წიგნ.
1. დაქვემდებარებული, დამოკიდებული; subject peoples დამოუკიდებლობის არმქონე ხალხები;
2. (to) რაიმე რომ მოელის ან ემუქრება, რისამე ზემოქმედება რომ შეიძლება განიცადოს; რაიმე ადვილად რომ ემართება / მოსდის; რაიმესადმი მიდრეკილების მქონე; რაიმე გრძნობას, ემოციას და ა.შ. ადვილად რომ აჰყვება ხოლმე; to be subject to colds ʘ ადვილად ცივდება; to be subject to temptation ʘ ცდუნებას ვერ უძლებს, ცდუნებას ადვილად აჰყვება ხოლმე; smokers are more subject to heart attacks მწეველებს გულის შეტევები უფრო ადვილად ემართებათ ხოლმე;
3. (to) რაიმეზე დამოკიდებული რომ არის; რითიმე განპირობებული რომ არის; a treaty is subject to ratification შეთანხმება რატიფიცირებული უნდა იქნეს; the pay rise is subject to approval by management ხელფასის ზრდა ხელმძღვანელობის თანხმობაზეა დამოკიდებული;