1. მარაგი; the water supply was contaminated წყლის მარაგი დაბინძურებული იყო; we have a large supply of fuel ჩვენ საწვავის დიდი მარაგი გვაქვს; supplies of food are almost exhausted სურსათის მარაგ˂ებ˃ი თითქმის ამოწურულია; books were in short supply წიგნები არასაკმარისი რაოდენობით იყო / დეფიციტს წარმოადგენდა; წიგნების მარაგი მწირი იყო;
2. pl მარაგები, მომარაგების საგნები, მატერიალური საშუალებანი (სურსათი, საწვავი, საბრძოლო მასალები, მედიკამენტები და მისთ.); our supplies were running out მარაგები გვითავდებოდა; a transport plane carrying food and medical supplies for refugees სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც ლტოლვილებისთვის სურსათი და მედიკამენტები მიაქვს; the enemy is short of supplies მოწინააღმდეგე მარაგების / მატერიალური საშუალებების ნაკლებობას განიცდის;
3. მომარაგება (ვისიმე რითიმე); მიწოდება (ვინმესთვის რისამე); the UN has agreed to allow the supply of emergency aid გაერო დათანხმდა, დაუშვას დაზარალებულთათვის გადაუდებელი დახმარების მიწოდება; a stroke can disrupt the supply of oxygen to the brain ინსულტს ტვინისთვის სისხლის მიწოდების დარღვევა / მოშლა შეუძლია; he is responsible for the supply of food იგი სურსათით მომარაგებაზეა პასუხისმგებელი; gas supply გაზმომარაგება, გაზის / ბუნებრივი აირის მიწოდების სისტემა; water supply წყალმომარაგება, წყლის მიწოდების / წყლით მომარაგების სისტემა; the electricity supply had been cut off ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი იყო; supply and demand ეკონ. მიწოდება და მოთხოვნა.