(
swam;
swum)
1. ცურვა (ცურავს), ცურაობა; I can't swim ცურვა არ ვიცი; the boys swam across the lake ბიჭებმა ტბა გადაცურეს; hundreds of tiny fish swam past ასეულობით წვრილ-წვრილმა თევზმა ჩაიარა ცურვით; they spent the day swimming and sunbathing მთელი დღე ცურაობასა და მზის აბაზანების მიღებაში გაატარეს; kids learning to swim the backstroke ბავშვები, რომლებიც ზურგზე ცურვას სწავლობენ; she was the first woman to swim the Channel იგი პირველი ქალი იყო, რომელმაც ლა-მანში გადაცურა; to go swimming ზღვაში და მისთ. ცურაობა, ბანაობა (გასართობად); I go swimming twice a week კვირაში ორჯერ ვცურაობ;
2. (in, with) ʘ დაფარულია, სავსეა (ამა თუ იმ სითხით); რაიმეში ცურავს; the salad was swimming in oil სალათა ზეთში ცურავდა; potatoes swimming in thick gravy სქელ საწებელში ჩაძირული შემწვარი კარტოფილი; her eyes were swimming with tears ქალს თვალი ცრემლით ჰქონდა სავსე;
3. ʘ თვალთ აუჭრელდა; ოთახი, იატაკი და მისთ. თვალწინ დაუტრიალდა (თავბრუსხვევის, გულის წასვლის და მისთ. დროს); the floor began to swim before my eyes and I fainted იატაკი თითქოს თვალწინ დამიტრიალდა / თვალთ ამიჭრელდა და გონება დავკარგე; getting up too suddenly made the room swim before her eyes უეცრად წამოდგომისაგან ქალს ოთახი თვალწინ დაუტრიალდა; the pages swam before her eyes კითხვისას თვალთ აუჭრელდა / მოეჩვენა, რომ გვერდებმა მის თვალწინ ტრიალი დაიწყო;
4. ʘ თავბრუ დაეხვა / დაესხა; თავგზა დაებნა / აებნა; his head swam and he swayed dizzily მას თავბრუ დაეხვა და რეტდასხმულივით შებარბაცდა; after the second or third drink, my head began to swim მეორე თუ მესამე ჭიქის შემდეგ თავი გამირეტდა / სასმელი მომეკიდა; just the thought of all that work makes my head swim მთელს იმ სამუშაოზე მარტო გაფიქრებისგანაც კი თავბრუ მესხმის / თავგზა მებნევა; my head was swimming with so much new information ამდენი ახალი ინფორმაციისგან უკვე თავგზა მქონდა აბნეული;
◇ to swim with the tide დინების მიმართულებით ცურვა, საყოველთაოდ მიღებული შეხედულებების თანახმად მოქმედება; to swim against the tide დინების წინააღმდეგ ცურვა, საყოველთაოდ მიღებული შეხედულებების საწინააღმდეგოდ მოქმედება.