Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

proceeding noun
[prəʹsi:dɪŋ]
Print

1. ჩვეულ. pl იურ. სასამართლო გარჩევა, სასამართლო წარმოება, სამართალწარმოება; სასამართლო პროცედურა; to bring / to start, to take, to institute / legal proceedings against smb. ვისიმე წინააღმდეგ სასამართლო საქმის აღძვრა / სასამართლო პროცესის დაწყება; criminal proceedings against the former prime minister სისხლის სამართლის საქმე / პროცესი ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ; she has begun divorce proceedings მან განქორწინების პროცედურა წამოიწყო; bankruptcy proceedings საკონკურსო წარმოება, ბანკროტობის საქმის წარმოება; extradition proceedings ექსტრადიციის პროცედურა;

2. pl წიგნ. მუშაობა, საქმიანობა (კომისიისა და მისთ.); მოვლენები, ეტაპები (სხდომისა, ღონისძიებისა და მისთ.); the chairman opened the proceedings with a short welcoming speech თავმჯდომარემ სხდომის მუშაობა მოკლე მისასალმებელი სიტყვით გახსნა; the Mayor will open the proceedings at the City Hall tomorrow ხვალ მერიაში სხდომას ქალაქის მერი გახსნის; he closed the proceedings in three short sentences მან სხდომის მუშაობა სამი მოკლე წინადადებით დაასრულა;

3. pl წიგნ. მოვლენები; we watched the proceedings in the street below თვალს ვადევნებდით ქვემოთ ქუჩაში განვითარებულ მოვლენებს; he directed proceedings from his suburban mansion იგი მოვლენებს ქალაქის გარეუბანში მდებარე თავისი კერძო სახლიდან მართავდა; millions of people watched the proceedings on television – eager to see the new Queen being crowned ტელევიზიით მილიონობით ადამიანი ინტერესით ადევნებდა თვალს მოვლენებს ახალი დედოფლის კორონაციის დროს;

proceed proceeds

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0161