ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

stock III verb
[stɒk]
ბეჭდვა

1. მარაგში / გასაყიდად ქონა (აქვს), რითიმე ვაჭრობა (ითქმის მაღაზიის შესახებ); do you stock green tea? მწვანე ჩაი გაქვთ? they stock a wide range of books and magazines ათასნაირი წიგნებითა და ჟურნალებით ვაჭრობენ; წიგნებისა და ჟურნალების ფართო ასორტიმენტი აქვთ გასაყიდად;

2. (up) რითიმე მომარაგება (˂მო˃ამარაგებს); რითიმე უზრუნველყოფა ან გავსება; I always stock up the fridge before my sister comes to stay სანამ ჩემი და ჩემთან დასარჩენად მოვიდოდეს, მაცივარს ყოველთვის სურსათით ვავსებ ხოლმე; he has a Saturday job stocking shelves in the local supermarket იგი შაბათობით ადგილობრივ სუპერმარკეტში მუშაობს და თაროებს საქონლით ავსებს / საქონელს თაროებზე ალაგებს; the pond was well stocked with fish გუბურაში ბლომად თევზი იყო გაშვებული; a well-stocked library წიგნებით კარგად მომარაგებული / უზრუნველყოფილი ბიბლიოთეკა;

to stock up (on, with) წინასწარ რისამე მომარაგება (˂მო˃იმარაგებს), რისამე მარაგის დაგროვება; I have to stock up on snacks for the party წვეულებისთვის მსუბუქი საჭმელები უნდა მოვიმარაგო; we ought to stock up on film before our trip ექსკურსიამდე ფირი უნდა მოვიმარაგოთ; to stock up with food for the winter ზამთრისთვის სურსათ-სანოვაგის მომარაგება.

stock II stockbreeding

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0133