1. სტუდენტი (უნივერსიტეტის ან კოლეჯისა); he was a student at the University of Chicago იგი ჩიკაგოს უნივერსიტეტის სტუდენტი იყო / ჩიკაგოს უნივერსიტეტში სწავლობდა; a first year student at the University of Oslo ოსლოს უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი; a law student სამართლის შემსწავლელი / იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი; a postgraduate / ამერ. graduate / student მაგისტრანტი; ასპირანტი; დოქტორანტი; a full-time student სრული კურსით მოსწავლე სტუდენტი (რომელიც თითოეულ სემესტრში სასწავლო პროგრამაში შემავალ ყველა საგანს გადის); a part-time student არასრული კურსით მოსწავლე სტუდენტი (რომელიც თითოეულ სემესტრში საგნების მხოლოდ მინიმალურ აუცილებელ რაოდენობას გადის); a research student ასპირანტი;
2. განსაკ. ამერ. სკოლის მოსწავლე; a 15-year-old high school student 15 წლის ასაკის საშუალო სკოლის მოსწავლე; any high school student could tell you the answer ამ კითხვაზე ნებისმიერი სკოლის მოსწავლე გიპასუხებს;
3. (of) რისამე შემსწავლელი , რითიმე დაინტერესებული ადამიანი; a keen student of human nature ადამიანის სულის კვლევით ღრმად დაინტერესებული პირი;
⌇ a student teacher სტუდენტი, რომელიც სასწავლო დაწესებულებაში პედაგოგიურ პრაქტიკას გადის; მასწავლებელ-პრაქტიკანტი; student union სტუდენტური კავშირი (უნივერსიტეტის ან კოლეჯის სტუდენტების ორგანიზაცია).