1. აწონა (აწონის); he weighed some potatoes on the scales მან რამდენიმე კარტოფილი სასწორზე აწონა; have you weighed yourself lately? ამ ბოლო ხანებში არ აწონილხარ?
2. ამა თუ იმ წონის ქონა (აქვს); ʘ იწონის; how much / what / do you weigh? რამდენს იწონი(თ)? she weighs 60 kilos იგი 60 კილოს იწონის; the largest stones weigh over five tonnes apiece ყველაზე დიდი ქვები / ლოდები თითო ხუთ ტონაზე მეტს იწონის; these cases weigh a ton ეს ჩემოდნები ტონას იწონის / ძალიან მძიმეა;
3. (ხშ. up) აწონ-დაწონა (აწონ-დაწონის); რისამე გულდასმით განხილვა / შეფასება; to weigh up the pros and cons of smth. რისამე პლუსებისა და მინუსების / დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონ-დაწონა / შეფასება; she weighed up all the evidence მან ყველა სამხილი / მონაცემი აწონ-დაწონა; I weighed the benefits of the plan against the risks involved გეგმის სასარგებლო მხარეები / უპირატესობები მასთან დაკავშირებულ რისკებს შევუდარე;
4. მნიშვნელობის / წონის ქონა (აქვს); ზემოქმედების მოხდენა; her evidence weighed with the jury მისმა ჩვენებამ ნაფიც მსაჯულთა ჟიურიზე იმოქმედა; his past record weighs heavily against him მისი წარსული მას ცუდად ახასიათებს / მის სასარგებლოდ არ მეტყველებს;
5. (on) შეწუხება (˂შე˃აწუხებს); სულის, გონების დამძიმება; ʘ ტვირთად აწევს; the responsibilities weigh heavily on him დაკისრებული მოვალეობები მას მძიმე ტვირთად აწევს; something was weighing on her mind იგი რაღაცით / რაღაც საფიქრალით იყო შეწუხებული; მის გონებას რაღაც სადარდელი ამძიმებდა;
▭ to weigh down 1) დამძიმება (˂და˃ამძიმებს), დაწოლა; I was weighed down with baggage ბარგი მამძიმებდა; მძიმე ბარგით ვიყავი დატვირთული;
2) დათრგუნვა (˂და˃თრგუნავს), დამძიმება, შეწუხება; ʘ მძიმე ტვირთად აწევს; the responsibilities of the job are weighing her down მას სამსახურებრივი მოვალეობების ტვირთი აწუხებს / მძიმედ აწევს; he is weighed down with guilt დანაშაულის შეგრძნება თრგუნავს / მძიმე ტვირთად აწევს;
to weigh in 1) სპორტ. აწონა (აიწონება), ოფიციალური აწონის პროცედურის გავლა (ითქმის მოკრივის, ჟოკეის და მისთ. შესახებ) [იხ. აგრ. weigh-in];
2) (at) ამა თუ იმ წონის ქონა (აქვს); ʘ იწონის; he weighs in at 280 lb იგი 280 გირვანქას / 127 კილოგრამს იწონის;
3) (at) ამა თუ იმ ფასის / ღირებულების ქონა (აქვს); ʘ ღირს; the car weighs in at £14,350 მანქანა 14,350 გირვანქა სტერლინგი ღირს;
4) (with) საუბ. ჩართვა (˂ჩა˃ერთვება), მონაწილეობის მიღება, საკუთარი წვლილის შეტანა (კამათში, შეჯიბრებაში, კამპანიაში და ა.შ.); to weigh in with one's suggestions საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა; საკუთარი წინადადებების შეთავაზებით / რჩევებით საკითხის განხილვაში წვლილის შეტანა; the dispute turned a bit heated when John weighed in მას შემდეგ რაც ჯონი ჩაერთო, კამათმა, ცოტა არ იყოს, უფრო ცხარე ხასიათი მიიღო;
to weigh out რისამე გარკვეული რაოდენობის აწონა (აწონის), აწონით გამოკლება / აღება (რისამე საერთო / უფრო დიდი რაოდენობიდან); she weighed out a kilo of flour მან ერთი კილო ფქვილი აიწონა / აიღო;
◇ to weigh anchor ა) ზღვ. ღუზის ამოღება; ცურვის / მოგზაურობის დაწყება; ბ) გადატ. რისამე წამოწყება, დაწყება.