1. 1) არე, ფართობი, მონაკვეთი; a beautiful stretch of countryside სოფლის მხარის თვალწარმტაცი რაიონი / ტერიტორია; this particular stretch of coast is especially popular with walkers ზღვის სანაპიროს ეს მონაკვეთი / ნაწილი განსაკუთრებით პოპულარულია ფეხით სეირნობის მოყვარულთა შორის; a particularly dangerous stretch of road გზის განსაკუთრებით სახიფათო მონაკვეთი / ნაწილი; you rarely see boats on this stretch of the river მდინარის ამ მონაკვეთში ნავებს იშვიათად თუ ნახავთ;
2) სპორტ. სარბოლი ტრასის სწორი მონაკვეთი [შდრ. აგრ. straight I 1]; the home/ final / stretch ა) ფინიშის სწორი; she looked certain to win as she entered the final stretch როდესაც იგი ფინიშის სწორზე გავიდა, მისი გამარჯვება უეჭველი ჩანდა; ბ) გადატ. "ფინიშის სწორი", რისამე დასკვნითი ეტაპი ან სტადია; the campaign has entered its final stretch კამპანია ფინიშის სწორზე გავიდა / დასკვნით სტადიაში შევიდა;
2. დროის მონაკვეთი, პერიოდი; they worked in four-hour stretches ისინი ოთხსაათიან მონაკვეთებად / პერიოდებად მუშაობდნენ; a stretch of three weeks without sunshine დროის სამკვირიანი პერიოდი მზის სინათლის / მზიანი ამინდის გარეშე; she doesn't leave the house for long stretches of time იგი სახლს დიდი ხნით არ ტოვებს ხოლმე;
3. დაჭიმვით გაშლა / გამართვა (ხელ-ფეხისა, სხეულისა); გაზმორება; კუნთების დაჭიმვა; I always have a good stretch when I get up in the morning ყოველ დილით, როდესაც ლოგინიდან ვდგები, ერთს კარგად გავიზმორები ხოლმე; we got out of the car and had a good stretch მანქანიდან გადმოვედით წელში კარგად გავიმართეთ და ხელ-ფეხი გავშალეთ; only do these more difficult stretches when you are warmed up ეს უფრო რთული გაჭიმვითი მოძრაობები / ვარჯიშები მხოლოდ მოთელვის შემდეგ გააკეთე; stay in this position and feel the stretch in your legs დარჩი ამ მდგომარეობაში და დაჭიმე ფეხის კუნთები / შეიგრძენი ფეხის კუნთების დაჭიმულობა;
4. სლ. პატიმრობის ვადა; he did a ten-year stretch for fraud ათწლიანი პატიმრობის ვადა მოიხადა / ათი წელი ციხეში გაატარა თაღლითობისთვის;
◇ at full stretch ძალების სრული დაძაბვით, მაქსიმალური ენერგიულობით; სრული დატვირთვით; fire crews have been operating at full stretch სახანძრო რაზმები სრული დატვირთვით მუშაობენ; at a stretch შეუჩერებლად; განუწყვეტლივ; she used to read for hours at a stretch იგი საათობით შეუჩერებლად კითხულობდა ხოლმე; she rarely sleeps for eight hours at a stretch ზედიზედ რვა საათის განმავლობაში იშვიათად სძინავს ხოლმე; we travelled for six hours at a stretch შეუჩერებლად / ზედიზედ ექვსი საათის განმავლობაში ვიმგზავრეთ.