1. ჩალა; a mattress filled with straw ჩალით გატენილი ლეიბი; a bale of straw ჩალის შეკვრა / ბრიკეტი;
2. ჩალის ღერი; he was leaning over the gate chewing on a straw იგი ჭიშკარზე იყო გადმოყუდებული და პირში გაჩრილ ჩალის ღერს ღეჭავდა;
3. კოქტეილის ჩხირი (აგრ. drinking straw); she sipped her lemonade through a straw იგი კოქტეილის ჩხირით ლიმონათს წრუპავდა;
⌇ a straw hat ჩალის ქუდი;
◇ the last / final / straw, აგრ. the straw that breaks the camel's back "უკანასკნელი წვეთი" (რომელიც მოთმინების ფიალას ავსებს, სიტუაციას აუტანელს ხდის და მისთ.); a straw in the wind რისამე ნიშანი, სიმპტომი, რაიმეზე მიმანიშნებელი რამ; there have been a few straws in the wind suggesting things might be getting a little better იყო ზოგიერთი ნიშნები, რომლებიც იმაზე მიუთითებენ, რომ მდგომარეობა შეიძლება ოდნავ გაუმჯობესდეს; to clutch / to grasp / at straws ≅ "ხავსს ეჭიდება"; a man of straw, a straw man იხ. man I ◇; the fraud depended on hundreds of bank accounts being opened on behalf of straw men თაღლითობა ცრუმაგიერი / ფიქციური პირების სახელზე გახსნილ ასობით საბანკო ანგარიშს ეფუძნებოდა.