ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

stop II verb
[stɒp]
ბეჭდვა

1. 1) გაჩერება (˂გა˃აჩერებს), შეჩერება, მოძრაობის შეწყვეტინება; I stopped someone in the street to ask the way to the station ქუჩაში ვიღაც გავაჩერე / შევაჩერე რკინიგზის სადგურისკენ მიმავალი გზის საკითხავად; stop the car, I want to get out! გააჩერე მანქანა, მინდა ჩავიდე! our orders are to stop all vehicles and check the drivers ნაბრძანები გვაქვს, გავაჩეროთ ყველა ავტომანქანა და შევამოწმოთ მძღოლები; the enemy have been stopped at the river სამხ. მოწინააღმდეგე მდინარესთან გააჩერეს;

2) გაჩერება (˂გა˃ჩერდება), შეჩერება, მოძრაობის შეწყვეტა; the car stopped at the traffic lights მანქანა შუქნიშანზე გაჩერდა; he walked along the road for a bit, and then stopped მან გზაზე ცოტაოდენი გაირა, შემდეგ კი გაჩერდა / შედგა; stop or I will shoot! სამხ. შედექ / შეჩერდი, თორემ გესვრი! my watch has stopped ჩემი საათი გაჩერებულა;

2. 1) შეწყვეტა (˂შე˃წყვეტს), შეჩერება (რაიმე პროცესისა); თავის დანებება (რისამე კეთებისთვის); he stopped working მან მუშაობა შეწყვიტა; we tied a bandage round his arm to stop the bleeding სისხლდენის შესაჩერებლად მას მკლავზე სახვევი დავადეთ; stop making that terrible noise! შეწყვიტეთ ეგ საშინელი ხმაური! it's stopped raining now უკვე აღარ წვიმს [შდრ. აგრ. 2)]; the referee was forced to stop the game because of heavy snow ძლიერი თოვლის გამო მსაჯი იძულებული გახდა თამაში შეეწყვიტა / შეეჩერებინა; please stop crying and tell me what's wrong თუ შეიძლება, ტირილი შეწყვიტე / ტირილს თავი დაანებე და მითხარი, რა მოხდა; stop it! You're hurting me მორჩი / შეწყვიტე! შენ მე მტკენ;

2) შეწყდომა (˂შე˃წყდება); ʘ აღარ გრძელდება; I think the rain has stopped ვფიქრობ, წვიმა შეწყდა / წვიმამ გადაიღო [შდრ. აგრ. 1)]; the bus service stops at midnight ავტობუსების მიმოსვლა შუაღამეზე წყდება / ჩერდება;

3. (from) რაიმეში ხელის შეშლა (˂შე˃უშლის), რისამე გაკეთების არდანებება / საშუალების არმიცემა; they've built a fence to stop the dog getting out ღობე გააკეთეს, რათა ძაღლს გარეთ გა˂მო˃სვლის საშუალება არ მისცენ / რათა ძაღლი გარეთ ვეღარ გა˂მო˃ვიდეს ხოლმე; I want to go and you can't stop me წასვლა მინდა და შენ მე ამაში ხელს ვერ შემიშლი / ვერ შემაჩერებ; there's nothing to stop you from accepting the offer ხელს ვერაფერი შეგიშლის შენთვის შემოთავაზებული წინადადების მიღებაში; there's no stopping us now ახლა ვეღარაფერი შეგვაჩერებს / მიზნის მიღწევაში ხელს ვეღარაფერი შეგვიშლის; you can't stop people (from) saying what they think ხალხს ვერ აუკრძალავ იმის თქმას, რასაც ფიქრობს;

stop I stopgap

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0107