფიულ ვარიანტებთან, აგრეთვე ერთი სტილისტიკური შრის სიტყვებს შორის, ბ) წონის, ზომისა და მისთ. სხვადასხვა სისტემების ერთეულების შედარებისას. |
≅ |
|
დაისმის მაშინ, როდესაც ინგლისურ და ქართულ ნაწილს შორის არ არის სრული ლექსიკური ან სტილისტიკური იგივეობა. |
ʘ |
|
დაისმის მაშინ, როდესაც ინგლისურ და ქართულ ნაწილებს შორის არ არის სრული გრამატიკული იგივეობა, ინგლისური ზმნის ინფინიტივი ქართულად პირიანი ფორმითაა თარგმნილი. |
↑ შინაარსი ↑
9. ინგლისური შემოკლებანი
a | adjective | ზედსართავი სახელი |
abs. | absolute | აბსოლუტური ფორმა (კუთვნილებითი ნაცვალსახელისა) |
adv | adverb | ზმნიზედა |
aux | auxiliary | მეშველი ზმნა |
cj | conjunction | კავშირი |
compar | comparative degree | შედარებითი ხარისხი |
conj | conjunctive | მაჯგუფებელი (კავშირი) |
coord | coordinative | მაერთებელი (კავშირი) |
corr | correlative | კორელაციური |
demonstr | demonstrative | ჩვენებითი |
emph | emphatic | გამაძლიერებელი, ემფატიკური |
etc | et cetera | და ა.შ. |
imp | imperative | ბრძანებითი |
impers | impersonal | უპირო |
indef | indefinite | განუსაზღვრელი |
inf | infinitive | ზმნის უპირო ფორმა, ინფინიტივი |
int | interjection | შორისდებული |
inter | interrogative | კითხვითი |
Mt | mountain | მთა |
n | noun | არსებითი სახელი |
nom | nominative | სახელობითი (ბრუნვა) |
obj | objective | ობიექტური ბრუნვა (პირის ნაცვალ-სახელისა) |
p.p. | past participle | ნამყო დროის მიმღეობა |
part | particle | ნაწილაკი |
pass | passive | ვნებითი (გვარი), პასივი |
perf | perfect | პერფექტი |
pers | personal | პირის, პირიანი |
phr adv | phrase adverb | შედგენილი ზმნიზედა |
phr cj | phrase conjunction | შედგენილი კავშირი |
phr prep | phrase preposition | შედგენილი წინდე-ბული |
pl | plural | მრავლობითი რიცხვი |
poss | possessive | კუთვნილებითი |
predic | predicative | პრედიკატული ხმარება |
pref | prefix | პრეფიქსი |
prep | preposition | წინდებული |
pres perf | present perfect | აწმყო სრული დრო |
pres.p. | present participle | აწმყო დროის მიმღეობა |
pron | pronoun | ნაცვალსახელი |
recipr | reciprocal | ურთიერთობითი |
refl | reflexive | უკუქცევითი |
rel | relative | მიმართებითი |
sing | singular | მხოლოობითი რიცხვი |
St | Saint | წმინდა |
suff | suffix | სუფიქსი |
superl | superlative degree | აღმატებითი ხარისხი |
v | verb | ზმნა |
↑ შინაარსი ↑
10. ქართული შემოკლებანი
აბრევ. | აბრევიატურა | abbreviation |
აგდებ. | აგდებითი | derogatory |
აგრ. | აგრეთვე | also |
ავ. | ავიაცია | aeronautics |
ავსტრალ. | ავსტრალიაში ხმარებული | used in Australia |
ავტ. | საავტომობილო საქმე | motor transport |
ალერს. | საალერსო | affectionate |
ამაღლ. | ამაღლებული | elevated |
ამერ. | ამერიკული ინგლისური | American English, Americanism |
ანატ. | ანატომია | anatomy |
ანდ. | ანდაზა | proverb |
ანთრ. | ანთროპოლოგია | anthropology |
არაბ. | არაბული (ენა) | Arabic |
არსებ. მნიშვნ. | არსებითი სახელის გრამატიკული მნიშვნელობით | the grammatical meaning of noun |
არქ. | არქაული | archaic |
არქეოლ. | არქეოლოგია | archaeology |
არქიტ. | არქიტექტურა | architecture |
