1. 1) ტაქსით მგზავრობა (მგზავრობს); ტაქსით სადმე წასვლა / გამგზავრება; we taxied to the train station ვაგზალზე ტაქსით მივედით;
2) ტაქსით გადატანა (გადაიტანს) / გადაყვანა, ტრანსპორტირება (ბარგისა, მგზავრებისა და სხვა);
2. ავ. 1) მიწაზე საკუთარი სვლით / ბუქსირის გარეშე გადაადგილება (გადაადგილდება) / მოძრაობა (ითქმის თვითმფრინავის და ა.შ. შესახებ); the aircraft taxied slowly towards the runway თვითმფრინავი ნელა გაემართა ასაფრენი ზოლისკენ; the plane taxied to a stop at the terminal თვითმფრინავი ტერმინალთან მივიდა და გაჩერდა; the captain taxied out to the runway კაპიტანი ასაფრენ ზოლზე გავიდა;
2) თვითმფრინავის და ა.შ. მიწაზე საჭით ტარება (ატარებს) / სადმე მიყვანა (ითქმის პილოტის შესახებ); the pilot taxied the helicopter out to the pad პილოტმა შვეულმფრენი ასაფრენ მოედანზე გაიყვანა; after landing, the aircraft was taxied into a hangar მიწაზე დაჯდომის / დაშვების შემდეგ თვითმფრინავი ანგარში შეიყვანეს.