1. მანქანით, ველოსიპედით და ა.შ. სეირნობა, მგზავრობა; მანქანის, ველოსიპედის და მისთ. ტარება; can I have a ride on your bike? შეიძლება შენი ველოსიპედით გავისეირნო? he gave me a ride on his motorbike მან თავისი მოტოციკლეტით გამასეირნა / წამიყვანა; we went for a ride on our bikes ჩვენი ველოსიპედებით ვისეირნეთ / სასეირნოდ წავედით; train ride მატარებლით მგზავრობა; it's a ten-minute bus ride from here to town აქედან ქალაქამდე ავტობუსით ათი წუთის სამგზავროა;
2. ამერ. ავტოსტოპი, ამა თუ იმ ადგილამდე უფასოდ მგზავრობა გამვლელი მანქანის ხარჯზე; she hitched a ride to the station მან სადგურამდე ავტოსტოპით / გზად მიმავალი მანქანით იმგზავრა;
3. ხანგრძლივი მგზავრობა (მანქანით და ა.შ.); a comfortable ride კომფორტული მგზავრობა; a bumpy ride უსწორმასწორო გზაზე მგზავრობა, ნჯღრევა, ჯაყჯაყი [იხ. აგრ. ◇];
4. ცხენით და მისთ. სვლა, სეირნობა;
ცხენის და მისთ. ჭენება, ტარება; the kids had a ride on an elephant at the zoo ბავშვებმა ზოოპარკში სპილოთი გაისეირნეს;
5. გზა, ფართო ბილიკი (ტყეში); ხეივანი;
6. 1) კარუსელი, გასართობი ატრაქციონი (ჩვეულ. პარკებში);
2) კარუსელზე და მისთ. ჯდომა;
7. ამერ. საუბ. მანქანა; his ride's here აი მისი მანქანაც;
8. ვულგ. სლ. სქესობრივი კავშირი;
9. მუს. თეფში (განსაკ. დასარტყამი დანადგარისა; აგრ. ride cymbal);
◇ to take smb. for a ride ა) საუბ. ვისიმე მოტყუება / გაცურება; I've just begun to realise he was taking me for a ride მხოლოდ ახლა გავაცნობიერე, რომ მატყუებდა; ბ) სლ. ვინმეს მოკვლა / თავიდან მოცილება; to have a rough ride სირთულეების / დაბრკოლებების ქონა (რისამე კეთებისას); to give smb. a rough ride ვინმესთვის სირთულეების / დაბრკოლებების შექმნა; ვისიმე გაკრიტიკება; he will be given a rough ride at the next party conference პარტიის მომდევნო კრებაზე მას შავ დღეს დააყრიან; for the ride გასართობად, უბრალო მაყურებლის როლში; to go along for the ride სადმე გასართობად / მეგობრების ხათრით წასვლა; a bumpy ride სირთულეები, პრობლემები [იხ. აგრ. 3].