(
swung)
1. ქანაობა (აქანავებს; ქანაობს), რხევა, აქეთ-იქით ან წინ და უკან მოძრაობა; he sat on the stool, swinging his legs იგი ტაბურეტზე იჯდა და ფეხებს აქანავებდა; she really swings her arms when she walks როდესაც დადის, იგი მართლა ხელებს აქანავებს / აქეთ-იქით ამოძრავებს; a sign swinging in the wind ქარისგან მოქანავე საგზაო ნიშანი; the chandelier started to swing ჭაღმა ქანაობა დაიწყო; a set of keys swung from her belt მის ქამარზე გასაღებების აცმა ეკიდა;
2. (at) მოქნევა (˂მო˃იქნევს); she swung her tennis racket to hit the ball მან ბურთის დასარტყმელად ჩოგანი მოიქნია; she swung at me with the iron bar ქალმა რკინის ჯოხი მომიქნია; he swung another punch in my direction მან კიდევ ერთხელ მომიქნია ხელი დასარტყმელად;
3. საითკენმე ტრიალი (ატრიალებს; ტრიალდება), ბრუნება; რკალისებრი / მოხვეული ტრაექტორიით მოძრაობა; he swung the camera around to face the opposite direction მან კამერა საპირისპირო მიმართულებით შეატრიალა; he swung the boat around and headed for the shore მან ნავი ˂შე˃მოაბრუნა და ნაპირისკენ გაემართა; she suddenly heard a voice behind her and swung round უეცრად ქალმა ზურგს უკან ვიღაცის ხმა გაიგონა და იქითკენ შეტრიალდა / მიბრუნდა; the bus swung sharply to the left ავტობუსმა მკვეთრად გაუხვია მარცხნივ; a black car swung into the drive სახლისკენ მომავალ გზაზე / ხეივანზე შავმა მანქანამ შემოუხვია; the heavy door swung shut მძიმე კარი ანჯამებზე მოტრიალდა და დაიხურა; she swung the door open ქალმა კარი ფართოდ გააღო; swinging her bag over her shoulder, she hurried on ქალმა ჩანთა მხარზე გადაიკიდა / მოიგდო და სწრაფი ნაბიჯებით გაუდგა გზას; she swung her legs out of bed მან ლოგინიდან ფეხები გადმოყო / გადმოკიდა;
4. შეცვლა (
˂შე
˃ცვლის;
˂შე
˃იცვლება); I managed to swing them round to my point of view მოვახერხე, მათთვის აზრი შე
მეცვლევინებინა / ისინი ჩემს თვალსაზრისზე გადმო
მეყვანა; the state has swung from Republican to Democrat შტატი, რო
მელიც ადრე რესპუბლიკელებს უჭერდა მხარს, დემოკრატების მხარდამჭერი გახდა; his moods swing from one extreme to other მისი გუნება-განწყობილება ერთი უკიდურესობიდან
მეორემდე იცვლება; the war had begun to swing in Britain's favour ომი უკვე ბრიტანეთისთვის სასიკეთოდ იწყებდა შემოტრიალებას;
5. საუბ. რისამე მოხერხება (˂მო˃ახერხებს), მოგვარება, მოწყობა; we're trying to swing it so that we can travel on the same flight ვცდილობთ როგორმე ისე მოვახერხოთ, რომ ერთი და იმავე რეისით გავფრინდეთ; is there any chance of you swinging us a couple of tickets? ორიოდე ბილეთს ვერ გაგვიხერხებ / ვერ გვიშოვი?
▭ to swing by ამერ. საუბ. შევლა (შეივლის, შეუვლის); I'll swing by the grocery store on my way გზად საბაკალეო საქონლის მაღაზიაში / სუპერმარკეტში შევივლი;
◇ to swing into action ამოქმედება, მოქმედების ან მუშაობის დაწყება (განსაკ. სწრაფად, ენერგიულად); the emergency services swung into action as soon as the news of the bomb explosion reached them როგორც კი ბომბის აფეთქების შესახებ შეიტყვეს, საგანგებო სამსახურები დაუყოვნებლივ შეუდგნენ მოქმედებას; to swing the balance ბალანსის / წონასწორობის შეცვლა, სასწორის გადახრა, მდგომარეობაზე გავლენის მოხდენა (ვისიმე ან რისამე სასარგებლოდ); the latest election promise might just swing the balance in the government's favour უკანასკნელმა წინასაარჩევნო დაპირებამ შესაძლოა სასწორი მთავრობის სასარგებლოდ გადახაროს; to swing the lead სლ. თავის მოავადმყოფება, სიმულანტობა (უპირატ. მუშაობისთვის თავის ასარიდებლად) [იხ. აგრ. lead¹ I ◇]; I don't think there's anything wrong with her – she's just swinging the lead არა მგონია, რაიმე სჭირდეს – უბრალოდ სიმულანტობს / მუშაობისთვის თავის არიდებას ცდილობს; to swing both ways სლ. ʘ ბისექსუალია.