1. (to, towards) თანამგრძნობი, თანაგრძნობით აღსავსე, თანაგრძნობის გამომხატველი; a sympathetic listener [friend] თანამგრძნობი / თანაგრძნობით აღსავსე მსმენელი [მეგობარი]; I did not feel at all sympathetic towards her მის მიმართ არანაირი თანაგრძნობა არ განმიცდია; a sympathetic attitude თანაგრძნობის გამომხატველი დამოკიდებულება; she just needed someone who would lend a sympathetic ear to her once in a while მას უბრალოდ ვინმე ისეთი ესაჭიროებოდა, ვინც მას ზოგჯერ მაინც თანაგრძნობით მოუსმენდა ხოლმე;
2. (to, towards) მხარდამჭერი, რაიმეს რომ ეთანხმება; კეთილგანწყობილი, სიმპათიის მქონე (ვისიმე, რისამე მიმართ); he was sympathetic to their views იგი მათს შეხედულებებს მხარს უჭერდა; to be sympathetic to the party's aims ʘ პარტიის მიზნებს მხარს უჭერს / ეთანხმება; Russian newspapers are largely sympathetic to the president რუსული გაზეთები პრეზიდენტისადმი დიდ მხარდაჭერას / კეთილგანწყობილებას გამოხატავენ; the Labour party are supposed to be sympathetic to / towards / the unions ითვლება, რომ ლეიბორისტული პარტია კეთილად / სიმპათიით არის განწყობილი პროფკავშირების მიმართ; did he give your proposal a sympathetic hearing? შენ მიერ შეთავაზებული წინადადება კეთილგანწყობილად მოისმინა / მიიღო?
3. იშვ. სიმპათიური, სიმპათიის / კეთილგანწყობილების გამომწვევი, სასიამოვნო (ითქმის ადამიანის შესახებ); a sympathetic character in a novel სიმპათიური / სიმპათიის გამომწვევი პერსონაჟი რომანში; I don't find her a very sympathetic person მე იგი დიდად სიმპათიურ / სასიამოვნო პიროვნებად არ მიმაჩნია.