1. ოფლიანი, გაოფლიანებული; a sweaty face ოფლიანი / გაოფლიანებული სახე; sweaty feet [clothes] ოფლიანი ფეხები [ტანსაცმელი]; I was hot and sweaty after the match and needed a shower მატჩის შემდეგ ოფლში ვიყავი გახვითქული და შხაპის მიღება მესაჭიროებოდა;
2. 1) გაოფლიანების გამომწვევი, ძალიან ცხელი (ითქმის ამინდის, ადგილის და მისთ. შესახებ); a hot, sweaty day ცხელი, დახუთული დღე; we spent the evening in a sweaty pub საღამო ცხელ და დახუთულ პაბში / ლუდხანაში გავატარეთ;
2) დამღლელი, მძიმე, ოფლის საღვრელი (ითქმის შრომის, სამუშაოს და მისთ. შესახებ); it was sweaty work, under the hot sun დამღლელი სამუშაო იყო, ცხელი მზის გულზე შესასრულებელი.