ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

undertake verb
[͵ʌndəʹteɪk]
ბეჭდვა
(undertook; undertaken)

1. წამოწყება (˂წამო˃იწყებს), მოწყობა; რისამე განხორციელება / ჩატარება; to undertake a journey მოგზაურობის მოწყობა, სადმე გამგზავრება; the company is undertaking a major programme of modernization კომპანია მსხვილ მოდერნიზაციის პროგრამას იწყებს; students are required to undertake simple experiments სტუდენტებს მარტივი ექსპერიმენტების ჩატარება მოეთხოვებათ;

2. საკუთარ თავზე აღება (აიღებს), კისრება (ვალდებულებისა, საქმისა და მისთ.); ʘ რაიმე ივალდებულა; პირობა დადო (რისამე გაკეთებისა); to undertake responsibility პასუხისმგებლობის აღება / კისრება; Dr Johnson undertook the task of writing a comprehensive English dictionary დოქტორმა ჯონსონმა ინგლისური ენის ყოვლისმომცველი / დიდი ლექსიკონის შედგენის საქმე ითავა; to undertake a job სამუშაოს აღება, მუშაობის დაწყება; a firm of builders undertook the construction work სამშენებლო სამუშაოები მშენებელთა ფირმამ აიღო საკუთარ თავზე; სამშენებლო სამუშაოებს მშენებელთა ფირმამ მოჰკიდა ხელი; he undertook to pay the money back in six months მან ივალდებულა / პირობა დადო, ფული ექვს თვეში დაებრუნებინა; the firm undertook to keep price increases to a minimum ფირმამ ივალდებულა / პირობა დადო, ფასების ˂მო˃მატება მინიმალურ დონეზე შეენარჩუნებინა;

3. გარანტიის მიცემა (მისცემს), გარანტირება; პასუხისმგებლობის კისრება რისამე ნამდვილობაზე, შესრულებაზე და მისთ.; a lorry driver implicitly undertakes that he is reasonably skilled as a driver სატვირთო მანქანის მძღოლი იძლევა უპირობო გარანტიას, რომ სათანადოდ არის მომზადებული / კვალიფიცირებული, როგორც მძღოლი; he readily undertook that the letter would be securely conveyed მან ხალისით მოგვცა იმის გარანტია / აიღო იმის პასუხისმგებლობა, რომ წერილი უვნებლად იქნებოდა მიტანილი ადრესატისთვის.

understudy II undertaken

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0105