ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

swallow¹ II verb
[ʹswɒləʊ]
ბეჭდვა

1. ყლაპვა (ყლაპავს), ჩაყლაპვა; always chew food well before swallowing it სანამ ჩაყლაპავდე, საჭმელი ყოველთვის კარგად დაღეჭე ხოლმე; it's easier to swallow pills if you take them with water თუ წყალს დააყოლებ, აბები უფრო ადვილი ჩასაყლაპავია; I had a sore throat and it hurt to swallow ყელი მტკიოდა და ყლაპვა მიჭირდა; the snake swallowed the bird whole გველმა ჩიტი მთლიანად გადაყლაპა;

2. ყლაპვითი მოძრაობის გაკეთება (˂გა˃აკეთებს), ნერწყვის ჩაყლაპვა (ნერვიულობისგან, უხერხულობისგან და მისთ.); she swallowed hard and told him the bad news ქალმა გაჭირვებით გააკეთა ყლაპვითი მოძრაობა და ცუდი ამბავი უთხრა მას; she swallowed nervously before beginning სანამ ლაპარაკს დაიწყებდა, მან ნერვიულად ჩაყლაპა ნერწყვი;

3. საუბ. დაჯერება (˂და˃იჯერებს), სარწმუნოდ მიჩნევა (ნათქვამისა, ნაამბობისა და მისთ.); I told him we were journalists and he seemed to swallow it ვუთხარი, ჟურნალისტები ვართ-მეთქი და მგონი დაიჯერა; I found his story a bit hard to swallow მისი ნაამბობი, ცოტა არ იყოს, ძნელი დასაჯერებელი მომეჩვენა;

swallow¹ I swallow²

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0115