1. ტკბილი; sweet juicy peaches ტკბილი, წვნიანი ატმები; a cup of hot sweet tea ერთი ფინჯანი ცხელი, ტკბილი ჩაი; do you like sweet or dry wine? ტკბილი ღვინო გიყვართ თუ მშრალი?
2. სასიამოვნო, საამური (ითმის გემოს, სურნელის, ხმის, მოვლენის და სხვ. შესახებ); a sweet-smelling rose სასიამოვნო სუნის მქნე / სურნელოვანი ვარდი; the air was sweet with incense ჰაერში საკმევლის საამო სურნელება იდგა; the sweet air of a mountain village მაღალმთიანი სოფლის საამური / სუფთა ჰაერი; a sweet voice სასიამოვნო ხმა; the sweet notes of the flute ფლეიტის საამური / მელოდიური ჰანგები; goodnight. Sweet dreams ღამე მშვიდობისა. საამურ სიზმრებს გისურვებ; I can't tell you how sweet this victory is ვერ გეტყვი, რა საამურია / ტკბილია ჩემთვის ეს გამარჯვება; it was the sweet life he had always craved ეს იყო ის საამური ცხოვრება, რომელსაც იგი ყოველთვის ესწრაფოდა;
3. მტკნარი, უმარილო (ითქმის წყლის შესახებ); animals which live alternately on land or in sweet water ცხოველები, რომლებიც მონაცვლეობით ხან ხმელეთზე ცხოვრობენ, ხან მტკნარ წყალში;
4. ლამაზი, მომხიბვლელი; საყვარელი; a sweet little kitten საყვარელი პატარა კნუტი; the little baby elephant looked so sweet სპილოს პატარა ნაშიერი ძალიან საყვარლად გამოიყურებოდა; your little boy looks very sweet in his new coat შენი პატარა ბიჭუნა თავის ახალ პალტოში ძალზე კარგი / საყვარელი სანახავია; his sister's a sweet young thing მისი და მომხიბვლელი / მიმზიდველი პატარა არსებაა; you look sweet in this photograph ამ ფოტოსურათზე კარგად / ლამაზად გამოიყურები; we stayed in a sweet little hotel on the seafront ზღვის სანაპიროზე განლაგებულ მშვენიერ პატარა სასტუმროში დავბინავდით;
5. კეთილი, გულითადი, გულისხმიერი; a sweet smile კეთილი / გულთბილი ღიმილი; it was sweet of them to offer to help დახმარების შემოთავაზებით მათ გულისხმიერება გამოიჩინეს; they were very sweet to us when we stayed with them როდესაც მათთან ვსტუმრობდით, ძალიან კეთილგანწყობილად / გულითადად გვეპყრობოდნენ; a very sweet nurse came along ჩვენთან ძალზე გულისხმიერი / თავაზიანი ექთანი მოვიდა;
6. (sweet!) საუბ. კარგია! მშვენიერია! free tickets? Sweet! უფასო ბილეთები? მშვენიერია!
7. არქ. ძვირფასი, პატივცემული (პატივისცემის გამომხატველი მიმართვის ფორმა); go to thy rest, sweet sir! მოსასვენებლად წაბრძანდი, ძვირფასო სერ!
◇ to be sweet on smb. საუბ. ʘ ვინმეზე შეყვარებულია, ვინმეთი გატაცებულია; to have a sweet tooth ტკბილეულის სიყვარული; in one's own sweet time [way] როდესაც [როგორც / რანაირადაც] თავად მოესურვება / მოეპრიანება; she'll come in her own sweet time მაშინ მოვა, როცა თავად მოესურვება / მოეხასიათება; you can't just go on in your own sweet way; we have to do this together არ შეიძლება ისე იმოქმედო, როგორც შენ მოგეპრიანება; ეს საქმე ერთად უნდა გავაკეთოთ; sweet FA, sweet Fanny Adams სლ. არაფერი; I know sweet Fanny Adams about it ამის შესახებ არაფერი არ ვიცი; "how much did they pay you for that job?" "Sweet FA!" "მაგ სამუშაოში რა გადაგიხადეს?" – "არც არაფერი!" to keep smb. sweet საუბ. ტკბილი სიტყვებით ვინმესთან ლაპარაკი; ალერსიანად ან თავაზიანად ვისიმე მოპყრობა; ვისიმე მოთაფვლა (რაიმეზე დასაყოლიებლად, რისამე გამოსატყუებლად და მისთ.); I'm trying to keep Mum sweet so that she'll lend me the car ვცდილობ დედას ვასიამოვნო / დედაჩემის მოთაფვლას ვცდილობ, მანქანა რომ მათხოვოს; sweet nothings ალერსიანი სიტყვები (რომლებსაც შეყვარებულები ერთმანეთს ეუბნებიან); most married people never remember the sweet nothings they whispered in each other's ears დაქორწინებულთა უმეტეს ნაწილს აღარ ახსენდება ხოლმე ის ალერსიანი სიტყვები, რომელთაც ისინი ერთმანეთს ყურში ჩასჩურჩულებდნენ; a sweet deal ამერ. სარფიანი გარიგება; I got a sweet deal on the car ხელსაყრელ ფასში მოვახერხე მანქანის ყიდვა; she's sweet ავსტრალ., ახ. ზელანდ. საუბ. ყველაფერი რიგზეა; the sweet smell of success საუბ. "წარმატების საამო სურნელი", სასიამოვნო განცდა, რომელიც წარმატების შეგრძნებას მოაქვს.