1. კოვზით მორევა (˂მო˃ურევს), არევა; she stirred her coffee with a teaspoon მან ყავა ჩაის კოვზით მოურია; stir the sauce gently until it begins to boil ნელა ურიეთ სოუსს, სანამ ერთგვაროვანი / კოშტებისგან თავისუფალი არ გახდება; the vegetables are stirred into the rice while it is hot ბოსტნეული ცხელ ბრინჯში უნდა აურიოთ; stir in the milk until the sauce thickens ჩაუმატეთ რძე და ურიეთ, სანამ სოუსი / საწებელი არ შესქელდება;
2. შერხევა (˂შე˃არხევს; ˂შე˃ირხევა), შენძრევა; განძრევა; the baby stirred in its sleep ბავშვი ძილში შეინძრა; a slight breeze was stirring the branches ნაზი სიო ტოტებს არხევდა; a noise stirred me from sleep ხმაურმა გამომაღვიძა; the alarm clock went off, but she didn't stir მაღვიძარამ დარეკა, მაგრამ იგი არ განძრეულა; come on, stir yourself. You're late! ჩქარა, გაინძერი. გაგვიანდება! their complaints have finally stirred him into action გადატ. ბოლოს და ბოლოს, მათმა საჩივრებმა აიძულა ამოქმედებულიყო;
3. 1) აღელვება (ააღელვებს); აღძვრა, გამოწვევა (ამა თუ იმ გრძნობისა, განცდისა); she was stirred by his sad story ქალი ააღელვა მისმა სევდიანმა ისტორიამ; a stirring speech ამაღელვებელი სიტყვა (ორატორისა); a book that really stirs the imagination წიგნი, რომელიც ნამდვილად აღაგზნებს / აცხოველებს წარმოსახვას; the case has stirred great anger among public ამ შემთხვევამ საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია;
2) აღძვრა (აღიძვრის, აღიძვრება), წარმოქმნა (ითქმის ამა თუ იმ გრძნობის, განცდის შესახებ); a feeling of guilt began to stir in her ქალს დანაშაულის გრძნობა გაუჩნდა; hope stirred within her heart მის გულში იმედი გაღვივდა / ჩაისახა;
▭ to stir up რისამე გამოწვევა (˂გამო˃იწვევს); რისამე აღძვრა; to stir up a debate კამათის გამოწვევა / გაჩაღება; to stir up hatred სიძულვილის აღძვრა / გაღვივება; the photographs stirred up some painful memories ფოტოგრაფიებმა ზოგიერთი მტკივნეული მოგონებები აღძრა / გააცოცხლა; whenever he's around, he always manages to stir up trouble როცა არ გამოჩნდება, ყოველთვის ახერხებს ხოლმე უსიამოვნების / პრობლემების გამოწვევას; we've got enough problems without you trying to stir things up ისედაც საკმარისი პრობლემები გვაქვს, შენ კიდევ აქ სიტუაციის არევას ცდილობ;
◇ to stir blood ვისიმე აღელვება; ვინმეში ხალისის ან ენთუზიაზმის აღძვრა.