ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

throw II verb
[θrəʊ]
ბეჭდვა
(threw; thrown)

1. სროლა (ისვრის), ტყორცნა; გადასროლა, გადაგდება; to throw stones at the window ფანჯრისთვის ქვების სროლა; to throw the ball up and catch it again ბურთის ზევით აგდება და ისევ დაჭერა; throw me that towel, please ეგ პირსახოცი გადმომიგდე, თუ შეიძლება; then we had a competition to see who could throw the furthest შემდეგ ჩვენ შეჯიბრება მოვაწყვეთ იმის გასარკვევად, ვის უფრო შორს შეეძლო ესროლა / ეტყორცნა რაიმე; to throw the dice კამათლის გაგორება; the ship was thrown onto the rocks ქარიშხლის შედეგად გემი კლდეებს მიენარცხა; to throw smth. open რისამე ფართოდ გაღება (აგრ. გადატ.); the windows were thrown open to let the smoke out ბოლის გარეთ გასაშვებად ფანჯრები სასწრაფოდ ფართოდ გააღეს; globalization means throwing markets open to international competition გლობალიზაცია ადგილობრივ ბაზრებზე საერთაშორისო კონკურენციის დაშვებას ნიშნავს; the tree threw a long shadow across the lawn ხე გაზონს გრძელ ჩრდილს ჰფენდა, გაზონს ხის გრძელი ჩრდილი ეცემოდა;

2. დაგდება (˂და˃აგდებს), სწრაფად და დაუდევრად დადება; just throw your backpack down over there შენი ზურგჩანთა აი, იქ დააგდე;

3. სხეულის ან სხეულის ნაწილის სწრაფად ამოძრავება (აამოძრავებს), გა(და)ქნევა, მოქნევა და მისთ.; to throw back one's head and roar with laughter თავის უკან გადაქნევა / გადაგდება და ხმამაღლა გადახარხარება; to throw one's arms around smb. ვინმესთვის ხელების შემოჭდობა; ʘ ვინმე˂მო˃ეხვევა; to throw oneself onto the bed ლოგინზე დამხობა / დავარდნა;

throw I thrower

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0160