ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

suggestion noun
[səʹdʒɛstʃən]
ბეჭდვა

1. წინადადება, შეთავაზება; რჩევა; can I make a suggestion? შეიძლება ერთი წინადადება / ერთი რამ შემოგთავაზოთ? do you have any suggestions? გაქვთ რაიმე წინადადებები / იდეები? I'd like to hear your suggestions for ways of raising money მინდა მოვისმინო თქვენი წინადადებები / იდეები ფინანსური სახსრების მოძიების გზებთან დაკავშირებით; we are open to suggestions ხალისით განვიხილავთ ნებისმიერ შემოთავაზებულ წინადადებას / იდეას; at / on / smb.'s suggestion ვისიმე რჩევით / რეკომენდაციით; at my suggestion, the museum held an exhibition of his work ჩემი რჩევით / რეკომენდაციით, მუზეუმმა მისი ნამუშევრების გამოფენა მოაწყო;

2. მოსაზრება, აზრი, იდეა; ვარაუდი (ვისიმე მიერ წამოყენებული ან შემოთავაზებული); the wild suggestions of a heated imagination აღგზნებული წარმოსახვის შედეგად გაჩენილი აზრები / ვარაუდები; any suggestion to the effect that theology is hostile to science is a lie ნებისმიერი მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოსდა თეოლოგია მეცნიერების მიმართ მტრულად იყოს განწყობილი, ტყუილია და მეტი არაფერი [შდრ. აგრ. 3 1)]; he gave us brilliant suggestions rather than cumulative proof მან ბრწყინვალე / მახვილგონივრული ვარაუდები უფრო წარმოგვიდგინა, ვიდრე მტკიცებულებათა ერთობლიობა;

3. 1) მინიშნება რაიმეზე, რისამე ნიშანი, რისამე შესაძლებლობა; there was no suggestion that he was doing anything illegal არ იყო იმის არანაირი ნიშანი / არანაირი მინიშნება იმაზე, რომ იგი რაიმე კანონსაწინააღმდეგოს სჩადიოდა; there's no suggestion of any connection between the two men არ არის ამ ორ ადამიანს შორის რაიმე კავშირის არსებობის არანაირი ნიშანი; a spokesman dismissed any suggestion of a boardroom rift კომპანიის წარმომადგენელმა უარყო / გამორიცხა დირექტორთა საბჭოს წევრთა შორის რაიმე განხეთქილების არსებობის ყოველგვარი შესაძლებლობა [შდრ. აგრ. 2]; the government have denied any suggestion of involvement in her death მთავრობამ ქალის სიკვდილთან / დაღუპვასთან თავისი კავშირის ყოველგვარი შესაძლებლობა უარყო;

2) რისამე კვალი, მცირე რაოდენობა; she looked at me with just a suggestion of a smile მან ოდნავი / ძლივს შესამჩნევი ღიმილით შემომხედა; a suggestion of an Irish accent სუსტი / ძლივს შესამჩნევი ირლანდიური აქცენტი; a suggestion of the odour of violets იების სურნელის ოდნავი კვალი;

suggestible suggestive

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0407