1. 1) უნაყოფობა, სტერილობა, გამრავლების უნარის არქონა (ადამიანისა, ცხოველისა ან მცენარისა); the disease can cause sterility in men and women ამ ავადმყოფობამ მამაკაცებისა და ქალების უნაყოფობა / სტერილობა შეიძლება გამოიწვიოს;
2) უნაყოფობა, სიმწირე, არაპროდუქტიულობა (მიწისა, ნიადაგისა); we are trying to find ways of counteracting the sterility of the land მიწის უნაყოფობასთან ბრძოლის გზების პოვნას ვცდილობთ;
3) უნაყოფობა, უშედეგობა, უსარგებლობა; she contemplated the sterility of her existence იგი თავისი ცხოვრების სიცარიელეზე / უსარგებლობაზე ფიქრობდა;
2. სტერილურობა, მიკროორგანიზმებისგან სისუფთავე.