1. სემესტრი, მეოთხედი (სასწავლო წლის ნაწილი სკოლებში, უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში);
2. ვადა, განსაზღვრული პერიოდი; a term of imprisonment პატიმრობის ვადა; during Reagan's first term of / in / office რეიგანის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს;
3. 1) ტერმინი; a legal term იურიდიული ტერმინი; technical terms ტექნიკური ტერმინები;
2) pl გამოთქმის მანერა / ყაიდა, სიტყვიერი ფორმულირება; გამოთქმები, სიტყვები [შდრ. აგრ. ◇]; to speak in vague terms ბუნდოვნად ლაპარაკი; ბუნდოვანი / ორაზროვანი სიტყვებით რისამე თქმა; to make one's point in strong terms საკუთარი აზრის მკვეთრი / მოურიდებელი სიტყვებით გამოთქმა; she described the project in loose terms ქალმა პროექტი ზოგადად / ზოგადი სიტყვებით აღწერა; in no uncertain terms არაორაზროვნად, გარკვევით, გასაგებად;
4. ჩვეულ. pl პირობები (
შეთანხმებისა, ხელშეკრულებისა, საფასურის გადახდისა და სხვა); under the terms of the contract / of the agreement / ... კონტრაქტის / ხელშეკრულების პირობების თანახმად ...; to agree terms
რისამე პირობებზე შეთანხმება;
ʘ პირობები შეათანხმეს; to bring smb. to terms პირობების მიღებაზე ვისიმე იძულება;
ʘ პირობები იძულებით მიაღებინა ვინმეს; loans on favourable terms სესხები
გადახდის ხელსაყრელი პირობებით; she works here on our terms იგი აქ ჩვენი პირობებით მუშაობს; მისი აქ მუშაობის პირობებს ჩვენ განვსაზღვრავთ; the terms of parole
მსჯავრდადებულის ვადამდე პირობით განთავისუფლების პირობები; to come to terms with smb. ვინმესთან
რისამე პირობებზე შეთანხმება; ვინმესთან მორიგება, საერთო ენის გამონახვა [
იხ. აგრ. ◇];
5. ჩვეულ. pl ურთიერთობა, ურთიერთობები; ურთიერთდამოკიდებულება (ადამიანებს შორის); to be on good [bad, friendly etc] terms with smb. ვინმესთან კარგი [ცუდი, მეგობრული და ა.შ.] ურთიერთობის ქონა [შდრ. აგრ. ◇]; we are all on friendly terms ჩვენ ყველანი კარგად / მეგობრულად ვართ ერთმანეთთან; ერთმანეთთან ჩვენ ყველას მეგობრული ურთიერთობანი / ურთიერთდამოკიდებულება გვაქვს; I heard that you and he are on rather intimate terms გავიგე, რომ შენ და ის ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს ყოფილხართ / საკმაოდ ახლო მეგობრები ყოფილხართ; he's on first-name terms with his boss now ის და მისი უფროსი ერთმანეთს დღეს უკვე სახელებით მიმართავენ;
6. არქ. საზღვარი, ზღვარი; მიჯნა;
◇ to come to terms with smth. რაიმესთან შერიგება / შეგუება; მორჩილად რისამე მიღება [იხ. აგრ. 4]; to come to terms with one's past საკუთარ წარსულთან შეგუება; to come to terms with one's fate საკუთარ ბედს შეგუება; მოსალოდნელი უბედურების / ძნელბედობის მორჩილად მიღება; on terms ა) მეგობრულად; მეგობრულ / ახლო ურთიერთობაში მყოფი [შდრ. აგრ. 5]; they are not on terms ისინი ერთმანეთთან ახლოს არ არიან / არ მეგობრობენ; ბ) სპორტ. თანაბრად, ტოლად (გატანილი გოლების / აღებული ქულების მხრივ); ფრედ, თანაბარი ანგარიშის პირობებში; to get / to be / back on terms ანგარიშის გათანაბრება; that score brought MU back on terms ამ გოლის გატანით "მანჩესტერ იუნაიტედმა" ანგარიში გაათანაბრა; in the long [medium, short] term გრძელ / ხანგრძლივ [საშუალო, მოკლე] ვადაში; გრძელვადიან [საშუალოვადიან, მოკლევადიან] პერსპექტივაში; at least in the short term, such developments are unlikely მოვლენათა ამგვარი განვითარება ნაკლებად სავარაუდოა, ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერსპექტივაში / უახლოეს ხანებში მაინც; in terms of, in ... terms ამა თუ იმ თვალსაზრისით; რაიმესთან მიმართებით [შდრ. აგრ. 3 2)]; in terms of finance, in financial terms ფინანსური თვალსაზრისით; in terms of money he was no better off ფულის თვალსაზრისით / ფინანსურად მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა; the decision which was disastrous in political terms გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით კატასტროფული იყო; in commercial [moral] terms კომერციული [მორალური / მორალის] თვალსაზრისით; distances expressed in terms of meters as well as yards როგორც მეტრებში, ასევე იარდებში გამოხატული მანძილები; in astronomical terms ასტრონომიული თვალსაზრისით, ასტრონომიულად; terms of reference კომპეტენცია, კომპეტენციის, პასუხისმგებლობის ან უფლებამოსილებათა ფარგლები; the matter lies outside the commission's terms of reference ეს საკითხი კომისიის კომპეტენციის ფარგლებში / სფეროში არ შედის.