ასტრ. | ასტრონომია | astronomy |
აფრ. | 1) აფრიკული ენები | African languages |
| 2) აფრიკაში ხმარებული სიტყვა | an English word as used in Africa |
აღმოს. | აღმოსავლეთი, აღმოსავლური | East |
ა.შ. | (და) ასე შემდეგ | and so on |
ახ.-ზელანდ. | ახალ ზელანდიაში ხმარებული | used in New Zealand |
ბავშვ. | ბავშვის სიტყვა ან გამოთქმა | nursery word or phrase |
ბანკ. | საბანკო საქმე | banking |
ბანქ. | ბანქო | cards |
ბაქტ. | ბაქტერიოლოგია | bacteriology |
ბერძ. | ბერძნული (ენა) | Greek |
ბიბლ. | ბიბლიური | biblical |
ბიოლ. | ბიოლოგია | biology |
ბიოქ. | ბიოქიმია | biochemistry |
ბირჟ. | ბირჟისა, საბირჟო | (on the) Stock Exchange |
ბოტ. | ბოტანიკა | botany |
ბუდ. | ბუდისტური | Buddhistic |
ბუღ. | ბუღალტერია | book-keeping |
გადატ. | გადატანით(ი) მნიშვნელობით | in transferred use |
გამოთვლ. ტექ. | გამოთვლითი ტექნიკა | computers and data processing |
განსაკ. | განსაკუთრებით | especially |
გეოგრ. | გეოგრაფია | geography |
გეოდ. | გეოდეზია | geodesy |
გეოლ. | გეოლოგია | geology |
გერმ. | გერმანული (ენა) | German |
გზ. | საგზაო | road building |
გრ. | გრამი | gramme |
გრამ. | გრამატიკა | grammar |
დ. | დუიმი | inch |
დაზღვ. | სადაზღვევო საქმე | insurance |
დამცრ. | დამცრობითი | pejorative |
დან. | დანიური (ენა) | Danish |
დას. | დასავლეთი, დასავლური | West |
დიალ. | დიალექტური | dialectal |
დიპლ. | დიპლომატიური ტერმინი | a term used in diplomacy |
დრ. | დრო | tense |
ეგვიპ. | ეგვიპტური | Egyptian |
ევფ. | ევფემიზმი | euphemism |
ეთნ. | ეთნოგრაფია | ethnography |
ეკლ. | ეკლესიისა, საეკლესიო სიტყვა ან გამოთქმა | in ecclesiastical use |
ეკონ. | ეკონომიკა | economics |
ელექტრ. | ელექტროტექნიკა | electrical engineering |
ელიპს. | ელიპსური | elliptical, elliptically |
ემოც.-გამაძლ. | ემოციურ-გამაძლიერებელი | used as intensive; in emotional use |
ენტ. | ენტომოლოგია | entomology |
ესკიმ. | ესკიმოსური (ენა) | Eskimo |
ესპ. | ესპანური (ენა) | Spanish |
ვესტ.-ინდ. | ვესტ-ინდოეთში ხმარებული | used in West Indies |
ვეტ. | ვეტერინარია | veterinary |
ვულგ. | ვულგარული | (vulgar, obscene) |
ზედს. მნიშვნ. | ზედსართავი სახელის გრამატიკული მნიშვნელობით | the grammatical meaning of adjetive |
ზმნ. | ზმნა | verb |
ზმნ. მნიშვნ. | ზმნის გრამატიკული მნიშვნელობით | the grammatical meaning of verb |
ზმნზ. მნიშვნ. | ზმნიზედის გრამატიკული მნიშვნელობით | the grammatical meaning of adverb |
ზოოლ. | ზოოლოგია | zoology |
ზღვ. | საზღვაო საქმე | nautical |
თანდ. მნიშვნ. | თანდებულის გრამატიკული მნიშვნელობით | the grammatical meaning of preposition |
თეატრ. | თეატრი, თეატრმცოდნეობა | theatre |
თევზ. | მეთევზეობა | pisciculture, fishing |
თურქ. | თურქული (ენა) | Turkish |
თურქ. ე. | თურქული ენები | Turkic languages |
იაპონ. | იაპონური (ენა) | Japanese |
ინგლ. | ინგლისური (ენა) | English |
ინდ. | 1) ინდური ენები | Indian languages |
| 2) იხმარება ინდოეთში | used in India |
| 3) ინდოეთში ხმარებული სიტყვა | an English word as used in India |
ინფორმ. | ინფორმატიკა | informatics |
ირლ. | ირლანდიაში ხმარებული | used in Ireland |
