1. 1) (for, against, with) ბრძოლა (ებრძვის, იბრძვის), ბრძოლის წარმოება (რისამე მისაღწევად ან რისამე წინააღმდეგ); a country struggling for independence დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქვეყანა; they struggled for the right to vote ისინი ხმის მიცემის უფლებისთვის იბრძოდნენ; fish struggle for survival when the water level drops in the lake როდესაც ტბაში წყლის დონე ეცემა, თევზები თვითგადარჩენისთვის იბრძვიან ხოლმე; rival leaders struggling for power ძალაუფლებისათვის მებრძოლი ურთიერთდაპირისპირებული ლიდერები; he struggled against cancer for two years იგი ორი წლის განმავლობაში ებრძოდა კიბოს; firms are struggling against a prolonged recession ფირმები გაჭიანურებულ რეცესიას ებრძვიან;
2) ფიზიკურად ბრძოლა (ებრძვის, იბრძვის); ჭიდაობა, ჭიდილი; შეჭიდება, შებმა; Ben and Jack struggled together on the grass ბენი და ჯეკი ბალახზე ჭიდაობდნენ / ეჭიდავებოდნენ ერთმანეთს; he struggled with his attacker who then ran off იგი შეება მომხდურს, რომელიც მოგვიანებით გაიქცა; they struggled for possession of the gun ისინი პისტოლეტის დასაუფლებლად / ხელში ჩასაგდებად ებრძოდნენ / ეჭიდავებოდნენ ერთმანეთს;
3) თავდამსხმელისთვის წინააღმდეგობის გაწევა (˂გა˃უწევს), თავდამსხმელისთვის ხელის გასაშვებინებლად ძალების დაძაბვა / გაბრძოლება [შდრ. აგრ. 2 1)]; he struggled but couldn't break free ქალმა გაიბრძოლა, მაგრამ თავდამსხმელისგან თავის დახსნა ვერ შეძლო; before she could struggle, he lifted her up სანამ ქალი წინააღმდეგობის გაწევას / გაბრძოლებას მოასწრებდა, მან იგი ჰაერში ასწია; he struggled and screamed for help იგი თავდამსხმელების მოგერიებას ცდილობდა და ხმამაღალი ყვირილით შველას ითხოვდა; how did she manage to struggle free? თავდამსხმელისთვის ხელის გაშვებინება / თავდამსხმელისგან თავის დაღწევა როგორ მოახერხა?
2. 1) ენერგიულად ცდა (ცდილობს), ძალების დაძაბვა (რისამე მისაღწევად ან გასაკეთებლად); she's struggling to bring up a family alone ქალი ცდილობს შვილები მარტომ / დამოუკიდებლად აღზარდოს; he struggled to get free of the wreckage იგი ნანგრევებიდან / ნამსხვრევებიდან თავის დაღწევას ცდილობდა [შდრ. აგრ. 1 3)]; I've been struggling to understand this article all afternoon მთელი დღეა, ამ სტატიის გაგებას ვცდილობ / ამ სტატიის გაგებაზე თავს ვიმტვრევ; she was struggling with her English homework გოგონა მისთვის ინგლისურის მასწავლებლის მიერ მიცემული საშინაო დავალების შესრულებას ცდილობდა; she struggled to lift the package by herself, but it was too heavy ქალი შეეცადა თავად აეწია ფუთა / ჩანთა, მაგრამ ის მეტისმეტად მძიმე იყო; she struggled for breath ქალი ჰაერის ჩასუნთქვას / სულის მოთქმას შეეცადა;
2) გაჭირვებით მოძრაობა (მოძრაობს) / სვლა ან რისამე კეთება; we struggled up the stairs with our heavy suitcases გაჭირვებით ავედით კიბეზე ჩვენი მძიმე ჩემოდნებით; he struggled along the rough road holding his son გაჭირვებით მიუყვებოდა ოღროჩოღრო გზას, ხელში კი თავისი ვაჟი ეჭირა; he struggled out of his wheelchair იგი გაჭირვებით გადმოვიდა თავისი ინვალიდის სავარძლიდან;
3) მძიმე მდგომარეობაში ყოფნა (არის); ʘ მარცხი, წარუმატებლობა, გაკოტრება და მისთ. ემუქრება; სირთულეებთან გამკლავებას ცდილობს (ხშ. ითქმის ფინანსური პრობლემების მქონე კომპანიის შესახებ); after the first half, United were really struggling at 1–3 down პირველი ტაიმის შემდეგ, როდესაც ანგარიშით 1:3 აგებდა, "იუნაიტედი" ნამდვილად მძიმე მდგომარეობაში იყო; the team has been struggling all season მთელი სეზონის განმავლობაში გუნდი მძიმე მდგომარეობაშია / კრიზისიდან თავის დაღწევას ცდილობს; remember when Apple was a struggling company? გახსოვთ დრო, როდესაც კომპანია "ეპლი" ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა / გაკოტრების პირას იყო? life as a struggling artist მატერიალურად გაჭირვებული / სიღატაკესთან მებრძოლი მხატვრის ცხოვრება;
▭ to struggle along = to struggle on; to struggle on გაჭირვებით განგრძობა (განაგრძობს) / გაგრძელება (რისამე კეთებისა); რაიმესთვის თავის არდანებება; რაიმესთვის გაძლება; he struggled on despite his condition თავისი მდგომარეობის მიუხედავად, იგი საქმეს / დაწყებულს თავს არ ანებებდა; when he leaves, we'll have to struggle on until we find a replacement როდესაც იგი ჩვენგან წავა, რამენაირად უნდა გავძლოთ, სანამ მის შემცვლელს ვიპოვიდეთ; I felt terrible but managed to struggle on to the end of the day თავს საშინლად ვგრძნობდი, მაგრამ მაინც მოვახერხე დღის ბოლომდე გამეძლო.