1. მაგიდა; a dining table სასადილო მაგიდა; a kitchen table სამზარეულოს მაგიდა; to lay / to set / the table მაგიდის გაწყობა, სუფრის გაშლა; to clear the table მაგიდის ალაგება; negotiating table მოლაპარაკებების მაგიდა; billiard [pool] table ბილიარდის [პულის] სათამაშო მაგიდა; the operating table საოპერაციო მაგიდა (საავადმყოფოში);
2. მაგიდასთან / სუფრასთან მსხდომი ხალხი (თანამეინახეები, ბანქოს და მისთ. მოთამაშეები და ა.შ.); there was a really noisy table behind us ჩვენ უკან სუფრასთან ხმაურიანი კომპანია შეკრებილიყო; the whole table broke into applause მაგიდასთან მსხდომებმა ყველამ ერთად ტაში დასცხეს;
3. საჭმელ-სასმელი, მენიუ (ამა თუ იმ ოჯახისა, რესტორნისა და მისთ.); a good table კარგი საჭმელ-სასმელი;
4. ტაბელი; სია, ნუსხა;
5. 1) ცხრილი; ტაბულა [იხ. აგრ. table of contents]; table 3 shows the results შედეგები მოყვანილია ცხრილში ნომერი 3; the team's slide down the championship table გუნდის დაღმასვლა ჩემპიონატის გათამაშების ცხრილში;
2) მათ. გამრავლების ტაბულა / ცხრილი (აგრ. multiplication table);
6. სპეც. მოედანი (ბრილიანტისა);
7. მოძვ. 1) დაფა (ჭადრაკის, ნარდის და მისთ. სათამაშო);
2) pl ნარდი;
◇ on the table ა) განსახილველად შე(მო)თავაზებული / შეტანილი (ითქმის გეგმის, წინადადების და მისთ. შესახებ); our offer remains on the table ჩვენი წინადადება ძალაში რჩება; ბ) განსაკ. ამერ. განუსაზღვრელი დროით გადადებული / შეჩერებული (ითქმის გეგმის, წინადადების, პროექტის და ა.შ. შესახებ); to lay smth. on the table განუსაზღვრელი დროით რისამე გადადება / არგანხილვა / არგაკეთება; turn the tables (on smb.) სიტუაციის შემოტრიალება / თავის სასარგებლოდ შეცვლა, უპირატესობის მოპოვება (განსაკ. თავდაპირველად უფრო ძლიერ / უპირატესობის მქონე მოწინააღმდეგესთან დაპირისპირებისას); the tables were turned in the second half, when Liverpool scored two goals მდგომარეობა მეორე ტაიმში შეიცვალა, როდესაც "ლივერპულმა" მატჩის სადავეები საკუთარ ხელში აიღო და ორი გოლი გაიტანა; less powerful countries are in no position to turn the tables ნაკლებად გავლენიან ქვეყნებს არ ძალუძთ თავად იქცნენ მთავარ მოთამაშეებად პოლიტიკურ არენაზე; under the table ა) ფარულად, მალულად საიდუმლოდ (უპირატ. ითქმის აკრძალული, არალიცენზირებული, კონტრაბანდული და მისთ. საქონლის ყიდვა-გაყიდვის შესახებ); this medicine is legally banned, but still available under the table ოფიციალურად ეს მედიკამენტი აკრძალულია, მაგრამ "დახლქვეშიდან" / არალეგალურად მისი შეძენა მაინც შეიძლება; ბ) საუბ. ძლიერ მთვრალი, გალეშილი; they drank themselves under the table ისინი უგონოდ გამოთვრნენ.