ირონ. | ირონიული | ironic |
ისლ. | ისლანდიური (ენა) | Icelandic |
ისტ. | ისტორიული | historical |
იტ. | იტალიური (ენა) | Italian |
იურ. | იურიდიული (ტერმინი) | law |
იშვ. | იშვიათი (სიტყვა ან გამოთქმა) | rare |
იხ. | იხილე | see |
იხმ. | იხმარება | used |
კ.(-ები) | კუნძულ(ებ)ი | island(s) |
კათოლ. | კათოლიკური | Catholic |
კანად. | კანადაში ხმარებული | used in Canada |
კანც. | საკანცელარიო, კანცელარიული | office term |
კგ | კილოგრამი | kilogramme |
კინ. | კინემატოგრაფიისა | cinema |
კიცხვ. | კიცხვითი | contemptuous |
კმ | კილომეტრი | kilometre |
კომერც. | კომერციული | commerce |
კომპ. | კომპიუტერული | computing |
კორ. | კორეული (ენა) | Korean |
კოსმ. | კოსმონავტიკა | cosmonautics |
კრებ. | კრებითი (არსებითი სახელი) | collective noun |
კულინ. | კულინარია | cooking, cookery |
ლ | ლიტრი | litre |
ლათ. | ლათინური (ენა) | Latin |
ლანძღ. | სალანძღავი სიტყვა ან გამოთქმა | abusive or swear word or expression |
ლექსთ. | ლექსთწყობა | prosody |
ლინგვ. | ლინგვისტიკა | linguistics |
ლიტ. | ლიტერატურათმცოდნეობა | theory and history of literature |
ლოგ. | ლოგიკა | logic |
მ | მეტრი | metre |
მაგ. | მაგალითად | for example |
მათ. | მათემატიკა | mathematics |
მალ. | მალაიური (ენა) | Malay |
მგ | მილიგრამი | milligramme |
მდ. | მდინარე | river |
მდაბ. | მდაბიური | vernacular |
მებაღ. | მებაღეობა | horticulture |
მედ. | მედიცინა | medicine |
მეტალ. | მეტალურგია | metallurgy |
მეტეორ. | მეტეოროლოგია | meteorology |
მეტყ. | მეტყევეობა | forestry |
მეფუტკ. | მეფუტკრეობა | apiculture |
მექს. | მექსიკაში ხმარებული | used in Mexico |
მით. | მითოლოგია | mythology |
მინერ. | მინერალოგია | mineralogy |
მისთ. | (და) მისთანანი | et cetera, and so on |
მმ | მილიმეტრი | millimetre |
მონად. | მონადირეობა | hunting |
მონღ. | მონღოლური (ენა) | Mongolian |
მრ. | მრავლობითი (რიცხვი) | plural |
მოძვ. | მოძველებული სიტყვა ან გამოთქმა | obsolete word or phrase |
მუს. | მუსიკა | music |
მშენ. | სამშენებლო საქმე | building |
მხ. | მხოლოობითი (რიცხვი) | singular |
ნ.-კ. | ნახევარკუნძული | peninsula |
ნორვ. | ნორვეგიული (ენა) | Norwegian |
ოპტ. | ოპტიკა | optics |
ოფიც. | ოფიციალური ტერმინი | official term |
პ. | პირი | person |
პალეონტ. | პალეონტოლოგია | palaeontology |
პარლ. | საპარლამენტო სიტყვა ან გამოთქმა | parliamentary term or phrase |
პედ. | პედაგოგიკა | pedagogics |
პოეტ. | პოეტური | poetic |
პოლ. | პოლონური (ენა) | Polish |
პოლიგრ. | პოლიგრაფია | printing |
პოლიტ. | პოლიტიკური ტერმინი | political term |
პორტ. | პორტუგალიური (ენა) | Portuguese |
რ. | რიცხვი | number |
რად. | რადიოტექნიკა | radio |
რეაქტ. | რეაქტიული ტექნიკა | rocketry |
რელიგ. | რელიგია | religion |
რიტორ. | რიტორიკული | rhetorical |
რკ.-გზ. | რკინიგზა, სარკინიგზო | railways |
რომ. | რომაული | Roman |
რუმინ. | რუმინული (ენა) | Rumanian |
რუს. | რუსული (ენა) | Russian |
ს. | საუკუნე | century |
სამართ. | სამართალი | law |
სამთ. | სამთამადნო საქმე | mining |
სამხ. | სამხედრო | military |
სამხრ. | სამხრეთი, სამხრეთისა | South |
