1. 1) გახსნა (˂გა˃ხსნის), შიგთავსისგან დაცლა (ჩემოდნისა, ჩანთისა, შეკვრისა და მისთ.); ჩემოდნის / ჩანთის ამოლაგება; she unpacked her bags and put everything away მან თავისი ჩანთები გახსნა / ამოალაგა და ყველაფერი თავ-თავის ადგილას შეინახა; I unpacked my bags as soon as I arrived ადგილზე ჩასვლისთანავე ჩემი სამგზავრო ჩანთები გავხსენი / ამოვალაგე; I haven't even had time to unpack my suitcase ჩემი ჩემოდნის ამოლაგებაც კი ვერ მოვასწარი;
2) ჩემოდნის, ჩანთის მისთ. ამოლაგება (˂ამო˃ალაგებს), ბარგის გახსნა; she went to her room to unpack იგი თავის ოთახში წავიდა ბარგის გასახსნელად / ჩემოდნებიდან ბარგის ამოსალაგებლად; I haven't unpacked yet ჯერ ჩემოდნები / ბარგი არ ამომილაგებია;
2. 1) ჩემოდნიდან, ჩანთიდან და მისთ. ამოღება (˂ამო˃იღებს), ამოლაგება (ბარგისა, ტანსაცმლისა, ნივთებისა); he unpacked his clothes მან ჩანთიდან თავისი ტანსაცმელი ამოალაგა; she unpacked all the clothes she needed and left the rest in the case ქალმა მთელი ის ტანსაცმელი ამოიღო, რომელიც სჭირდებოდა, დანარჩენი კი ჩემოდანში დატოვა; I haven't even had time to unpack my clothes ჩემოდნებიდან ჩემი ტანსაცმლის ამოლაგებაც კი ვერ მოვასწარი;
2) გახსნა (˂გა˃ხსნის), შესაფუთი მასალის მოცილება (რაიმე შეფუთულისთვის, ქაღალდში გახვეულისთვის და მისთ.); we unpacked the sandwiches ქაღალდში გახვეული სანდვიჩები გავხსენით;
3. პირუტყვისთვის საპალნის / ტვირთის მოხსნა (˂მო˃ხსნის); ტვირთის გადმოცლა (ურიკიდან, მანქანიდან და მისთ.); to unpack a mule ჯორისთვის საპალნის მოხსნა;