ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

suspicion noun
[səʹspɪʃn]
ბეჭდვა

1. 1) ეჭვი, ვისიმე ბრალეულობის და მისთ. ვარაუდი; they drove away slowly to avoid arousing suspicion მათ მანქანა ნელა დაძრეს ადგილიდან, რათა ეჭვი არ აღეძრათ / არ გამოეწვიათ; I can't say for definite who did it, but I certainly have my suspicions დანამდვილებით ვერ ვიტყვი, ეს ვინ ჩაიდინა, მაგრამ ეჭვები ნამდვილად მაქვს; police suspicions were confirmed when the stolen property was found in his flat პოლიციის ეჭვები დადასტურდა, როდესაც მოპარული ნივთები მის ბინაში იპოვეს; he felt he was still under suspicion გრძნობდა, რომ ჯერ კიდევ ეჭვქვეშ / ეჭვმიტანილთა რიცხვში იყო; a number of doctors came under suspicion of unethical behaviour არაერთი ექიმი არაეთიკურ საქციელში ეჭვმიტანილთა რიცხვში აღმოჩნდა; in this particular case, they are above / beyond / suspicion ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მათზე არანაირი ეჭვის მიტანა არ შეიძლება;

2) ეჭვი, ვარაუდი (რისამე არსებობისა ან შესაძლებლობისა); I have a suspicion that the local authority may be planning to close the school ეჭვი მაქვს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სკოლის დახურვას შეიძლება გეგმავდეს / აპირებდეს; I have a horrible suspicion that we've come to the wrong station საშინელი ეჭვი მეუფლება / ვშიშობ, რომ სხვა სადგურზე მოვედით / სადგური შეგვეშალა; I had a sneaking suspicion that the two events might be connected თავიდან ვერ ვიშორებდი ეჭვს, რომ ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული;

3) ეჭვი, უნდობლობა; their offer was greeted with some suspicion მათს წინადადებას გარკვეული ეჭვით / უნდობლობით შეხვდნენ; she always treated us with suspicion იგი ჩვენ ყოველთვის ეჭვით გვიყურებდა / არასოდეს გვენდობოდა;

2. წიგნ. რისამე მცირე რაოდენობა ან ოდნავი კვალი; a suspicion of a smile ძლივს შესამჩნევი ღიმილი; I could see the faintest suspicion of a tear in her eyes მის თვალში ცრემლის უმცირეს კვალსაც კი შევნიშნავდი.

suspension bridge suspicious

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0457