სამხრ.-აფრ. | სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკაში ხმარებული | used in the Republic of South Africa |
სანსკრ. | სანსკრიტი | Sanskrit |
საუბ. | სასაუბრო, საუბრული (სიტყვა ან გამოთქმა) | colloquial, informal |
სკანდ. | სკანდინავიური | Scandinavian |
სკოლ. | სასკოლო (გამოთქმა) | school (term) |
სლ. | სლენგი | slang |
ს.-მ. | სოფლის მეურნეობა | agriculture |
სპარს. | სპარსული (ენა) | Persian |
სპეც. | ტერმინი, რომელიც გამოიყენება მეცნიერების ან ტექნიკის სხვადასხვა დარგში | term, used in different branches of science |
სპორტ. | სპორტი | sport |
სტილ. | სტილისტიკა | stylistics |
სტუდ. | სტუდენტური (გამოთქმა) | student (term) |
ტელ. | ტელეფონი, ტელეგრაფი | telephone, telegraph |
ტელევ. | ტელევიზია | television |
ტექ. | ტექნიკური | technical |
ტოპ. | ტოპოგრაფია | topography |
ტყავ. | ტყავის მრეწველობა | tanning |
უმართ. | უმართებულო (ფორმა) | used erroneously |
უნგრ. | უნგრული (ენა) | Hungarian |
უნივ. | საუნივერსიტეტო (გამოთქმა) | university (term) |
უპირატ. | უპირატესად | chiefly |
უხეშ. | უხეში | coarse |
ფარმაკ. | ფარმაკოლოგიური ტერმინი | pharmacy |
ფეიქრ. | საფეიქრო საქმე | textile |
ფერწ. | ფერწერა | painting |
ფიზ. | ფიზიკა | physics |
ფიზიოლ. | ფიზიოლოგია | physiology |
ფილოლ. | ფილოლოგია | philology |
ფილოს. | ფილოსოფია | philosophy |
ფინ. | საფინანსო ტერმინი | finance |
ფინურ. | ფინური (ენა) | Finnish |
ფოლკ. | ფოლკლორი | folklore |
ფონეტ. | ფონეტიკა | phonetics |
ფორმაუცვ. | ფორმაუცვლელი | |
ფოტ. | ფოტოგრაფია | photography |
ფრანგ. | ფრანგული (ენა) | French |
ფსიქოლ. | ფსიქოლოგია | psychology |
ქ. | ქალაქი | town, city |
ქდ. | ქედი | mountain range |
ქიმ. | ქიმია | chemistry |
ქურდ. სლ. | ქურდული სლენგი | thieves' cant |
შდრ. | შეადარე | compare |
შემოკლ. | შემოკლებული | abbreviated |
შვედ. | შვედური (ენა) | Swedish |
შორისდ. მნიშვნ. | შორისდებულის გრამატიკული მნიშვნელობით | the grammatical meaning of interjection |
შოტლ. | შოტლანდიაში ხმარებული | used in Scotland |
ჩვეულ. | ჩვეულებრივ | usually |
ჩვ. წ. | ჩვენი წელთაღრიცხვით | Anno Domini |
ჩინ. | ჩინური (ენა) | Chinese |
ჩრდ. | ჩრდილოეთი, ჩრდილო(ური) | North |
ძვ. ბერძ. | 1) ძველბერძნული ენა | Ancient Greek |
| 2) ძველ საბერძნეთთან დაკავშირებული | referring to Ancient Greece |
ძვ. ებრ. | ძველებრაული | Hebrew |
ძვ. ირლ. | ძველირლანდიური | Old Irish |
ძვ. რომ. | ძველ რომთან დაკავშირებული | referring. to Ancient Rome |
ძვ. წ. | ძველი წელთაღრიცხვით | Before Christ, B.C. |
წ. | წელი | year |
წიგნ. | წიგნური სიტყვა | bookish, formal |
წინდ. მნიშვნ. | წინდებულის მნიშვნელობით | the grammatical meaning of preposition |
წწ. | წლები | years |
ჭადრ. | საჭადრაკო ტერმინი | chess-term |
ხატოვნ. | ხატოვანი | figurative |
ხელოვნ. | ხელოვნება | art |
ხმაბაძვ. | ხმაბაძვითი | onomatopoetic word |
ხუმრ. | ხუმრობითი, სახუმარო | jocular |
ხშ. | ხშირად | often |
ჰელმ. | ჰელმინთოლოგია | helminthology |
ჰერალდ. | ჰერალდიკა | heraldry |
ჰიდრ. | 1) ჰიდროლოგია | hydrology |
| 2) ჰიდროტექნიკა | hydraulic engineering |
ჰოლ. | ჰოლანდიური (ენა) | Dutch |
↑ შინაარსი ↑
|