1. 1) ფოტოაპარატი, ფოტოკამერა (აგრ. photographic camera); aerial / air, airborne / camera აეროფოტოკამერა; digital camera ციფრული ფოტოაპარატი; film camera ფირიანი ფოტოკამერა; reconnaissance camera სადაზვერვო აეროფოტოკამერა; reflex camera სარკიანი ფოტოაპარატი; serial air survey / series / camera ავტომატური აეროფოტოკამერა; candid camera იხ. candid 4 1);
2) ვიდეოკამერა (აგრ. video camera); security camera უსაფრთხოების კამერა, ვიდეოთვალი; surveillance cameras თვალთვალის სისტემის / სათვალთვალო კამერები;
2. კინოაპარატი, კინოკამერა (აგრ. cine camera); camera! კინ. "კამერა!" (გადაღების დაწყების ბრძანება);
3. ტელეკამერა, გადამცემი სატელევიზიო კამერა (აგრ. TV camera);
4. სპეც. კამერა; camera of projection საპროექციო კამერა, პროექტორი;
5. = camera obscura;
6. მშენ. კამაროვანი ნაგებობა, კამარა;
7. მოსამართლის კაბინეტი / სათათბირო ოთახი; in camera იურ. მოსამართლის კაბინეტში (და არა საჯარო სასამართლო სხდომაზე);
⌇ camera set-up კინ., ტელევ. გადასაღები აპარატის დაყენება; camera caricature ფოტოკარიკატურა; camera boy / lad / ამერ. საუბ. ა) ფოტოგრაფი, ფოტორეპორტიორი; ბ) კინორეპორტიორი; camera clicker / toter / ამერ. სლ. ა) ფოტოგრაფი, ფოტორეპორტიორი; ბ) კინორეპორტიორი; camera recording კინოგადაღება; camera crew კინ. გადამღები კოლექტივის საოპერატორო ჯგუფი; camera angle კინ. ობიექტივის გამოსახულების კუთხე, გადაღების წერტილი, რაკურსი; camera spotting ამერ. სამხ. აფეთქებების ფოტოგრაფიულად დაფიქსირება; camera gun სამხ. ფოტოტყვიამფრქვევი; camera lens ფოტ. ობიექტივი (ფოტო- ან კინოაპარატისა);
◇ off camera კინ., ტელევ. კადრს მიღმა; on camera ა) კინ., ტელევ. კადრში, კამერის ხედვის არეში; ბ) ტელევ. პირდაპირ ეთერში, ტელევიზიით; camera eye კარგი მხედველობითი მეხსიერება, ფოტოგრაფიული მეხსიერება; to be camera shy თავის უხერხულად გრძნობა ფოტო-, კინო- ან ტელეკამერის წინ.