1. იარაღი, ინსტრუმენტი; ხელსაწყო; gardening tools სამებაღეო იარაღები; a saw is a tool for cutting wood, metal or other solid materials ხერხი ხის, ლითონის ან სხვა მყარი მასალების საჭრელი იარაღია; power tools ელექტროხელსაწყოები; a stone tool არქეოლ. ქვის იარაღი;
2. საშუალება, იარაღი, ინსტრუმენტი (ამა თუ იმ მიზნის მისაღწევი); an encyclopaedia is a useful study tool ენციკლოპედია სასარგებლო სასწავლო საშუალებაა;
3. კიცხვ. მარიონეტი, იარაღი ვისიმე ხელში (ითქმის უპრინციპო ან უნებისყოფო ადამიანის შესახებ);
4. კომპ. ინსტრუმენტი (
პროგრამული საშუალება);
5. ტექ. მჭრელი პირი (იარაღისა, ხელსაწყოსი);
6. სპეც. 1) შტამპი, ტვიფრი (წიგნის მკინძავისა და სხვა);
2) ნატვიფრი, ორნამენტი (ტყავის ყდაზე და სხვა);
7. ქურდ. სლ. 1) ცეცხლსასროლი იარაღი; თოფი; პისტოლეტი, რევოლვერი;
2) ჯიბის ქურდი, ჯიბგირი (განსაკ. ჯიბის ქურდების ბანდის წევრი, რომელიც უშუალოდ აცლის ხალხს ფულს ჯიბიდან);
8. სლ. ვულგ. 1) პენისი, მამაკაცის სასქესო ორგანო;
2) რეგვენი, სულელი; უმაქნისი ადამიანი;
9. არქ. საბრძოლო იარაღი; ხმალი.