1. გადარჩენა (˂გადა˃რჩება, ˂გადა˃ურჩება), ცოცხლად დარჩენა; არსებობის გაგრძელება; he survived the plane crash იგი ავიაკატასტროფის შემდეგ ცოცხალი დარჩა / გადარჩა; of the six people injured in the crash, only two survived ავარიისას დაშავებული ექვსი ადამიანიდან მხოლოდ ორი დარჩა ცოცხალი / გადარჩა; the baby was born with a heart problem and only survived for a few hours ახალშობილმა, რომელსაც თანდაყოლილი გულის მანკი აღმოაჩნდა, მხოლოდ რამდენიმე საათი იცოცხლა; how can she survive on such a small salary? როგორ ახერხებს იგი ასეთი დაბალი ხელფასით თავის რჩენას / თავის გატანას? not many buildings survived the bombings დაბომბვებს საკმაოდ ცოტა შენობა გადაურჩა; დაბომბვების შემდეგ დაუნგრეველი ბევრი შენობა არ დარჩენილა; she was the last surviving member of the family იგი ოჯახის უკანასკნელი ცოცხლად დარჩენილი წევრი იყო; many birds didn't survive the severe winter ბევრმა ფრინველმა მკაცრი ზამთრის გადატანა ვერ შეძლო; some strange customs have survived from earlier times წარსულიდან ზოგიერთი უცნაური ჩვეულებაა შემორჩენილი;
2. ვინმეზე მეტხანს / დიდხანს სიცოცხლე (იცოცხლებს); she survived her husband by ten years მან თავის ქმარზე ათი წლით უფრო მეტხანს / დიდხანს იცოცხლა; he is survived by his wife and four children გარდაცვლილს ცოლი და ოთხი შვილი დარჩა.