1. ჩვეულ. pass საუბ. დაბნევა (˂და˃აბნევს), საგონებელში ჩაგდება; ჩიხში ვისიმე მოქცევა (ითქმის ძნელი შეკითხვის, რთული სიტუაციის და მისთ. შესახებ); to be stumped ʘ დაბნეულია, საგონებელშია ჩავარდნილი; ჩიხშია მოქცეული; კითხვაზე პასუხს ან სიტუაციიდან გამოსავალს ვერ პოულობს; I'm stumped. I don't know how they got here before us საგონებელში ვარ ჩავარდნილი. ვერ გამიგია, ჩვენზე ადრე აქ მოსვლა როგორ მოახერხეს; a case that has stumped the police შემთხვევა, რომელმაც პოლიცია ჩიხში მოაქცია; scientists are completely stumped by this virus მეცნიერებს ამ ვირუსისთვის ვერაფერი გაუგიათ / წარმოდგენა არა აქვთ, ამ ვირუსს რა მოუხერხონ; I was completely stumped by question 14 მე-14 კითხვის პასუხი ვერაფრით ვერ მოვიფიქრე; she was stumped for words დაბნეულობისგან ქალი სიტყვებს ვერ პოულობდა / კითხვაზე პასუხს ვერ იძლეოდა;
2. = stomp; he stumped off, muttering under his breath იგი ფეხების ბრაგუნით / მძიმე ნაბიჯებით გაგვშორდა ჩუმად რაღაცის ბუტბუტით;
3. ამერ. ოლქში, რაიონში მოგზაურობა (მოგზაურობს), შეხვედრებისა და მიტინგების ჩატარება (მხარდაჭერის მოსაპოვებლად, განსაკ. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში); he stumped around the country trying to build up support იგი მთელს ქვეყანაში / ქალაქ-ქალაქ მოგზაურობდა და ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა; he has been stumping in New Hampshire საარჩევნო კამპანიის ფარგლებში იგი ნიუ-ჰემფშირის შტატში მოგზაურობს / ატარებს შეხვედრებს.