Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

strike II verb
[straɪk]
Print
(struck; ამერ., არქ. p.p. აგრ. stricken)

1. დარტყმა (˂და˃არტყამს); she struck him in the face ქალმა მას სახეში ხელი გაარტყა; he struck the table with his fist მან მაგიდას მუშტი დაარტყა; who struck the first blow პირველად ვინ დაარტყა? ჩხუბი ვინ დაიწყო? [შდრ. აგრ. ]; he was striking his dog with his whip იგი თავის ძაღლს შოლტს ურტყამდა; he struck the ball beautifully მან ბურთი მშვენივრად დაარტყა; he walked up to the penalty spot and struck the ball firmly into the back of the net იგი პენალტის ნიშნულთან მივიდა და ძლიერი დარტყმით ბურთი ბადეში გაახვია;

2. მოხვედრა (˂მო˃ხვდება); დაჯახება, შეჯახება; რისამე რაიმესთვის მირტყმა; the stone struck her on the forehead ქვა მას შუბლში მოხვდა; the missile struck an enemy command post რაკეტა მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტს მოხვდა; the ship struck a rock and began to sink გემი კლდეს შეეჯახა და ჩაძირვა დაიწყო; he ran into the road and was struck by a car სირბილისას იგი გზაზე გავარდა, სადაც მას მანქანა დაეჯახა; the tree was struck by lightning ხეს მეხი დაეცა; he fell, striking his head on the edge of the table იგი დაეცა და თავი მაგიდის კიდეს მიარტყა / ჩამოარტყა; the last rays of the setting sun struck the garden windows ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივები ბაღში გამავალი სარკმელების მინებს ეცემოდა;

3. 1) უეცრად თავდასხმა (თავს ˂და˃ესხმება), უეცარი იერიშის მიტანა / დარტყმის მიყენება; the lion crouched ready to strike ლომი მიწას გაეკრა, თავდასასხმელად გამზადებული; police fear that the killer may strike again პოლიცია შიშობს, რომ მკვლელმა კვლავ შეიძლება თავდასხმა / დარტყმა განახორციელოს; guerrillas struck a UN camp, killing 75 პარტიზანები გაეროს ბანაკს დაესხნენ თავს და 75 კაცი მოკლეს;

2) თავს გადახდომა (თავს გადახდება), თავს დატყდომა, მოხდომა; ზარალის / ზიანის მიყენება; ʘ ვინმეს / რაიმეს იმსხვერპლებს (ითქმის ავადმყოფობის, კატასტროფის და მისთ. შესახებ); two days later tragedy struck ორი დღის შემდეგ ტრაგედია მოხდა; the disease has struck the whole community, sometimes wiping out whole families დაავადებამ ეს რაიონი ერთიანად მოიცვა და ზოგჯერ მთელს ოჯახებს ავლებდა მუსრს; the earthquake struck Kobe in 1995 ქ. კობეს 1995 წელს მიწისძვრა დაატყდა თავს; the law would strike at the most basic of civil rights ეს კანონი ადამიანის უმთავრეს უფლებებს მიაყენებს ზიანს;

strike I strike aircraft

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0150