1. 1) ნიჭი, ტალანტი; a man of many talents მრავალი ნიჭით / ტალანტით დაჯილდოებული ადამიანი; she has a talent for painting მას ხატვის ნიჭი აქვს;
2) ნიჭიერი ადამიან(ებ)ი; a wealth of talent მრავალი ნიჭიერი ადამიანი (აგრ. a pool of talent); there's a wealth of singing talent in Tbilisi თბილისში ძალიან ბევრი ნიჭიერი მომღერალია; ≅ თბილისში ყოველი მეორე ადამიანი მღერის;
2. საუბ. სექსუალურად მიმზიდველი ადამიანი; პოტენციური სექსუალური პარტნიორი;
3. ტალანტი (წონითი ან ფულადი საანგარიშო ერთეული, განსაკ. ანტიკურ საბერძნეთსა და რომში);
◇ raw talent ბუნებრივი / თანდაყოლილი ნიჭი (რომელიც არ არის ბოლომდე განვითარებული); she has a raw talent for swimming მას ცურვის თანდაყოლილი ნიჭი აქვს; natural talent ბუნებრივი / თანდაყოლილი ნიჭი; a hidden talent ფარული ნიჭი (განსაკ. რომელიც ჯერ არ გამჟღავნებულა).