მიუთითებს
1. მოძრაობას, მდებარეობას ან ყოფნას რისამე ქვემოთ ქვეშ, ქვევით, ქვემოთ; he pulled up the covers and crawled under მან გადასაფარებლები ასწია და მათ ქვეშ გაძვრა; several climbers were buried under by the avalanche რამდენიმე ალპინისტი ზვავმა დამარხა / ზვავის ქვეშ მოყვა;
2. 1) წყლის ზედაპირის ქვეშ ყოფნას ან წყალში ჩაძირვას წყალქვეშ, წყალში; she took a deep breath and stayed under for more than a minute მან ღრმად ჩაისუნთქა და წყალქვეშ ერთ წუთზე მეტხანს დარჩა; the boat was going under fast ნავი სწრაფად იძირებოდა; because I'm a bad swimmer, I often go under and swallow a lot of water ვინაიდან ცუდი მოცურავე ვარ, უნებლიეთ ხშირად ჩავყურყუმელავდები ხოლმე და უამრავ წყალს ვყლაპავ;
2) ჰორიზონტის ხაზის ქვემოთ ყოფნას ჩასული; the moon was now under, and it was very dark მთვარე უკვე ჩასული იყო და ძალიან ბნელოდა; the sun was under მზე ჩასული იყო;
3) უპირატ. საუბ. ეკვატორის სამხრეთით ყოფნას / მდებარეობას ან სამხრეთ ნახევარსფეროსკენ მოძრაობას; down under ავსტრალიაში და/ან ახალ ზელანდიაში; ავსტრალია-ახალი ზელანდიის რეგიონში; he had once made 74 for Australia against England "down under" ერთხელ "იქ, სამხრეთ ნახევარსფეროში" მას ავსტრალიის გუნდისთვის 74 ქულა მოეტანა ინგლისის გუნდთან მატჩში [იხ. აგრ. down¹ III
◇ და Down-under];
3. 1) ნაკლებ რაოდენობას ან სიდიდეს ნაკლები; ამა თუ იმ ოდენობის ქვემოთ; $10 or under 10 დოლარი ან ნაკლები; prices of twenty dollars and under ფასები, რომელთა ოდენობაცაა ოცი დოლარი და ქვემოთ / ნაკლები;
2) ნაკლებ / უფრო ახალგაზრდა ასაკს უმცროსი, ნაკლები ასაკისა; ამა თუ იმ ასაკის / წლის ქვემოთ; children aged 12 and under თორმეტი წლის და თორმეტ წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები;
4. საანესთეზიო საშუალების მოქმედების ქვეშ ან უგონო მდგომარეობაში ყოფნას ნარკოზში, ნარკოზის ქვეშ; უგონოდ; the operation was quick; she was only under for 15 minutes ოპერაცია ხანმოკლე იყო; იგი ნარკოზის ქვეშ მხოლოდ 15 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა; to put the patient under for surgery ქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად პაციენტისთვის ნარკოზის გაკეთება / პაციენტის დაძინება; he felt himself going under მან იგრძნო, რომ გონებას კარგავდა;
5. ვისიმე / რისამე დამორჩილებას / კონტროლის ქვეშ მოქცევას: to bring under ʘ ˂და˃იმორჩილებს; to keep under მორჩილებაში ან კონტროლის ქვეშ ყოლა; the King keeps them under by an army of 40,000 men მეფე მათს მორჩილებას 40.000-იანი არმიით უზრუნველყოფს; the fires fortunately were got under before much damage had been done საბედნიეროდ, ხანძრები მანამ ჩააქრეს, სანამ დიდი ზარალი იქნებოდა მიყენებული.