ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

sure I adjective
[ʃʊə(r), ʃɔ:(r)]
ბეჭდვა

1. დარწმუნებული; I'm sure he'll come დარწმუნებული ვარ, რომ იგი მოვა; I think so, but I'm not sure ვფიქრობ ასეა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ; you don't sound very sure ხმაზე არ გეტყობა, რომ მაინცდამაინც დარწმუნებული იყო; I hope you are sure of your facts ვიმედოვნებ, დარწმუნებული ხარ შენ მიერ მოყვანილი ფაქტების სისწორეში; are you sure about that? ამაში დარწმუნებული ხარ? I'm pretty sure (that) he'll agree სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ იგი დათანხმდება; I'm not sure if I'm pronouncing this correctly დარწმუნებული არ ვარ, ამას / ამ სიტყვას სწორად გამოვთქვამ თუ არა; I'm not sure what to do next დარწმუნებული არ ვარ / არ ვიცი, ახლა რა უნდა გავაკეთო; I'm not sure whether I should tell you this დარწმუნებული არ ვარ / არ ვიცი, ღირს თუ არა თქვენთვის ამის თქმა;

2. predic უეჭველი, უეჭველად რომ მოხდება, გარდაუვალი; რაიმე უეჭველად რომ გააკეთებს ან მიაღწევს; if you work hard you are sure to pass the exam თუ ბევრს იმუშავებ, გამოცდას აუცილებლად ჩააბარებ; he's sure to get nervous and say something stupid ეჭვი არაა, იგი განერვიულდება და რამე სისულელეს იტყვის; the exhibition is sure to be popular გამოფენა უეჭველად / აუცილებლად პოპულარული იქნება; it's sure to rain უეჭველია, რომ / ნამდვილად იწვიმებს; England must win this game to be sure of qualifying for the World Cup ინგლისის ნაკრებმა ეს თამაში უნდა მოიგოს, რათა მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე უეჭველად მოხვდეს;

3. საიმედო, სანდო, უეჭველი; it's a sure sign of economic recovery ეს ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების უეჭველი / უტყუარი ნიშანია; those black clouds are a sure sign of rain ის შავი ღრუბლები წვიმის უეჭველი ნიშანია; there is only one sure way of finding out the truth სიმართლის გაგების მხოლოდ ერთი საიმედო გზა არსებობს; death is the one sure thing about life ერთადერთი ამ ცხოვრებაში, რაშიც შეიძლება ეჭვი არ შეგეპაროს, ის არის, რომ სიკვდილი არ აგცდება [შდრ. აგრ. ];

surcharge II sure II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0089