(thought)
1. ფიქრი (ფიქრობს); აზროვნება; to think big მასშტაბურად ფიქრი / აზროვნება; არატრივიალურად აზროვნება; დიდი გეგმების, სერიოზული ჩანაფიქრების და ა.შ. ქონა; she has really thought of everything ქალს ყველაფერზე უფიქრია; ქალს ყველაფერი გაუთვალისწინებია / მიუღია მხედველობაში;
2. ფიქრი (ფიქრობს), აზრის ან შეხედულების ქონა; do you think we have enough time? როგორ ფიქრობ / შენი აზრით საკმარისი დრო გვაქვს?
3. (of, about) მხედველობაში მიღება (მიიღებს), გათვალისწინება; to think of possible legal complications შესაძლო სამართლებრივი პრობლემების / სირთულეების გათვალისწინება; please think of others when you are smoking in public places როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს ეწევით, სხვაზეც იფიქრეთ / სხვა ადამიანების ინტერესებიც გაითვალისწინეთ;
4. (
აგრ. of) ჩათვლა (
˂ჩა
˃თვლის), მიჩნევა; she thinks my ideas impractical ჩემი იდეები
ქალს არაპრაქტიკულად მიაჩნია; he thought of himself as a poet
იგი თავს პოეტად თვლიდა;
5. მოლოდინი (მოელის), ფიქრი, ვარაუდი; I didn't think to see him here მის აქ ნახვას არ ველოდი; არ მეგონა, მას აქ თუ ვნახავდი / შევხვდებოდი;
6. (აგრ. of) გახსენება (˂გა˃იხსენებს), მოგონება; I can't think what your name is თქვენს სახელს ვერ ვიხსენებ; ვერ გამიხსენებია, რა გქვიათ; he couldn't think of the name of the town he had visited last summer ვერ იხსენებდა იმ ქალაქის სახელს, რომელშიც გასულ ზაფხულს იყო ნამყოფი;
7. (of, საუბ. up) მოფიქრება (მოიფიქრებს), მოგონება, გამოგონება; try to think of any other way to do it ეცადე ამის გაკეთების რაიმე სხვა გზა მოიფიქრო; to think up a plan to escape გაქცევის გეგმის მოფიქრება; to think of a name for the baby ახალშობილისთვის სახელის შერჩევა / მოფიქრება;
8. ფიქრი (ფიქრობს), დაპირება, დაგეგმვა (რისამე გაკეთებისა); I'm thinking of buying a new tablet ახალი პლანშეტის ყიდვას ვაპირებ; I have never thought of such a thing ასეთი რამის გაკეთება არასოდეს დამიპირებია ; ასეთი რამ თავში არასოდეს მომსვლია; he thinks to defeat his opponent in the election მას არჩევნებში თავისი მოწინააღმდეგის დამარცხება აქვს განზრახული;
◇ to think again გადასინჯვა, გადახედვა (საკუთარი შეხედულებისა, გეგმებისა და მისთ.); აზრის შეცვლა; to think better of ა) (smth.) რისამე შესახებ აზრის / შეხედულების შეცვლა; ბ) (smb.) ვისიმე შესახებ უკეთესი წარმოდგენის ქონა; to think much of ვისიმე, რისამე შესახებ კარგი წარმოდგენის ქონა; I do not think much of her lifestyle მისი ცხოვრების სტილი / ყაიდა დიდად არ მომწონს; to think nothing of ა) ʘ უმნიშვნელო ან ჩვეულებრივ რამედ თვლის; არაფრად მიაჩნია; დიდად არ დაგიდევთ; ბ) ვისიმე, რისამე შესახებ ძალზე დაბალი წარმოდგენის / ცუდი შეხედულების ქონა; to think outside the box საუბ. არასტანდარტულად / ნოვატორულად აზროვნება; შემოქმედებითად მიდგომა პრობლემის გადაჭრისადმი, რთული საკითხის გადაწყვეტისადმი და მისთ.; to think twice კარგად დაფიქრება; ყველაფრის აწონ-დაწონა (რისამე გაკეთებამდე); not to think twice about smth. / about doing smth. / დაუფიქრებლად / დაუყოვნებლივ რისამე გაკეთება.