ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

stiff II adjective
[stɪf]
ბეჭდვა

1. 1) ხისტი, მაგარი, არადრეკადი; stiff cardboard ხისტი / არადრეკადი მუყაო; a stiff collar [brush] ხისტი / მაგარი საყელო [ჯაგრისი]; his clothes were stiff with dried mud მისი ტანსაცმელი შემხმარი ტალახისგან გამაგრებულიყო / გახამებულიყო;

2) ძნელად მოძრავი, ძნელად მოსატრიალებელი, ძნელად რომ იღება; ბუდეში, ჩარჩოში და მისთ. მჭიდროდ ჩამჯდარი ან გაჭედილი; the windows were stiff and she couldn't get them open ფანჯრები მაგრად იყო დახურული და ქალი მათ გაღებას ვერ ახერხებდა; the door handle is stiff and I can't turn it კარის სახელური ძნელად მოძრაობს / გაჭედილია და ვერ ვატრიალებ; pull hard – that drawer's very stiff მაგრად მოქაჩე – ეგ უჯრა ძალიან ძნელად იღება; the shower tap is a little stiff საშხაპის ონკანი ცოტა არ იყოს ძნელად იღება / ძნელად ტრიალებს;

2. გაშეშებული, გახევებული; დაჭიმული, მტკივანი (ითქმის სხეულის, კიდურის, კუნთების და მისთ. შესახებ); her fingers were stiff with cold სიცივისაგან ქალს თითები გაშეშებოდა; I've got a stiff neck კისერი გაშეშებული მაქვს; I never felt stiff after training until I was in my thirties ვარჯიშის შემდეგ კუნთები არასოდეს არ მეჭიმებოდა, სანამ ოცდაათი წლის ასაკს არ გადავცილდი; the next morning I was as stiff as a board მეორე დილით მთელი სხეული ფიცარივით მქონდა გახევებული;

3. ბლანტი, სქელი, მკვრივი (ითქმის სითხის, ნარევის შესახებ); whisk the egg whites until stiff ადღვიბეთ კვერცხის ცილა მანამდე, სანამ არ გამაგრდება; a stiff dough მკვრივი / მაგარი ცომი; mix the powder and water into a stiff paste ფხვნილი და წყალი ერთმანეთში აურიეთ, სანამ ბლანტ / სქელ პასტას არ მიიღებთ;

stiff I stiff III

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0371