1. გაოცება, გაკვირვება; განცვიფრება; she gazed down in wonder at the city spread below her იგი განცვიფრებული დაჰყურებდა დაბლა გადაშლილ ქალაქს; the sight of the Grand Canyon stretching out before them filled them with wonder მათ წინაშე გადაჭიმული დიდი კანიონის ხილვამ ისინი განცვიფრების / აღფრთოვანების გრძნობით აღავსო; the boys gazed in wonder at the shiny red Ferrari ბიჭები განცვიფრებულნი შეჰყურებდნენ პრიალა წითელ "ფერარის";
2. საოცრება, საკვირველება, სასწაული; საოცარი / საკვირველი რამ; technological wonders ტექნოლოგიური საოცრებანი; the Seven Wonders of the World მსოფლიოს შვიდი საოცრება; to do / to work / wonders ა) ʘ საოცრებებს / სასწაულებს ახდენს; ბ) (for) გადატ. ʘ "საოცრებებს / სასწაულებს ახდენს"; ძალზე ეფექტიანია / ქმედითია; სასიკეთო ზემოქმედებას ახდენს; საოცარი შედეგები მოაქვს; the news has done wonders for our morale ამ ახალმა ამბავმა / ცნობამ საოცრად დადებითად იმოქმედა ჩვენს საბრძოლო სულისკვეთებაზე / მორალზე; her new diet and exercise programme has worked wonders for her მისმა ახალმა დიეტამ და ვარჯიშმა მასზე საოცრად კარგად იმოქმედა; (it's) no wonder (that) ... გასაკვირი არ არის, რომ ...; it's a wonder (that) … საუბ. საოცარია / გასაკვირია, რომ ...