1. 1) ნაკერი, გვირისტულა, ძაფის ყულფი (ნემსით რისამე კერვისას); secure the two pieces together with a couple of stitches ეს ორი ნაჭერი ერთმანეთს რამდენიმე ნაკერით / გვირისტულათი მიაკერე; try to keep the stitches small and straight ეცადე პატარ-პატარა და ახლო-ახლო ამოგებული ნაკერებით / გვირისტულებით კერო; she had sewn the wrong bits of material together and so had to unpick the stitches and start again მან ნაჭრები არასწორად მიაკერა ერთმანეთს და ამიტომ ნაკერების / გვირისტულების ამორღვევა და ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდა;
2) თვალი (ჩხირებით ან ყაისნაღით ქსოვისას); to cast a stitch თვალის ამოღება / ამოყვანა; I've dropped a stitch თვალი ჩამივარდა / წამივიდა;
3) ამა თუ იმგვარი ნაკერი, ნაქარგი ან ნაქსოვი; chain stitch ჯაჭვისებრი ორნამენტი ნაკერში ან ნაქსოვში; herring-bone stitch თევზიფხური / ზიგზაგისებრი ნაკერი; the bedspread was embroidered with cross stitch ლოგინის გადასაფარებელი ჯვარედინი ნაქარგით იყო მორთული;
2. მედ. ნაკერი; he got hit with a broken bottle and needed five stitches in his cheek გატეხილი ბოთლი დაარტყეს და ლოყაზე ხუთი ნაკერის დადება დასჭირდა; the cut needed eight stitches ჭრილობას რვა ნაკერი დასჭირდა; he's gone to the doctor's to have his stitches out ექიმთან წავიდა ნაკერების ამოსაღებად;
3. ჩვეულ. sing მწვავე ტკივილი, ჩხვლეტა, ჭვალი გვერდში (ჩვეულ. ბევრი სირბილისგან ან სიცილისგან გამოწვეული) [შდრ. აგრ. in stitches; იხ. ◇]; can we slow down? I've got a stitch არ შეიძლება, ცოტა ტემპს შევუნელოთ? გვერდში მჭვალავს; I got a stitch after running for the bus ავტობუსის მისასწრებად რომ გავიქეცი, იმის მერე გვერდში ჭვალმა გამკრა / ჭვალი დამადგა;
◇ a stitch in time saves nine ანდ. ერთი დროულად გაკეთებული ნაკერი ცხრას უდრისო; ≅ სათანადო ზომების მიღება დროულად / სიტუაციის გაუარესებამდე არის საჭირო; in stitches საუბ. ბევრს / თავშეუკავებლად რომ იცინის [შდრ. აგრ. 3]; the play had us in stitches სპექტაკლზე გულიანად ვიცინეთ; he had the whole audience in stitches მაყურებლები / მთელი აუდიტორია ბევრი აცინა / სიცილით დახოცა; not to have a stitch on, not to be wearing a stitch საუბ. ʘ შიშველია; ტანთ არაფერი აცვია.