Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

story¹ noun
[ʹstɔ:rɪ]
Print

1. 1) მოთხრობა; a short story ნოველა, მოკლე მოთხრობა; an adventure story სათავგადასავლო მოთხრობა; a detective story დეტექტიური მოთხრობა; a ghost story მოთხრობა მოჩვენებათა შესახებ; I always read the children a bedtime story ძილის წინ ბავშვებს ყოველთვის რაიმე მოთხრობას ვუკითხავ ხოლმე;

2) ფაბულა, სიუჟეტი (აგრ. storyline); the novel has a good story რომანს კარგი ფაბულა / სიუჟეტი აქვს;

2. 1) ამბავი, ისტორია; he told us the story of his life იგი თავისი ცხოვრების ამბავს / ისტორიას მოგვიყვა; the story of the building of the bridge ამ ხიდის მშენებლობის ამბავი / ისტორია; the story of the Beatles ანსამბლ "ბიტლზის" ისტორია; the film is based on a true story ფილმი ნამდვილ ამბავს ეფუძნება / ნამდვილი ამბის მიხედვით არის გადაღებული; the back story წინაისტორია, წიგნის ან კინოფილმის მოქმედების დაწყებამდე მომხდარი ამბები;

2) ვისიმე ნაამბობი, მონათხრობი; ვისიმე ვერსია (მოვლენების, მომხდარის შესახებ); the police didn't believe his story პოლიციაში მისი ნაამბობი / მომხდარის მისეული ვერსია არ დაიჯერეს; we must stick to our story about the accident ავარიის შესახებ ჩვენეულ ვერსიას არ უნდა გადავუხვიოთ;

3) საუბ. ტყუილი, გამონაგონი; she knew the child had been telling stories again მან იცოდა, რომ ბავშვი ისევ ტყუილებს ამბობდა / ჰყვებოდა;

3. 1) სტატია, ცნობა, ინფორმაცია (გაზეთში ან ჟურნალში); the plane crash was the front-page story in most newspapers ცნობა ავიაკატასტროფის შესახებ გაზეთების უმეტეს ნაწილში პირველ გვერდებზე დაიბეჭდა;

2) ცნობა, ინფორმაცია (ტელევიზიით ან რადიოთი გადაცემული); now for a summary of tonight's main news stories ახლა კი მოისმინეთ ამ საღამოს ძირითადი ახალი ამბების მოკლე შეჯამება;

so the story goes ასე ამბობენ; she never saw him again – or so the story goes ქალს იგი აღარასოდეს უნახავს – ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ; he was having an affair with Julie, or so the story goes მას ჯულისთან რომანი ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ / ხალხი ასე ამბობს.

stormy story²

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0108