1. 1) რაიმეზე გადასვლა (გადავა) ან გადართვა (ითქმის საქმიანობის, ჩვეულების და მისთ. შეცვლის შესახებ); she started studying English at college, but switched to Business Studies in her second year კოლეჯში ინგლისურის სწავლა დაიწყო, მაგრამ მეორე კურსზე ყოფნისას ბიზნესის შესწავლაზე გადავიდა / გადაერთო; we're in the process of switching over to a new system of invoicing ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის ახალ სისტემაზე გადასვლის პროცესში ვართ; press these two keys to switch between documents on screen ეკრანზე გამოტანილი ერთი დოკუმენტიდან მეორეზე გადასასვლელად ამ ორ ღილაკს ˂და˃აჭირე თითი; I'm fed up with my glasses – I'm thinking of switching over to contact lenses ჩემი სათვალე უკვე ყელში ამომივიდა – კონტაქტურ ლინზებზე გადასვლაზე ვფიქრობ;
2) გადატანა (გადაიტანს), გადაყვანა (სხვა საქმიანობაზე, სხვა დროისათვის და სხვ.); the match has been switched from Saturday to Sunday მატჩი შაბათიდან კვირისთვის გადაიტანეს; in the 1980s, several companies switched their attention to the US market XX საუკუნის 80-იან წლებში რამდენიმე კომპანიამ ყურადღება აშშ-ს ბაზარზე გადაიტანა / აშშ-ს ბაზარს მიაპყრო; we want to switch the focus away from criticism გვინდა აქცენტი კრიტიკიდან სხვა რამეზე გადავიტანოთ;
2. 1) შეცვლა (˂შე˃ცვლის), გამოცვლა; he may switch his BMW for something else მან შეიძლება თავისი BMW რაიმე სხვით / სხვა მანქანით შეცვალოს; do you think she'll notice if I switch my glass with hers? როგორ გგონია, შეამჩნევს ჩემი ჭიქა მისი ჭიქით რომ შევცვალო? he's just switched jobs მან ეს-ეს არის სამსახური გამოიცვალა; the terrorists will switch tactics ტერორისტები ტაქტიკას შეცვლიან; after the bank robbery, the gang switched cars ბანკის გაძარცვის შემდეგ ბანდიტებმა მანქანა გამოიცვალეს / ერთი მანქანა მიატოვეს და მეორეში გადასხდნენ; I see you've switched the furniture around ვხედავ, ავეჯი გადაგინაცვლებია / ავეჯისთვის ადგილები შეგიცვლია; to switch sides/ allegiance / სხვის მხარეზე გადასვლა; სხვა პარტიის, ლიდერის და მისთ. მხარდამჭერად გახდომა; he switched sides just days before the election არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე იგი მოწინააღმდეგე პარტიის მხარეზე გადავიდა / სხვა პარტიის მომხრე გახდა;
2) გაცვლა (˂გა˃ცვლის, ˂გა˃უცვლის); ʘ ერთმანეთს ˂გა˃უცვლიან; after ten minutes, listener and speaker switch roles ათი წუთის შემდეგ მსმენელი და მოლაპარაკე როლებს ცვლიან; let's switch positions მოდით, ადგილები გავცვალოთ; I'm on duty on Saturday but I'll switch with one of the other men შაბათს მორიგე ვარ, მაგრამ მორიგეობის საათებს ვინმე სხვას გავუცვლი / ვინმე სხვას ვთხოვ შემცვალოს, მე კი მის მაგივრად სხვა დღეს ვიმორიგევებ; have you been able to switch your shift with anyone? მოახერხე, შენი ცვლა / სამუშაო საათები ვინმესთვის გაგეცვალა?
3. (to) ამა თუ იმ მდგომარეობაზე გადართვა (˂გადა˃რთავს; ˂გადა˃ირთვება), ამა თუ იმ რეჟიმზე გადაყვანა ან გადასვლა (ითქმის ხელსაწყოს, მოწყობილობის და მისთ. შესახებ) [იხ. აგრ. ▭]; switch the heater to maximum გამათბობელი მაქსიმუმზე / მაქსიმალურ სითბოზე გადართე / დააყენე; switch the freezer to "defrost" მაცივარი "გადნობაზე" გადართე; wait until the lights have switched to green დაელოდე, სანამ შუქნიშანი მწვანეზე / მწვანე შუქზე არ გადაირთვება;
4. არქ. წკეპლის და მისთ. დარტყმა (
˂და
˃არტყამს),
წკეპლით და მისთ. ცემა;
▭ to switch off 1) გამორთვა (˂გამო˃რთავს; ˂გამო˃ირთვება); to switch the TV off ტელევიზორის გამორთვა (ამომრთველის დაჭერით); please switch the lights off as you leave წასვლის წინ სინათლე ყველგან გამორთე / ჩააქრე, თუ შეიძლება; don't forget to switch off the cooker სამზარეულოს ქურის გამორთვა არ დაგავიწყდეს;
2) საუბ. რაიმესგან გამოთიშვა (˂გამო˃ეთიშება), რაიმეზე ფიქრის, რაიმესთვის ყურადღების მიქცევის და ა.შ. შეწყვეტა; the lecture was so boring I just switched off half-way through ლექცია ისეთი მოსაწყენი იყო, რომ შუაგულისთვის უკვე ყურადღება გამეფანტა / უკვე აღარ ვუსმენდი; to switch off by listening to music მუსიკის სმენით ცოტა ხნით ყველაფრისგან გამოთიშვა / დასვენება; the only time he really switches off is when we're on vacation საქმეებზე ფიქრს მხოლოდ მაშინ ანებებს თავს, როდესაც შვებულებაში ვართ ხოლმე;
to switch on ჩართვა (˂ჩა˃რთავს; ˂ჩა˃ირთვება); to switch the TV on ტელევიზორის ჩართვა (ამომრთველის დაჭერით); he switched the torch on მან ელექტროფარანი ჩართო / აანთო; when a tape is put in the VCR, it switches on automatically ფირის / კასეტის ჩადებისას ვიდეომაგნიტოფონი ავტომატურად ˂ჩა˃ირთვება;
to switch over სხვა არხზე გადართვა (˂გადა˃რთავს) ტელევიზორისა, რადიოსი; switch over to BBC 2 ბი-ბი-სი-2-ზე გადართე; shall I switch over to another channel? სხვა არხზე ხომ არ გადავრთო?