1. ჩვეულ. sing 1) რიგი, წყება; სერია; a range of colours ფერთა გამა; we discussed a wide range of subjects მთელი რიგი თემები განვიხილეთ; the hotel offers a wide range of facilities სასტუმრო კლიენტს უამრავ კეთილმოწყობილობას სთავაზობს;
2) რიგი, მწკრივი (შენობებისა და ა.შ.); a long range of arches and bridges თაღებისა და ხიდების გრძელი მწკრივი;
3) ხაზი; მიმართულება; მდებარეობა, განლაგება; the tree is in range with the house ხე სახლის გასწვრივ დგას; the range of the strata is east and west ფენები განფენილია აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ;
2. ჩვეულ. sing 1) ფარგლები, საზღვრები; the most of the students are in the 17-20 age range სტუდენტთა უმეტესობის ასაკი 17-დან 20 წლამდე მერყეობს; the price of the house is well beyond our price range სახლის ღირებულება საკმაოდ სცილდება ჩვენი ხელმისაწვდომობის ფარგლებს; this was outside the range of his experience ეს მისი გამოცდილების ფარგლებს / საზღვრებს სცილდებოდა;
2) ნიჭი; მრავალმხრივობა (უპირატ. ითქმის მსახიობის შესახებ); an actor of extraordinary range საოცრად მრავალმხრივი ნიჭის მქონე მსახიობი;
3. ასორტიმენტი; ნომენკლატურა; კომპლექტი, ნაკრები; a new range of kitchenware სამზარეულოს კომპლექტის ახალი სახეობა; the coconut shampoo is the best in the range ქოქოსის შამპუნი საუკეთესოა პროდუქციის ამ სახეობაში; range of commodities / of items / საქონლის ასორტიმენტი, სასაქონლო ნომენკლატურა; a large range of motor cars for sale გასაყიდი ავტომობილების ფართო არჩევანი; a narrow range of choice შეზღუდული / მცირე არჩევანი; ≅ ასარჩევი არაფერია; full range of sizes ≅ გვაქვს ყველა ზომა; range of patterns ნიმუშების კოლექცია;
4. 1) მისაწვდომობა (
ხილვადობისა, სმენადობისა); the child was now out of her range of vision
ქალი ბავშვს ვეღარ ხედავდა; you can see the animals at very close range შეგიძლიათ ცხოველები ძალიან ახლო მანძილიდან დაინახოთ;
2) სამხ. შორსმსროლელობა; მოქმედების სიშორე / მანძილი / რადიუსი; მისაწვდომობა; the range of these mortars is five or six miles ამ ნაღმსატყორცნების შორსმსროლელობა ხუთი-ექვსი მილია; these rockets have a range of 50 to 60 kilometres ამ რაკეტების მოქმედების რადიუსი 50-დან 60 კილომეტრამდეა;
3) ავტ. სასვლო მარაგი, გარბენის მანძილი (საწვავით სავსე ავზით);
4) ავ. ფრენის მარაგი, ფრენის მანძილი / სიშორე (ჰაერში საწვავით გაწყობის გარეშე);
5) რად. გადაცემის ან მიღების მაქსიმალური სიშორე; დიაპაზონი;
6) მუს. დიაპაზონი (ხმისა ან საკრავისა);
5. სამხ. მანძილი, დისტანცია (იარაღსა და მიზანს შორის); he destroyed the tank at a range of two hundred metres მან ტანკი ორასი მეტრის მანძილიდან ააფეთქა;
6. გეოლ. სისტემა (მთათა და ა.შ.); mountain range მთათა სისტემა, მთაგრეხილი; the Appalachian range აპალაჩები, აპალაჩის მთები / მთათა სისტემა;
7. სამხ. სასროლეთი; პოლიგონი; artillery range საარტილერიო პოლიგონი; missile / rocket / range სარაკეტო პოლიგონი;
8. ბიოლ. 1) არეალი; ცხოველების ბინადრობის არე, მცენარეების გავრცელების ზონა;
2) დედამიწაზე არსებობის პერიოდი (ცხოველებისა, მცენარეებისა);
9. (ჩვეულ. the) უპირატ. ამერ. გაშლილი ადგილი (საქონლისათვის, სანადიროდ); cowboys herding the cattle on the range კოვბოები, რომლებიც მწყემსავენ რქოსან საქონელს ფართო ველებზე / საძოვრებზე;
10. მათ. ფუნქციის განსაზღვრის არე;
◇ in / within / range (of smth.) (რისამე) მისაწვდომობის ფარგლებში; he shouted angrily at anyone within range გაბრაზებული უყვიროდა, ვისთანაც კი ხმა მიუწვდებოდა; out of range (of smth.) (რისამე) მისაწვდომობის ფარგლებს მიღმა.