1. 1) სტიუარდი, გამყოლი (პირი, რომელსაც გემის ან მატარებლის მგზავრების მომსახურება, მათთვის საჭმლის მიტანა და სხვ. ევალება);
2) სტიუარდი, ბორტგამყოლი (პირი, რომელსაც თვითმფრინავის მგზავრების მომსახურება, მათთვის საჭმლის მიტანა, მათს უსაფრთხოებაზე ზრუნვა და სხვ. ევალება; აგრ. flight attendant);
2. 1) სტიუარდი, განმკარგულებელი (ოფიციალური დამხმარე პირი დოღის, საზოგადოებრივი ღონისძიების და სხვ. ჩატარებისას); race stewards დოღის სტიუარდები / განმკარგულებლები; if you need help at any time during the conference, one of the stewards will be pleased to help you თუ კონფერენციის განმავლობაში ნებისმიერ დროს რაიმე დახმარება დაგჭირდათ, ერთ-ერთი სტიუარდი სიამოვნებით დაგეხმარებათ;
2) განმკარგულებელი (ქონებისა, ფულისა და მისთ.); რაიმეზე პასუხისმგებელი პირი (აგრ. გადატ.); Kissinger was now chief steward of US foreign policy ახლა კისინჯერი აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე მთავარი პასუხისმგებელი პირი / აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მთავარი არქიტექტორი იყო.