1. პატრონი, მეპატრონე, მფლობელი; ბატონი; master of a shop სახელოსნოს მეპატრონე; master of a large fortune დიდი ქონების პატრონი; master and man ა) მეპატრონე / დამქირავებელი და მუშა; ბ) ბატონი და მსახური; the master of the house ოჯახის უფროსი; to be master in one's own house ʘ საკუთარ საქმეს / ბედს თვითონ განაგებს, არავის აძლევს თავის საქმეში ჩარევის უფლებას; to play the master უფროსობა, მბრძანებლობა; to be one's own master ʘ დამოუკიდებელია, საკუთარ საქმეს / ბედს თვითონ განაგებს; to be master of oneself თავის დაჭერა, თავის შეკავება; to be master of the situation ʘ სიტუაციას ფლობს; მდგომარეობის ბატონ-პატრონია;
2. მასწავლებელი კაცი; mathematics [music] master მათემატიკის [მუსიკის] მასწავლებელი; master of equitation ცხენოსნობის ინსტრუქტორი;
3. კოლეჯის დირექტორი (ოქსფორდსა და კემბრიჯში);
4. მაგისტრი (
საუნივერსიტეტო განათლების მეორე საფეხურის სტუდენტი) [
შდრ. აგრ. bachelor 2
და magister]; Master of Arts [Medicine] ჰუმანიტარულ მეცნიერებათა [მედიცინის] მაგისტრი; Master of Science საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მაგისტრი; Master of Law სამართლის მაგისტრი; to take one's master's degree მაგისტრის ხარისხის მიღება;
5. 1) ოსტატი, თავისი საქმის მცოდნე, სპეციალისტი; master of satire სატირის ოსტატი; master of English ინგლისური ენის მცოდნე; master of sports სპორტის ოსტატი; he is master of this subject მან ძალიან კარგად იცის ეს საგანი, იგი ამ საგნის სპეციალისტია; to be the master of smb. ʘ ვინმეს ჯობს, ვინმეზე უკეთესია; to be the master of the other runners in a race ʘ გარბენში მონაწილე მორბენალთაგან საუკეთესოა / მათთან შედარებით ასია;
2) კვალიფიციური მუშა; ოსტატი;
6. დიდი / გამოჩენილი მხატვარი, ოსტატი; the old masters ა) ძველი ოსტატები (XIII-XVII საუკუნეების დიდი მხატვრები); ბ) ძველ ოსტატთა ტილოები [იხ. ა)]; the little masters ა) მცირე ოსტატები (ა. დიურერის მიმდევარ გერმანელ გრავიორთა სკოლის წარმომადგენლები; XVI საუკუნე); ბ) მცირე ოსტატების მიერ შექმნილი გრავიურები [იხ. ა)];
7. თანამდებობათა დასახელებაში: Master in / of the / Chancery ა) ლორდ-კანცლერის სასამართლოს მოხელე; ბ) (master in c.) ამერ. სამართლიანობის სასამართლოს მოხელე; Master of the Horse სამეფო კარის შტალმაისტერი; Master of the Jewel-house სამეფო კარის საგანძურის მცველი; Master of the (King's) Household (სამეფო) კარის ეკონომი; Master of the (King's) Music (სამეფო) კარის კაპელმაისტერი; Master of the Rolls კანცლერის სასამართლოს არქივის უფროსი;
8. 1) იშვ. ბატონი (ახალგაზრდა მამაკაცისადმი მიმართვის ფორმა);
2) შოტლ. მაღალი ტიტულის მქონე პირის უფროსი ვაჟიშვილი;
9. (the Master) ქრისტე, უფალი; sanctified and useful for the Master ბიბლ. განწმენდილი და უფლისათვის კეთილსასურველი;
10. ზღვ. 1) კაპიტანი, შკიპერი (სავაჭრო გემისა; აგრ. master mariner); master's cabin კაპიტნის კაიუტა;
2) ისტ. შტურმანი (სამხედრო ხომალდზე);
11. 1) სპეც. მოდელი (ყალიბის მისაღები); ორიგინალი, ნიმუში;
2) პირველი ორიგინალი, მატრიცა (ბგერათჩაწერაში);
⌇ master printer ა) კვალიფიციური მბეჭდავი; ბ) სტამბის პატრონი; master aerodrome სამხ. ძირითადი აეროდრომი; master arm ტექ. მანიპულატორის წამყვანი მხარი (ბირთვულ ტექნიკაში); master catalogue კრებსითი კატალოგი; master controller ტექ. მართვის კონტროლერი; master file მთავარი კარტოთეკა; master gauge იხ. gauge I 3 1); master plan გენერალური გეგმა; master workman ა) კვალიფიციური მუშა; ბ) მენარდე; master cam ტექ. ეტალონური კოპირი; master negative კინოფილმის საკონტროლო / საარქივო ნეგატივი; master print კინოფილმის საკონტროლო ასლი; master sound track საკონტროლო ფონოგრამა;
◇ like master, like man ანდ. ≅ როგორიც ერიო, ისეთი ბერიო.