1. 1) კერვა (კერავს); შეკერვა; გაკერვა; დაკერება (ქსოვილისა, ტანსაცმლისა და მისთ.); her wedding dress was stitched by hand მისი საქორწილო კაბა ხელით იყო შეკერილი / ნაკერი; this button needs to be stitched back onto my shirt ეს ღილი ისევ ჩემს პერანგზე უნდა დაკერდეს; I need to get my shoes stitched ჩემი ფეხსაცმელები უნდა დავაკერებინო; an agreement was hastily stitched together ხატოვნ. შეთანხმება ნაჩქარევად გაფორმდა / დაიდო;
2) ქარგვა (ქარგავს); ამოქარგვა; მოქარგვა, ნაქარგით მორთვა; she is stitching a bedspread იგი ლოგინის გადასაფარებელს ქარგავს / ნაქარგით ამკობს; the jersey has his name stitched across the back სპორტული მაისურის ზურგზე მისი გვარია ამოქარგული;
2. (up) მედ. გაკერვა (˂გა˃კერავს), ნაკერების დადება (ჭრილობისთვის); the cut will need to be stitched ჭრილობას გაკერვა დასჭირდება; the nurse stitched up my finger ექთანმა თითი გამიკერა / თითზე ნაკერები დამადო;
3. აკინძვა (აკინძავს), ასაკინძი კავებით და მისთ. შეკვრა (ფურცლებისა, წიგნისა);
▭ to stitch up საუბ. ვინმესთვის ცილის დაწამება (˂და˃სწამებს); ვისიმე წინააღმდეგ ბრალდების / საქმის შეთითხნა; ვინმესთვის საქმის "შეკერვა" (მტკიცებულებათა გაყალბებით და მისთ.); he claims he was stitched up by the police იგი ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიციამ შეთითხნა / მისი საქმე პოლიციამ "შეკერა".